გაიცანით ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეული აქვს
- 17.10.2021
საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ნებისმიერი სახლი, ზომის, ფორმისა და ფერის მიუხედავად იმსახურებს სიყვარულს და მადლიერებას. თუმცა იგივე არ ეხება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან სახლს - სხეულს, რომელშიც ის ცხოვრობს.
სინამდვილეში, სხეული ჩვენი სახლია - და თითოეული მათგანი იმსახურებს დაფასებას. განსხვავებული ფორმა, ზომა, ფერი თუ ნაწიბური - სწორედ ისაა, რაც ჩვენს სხეულს უნიკალურს ხდის. და ვინაიდან ყველა სხეული მშვენიერია, ყველა მათგანი იმსახურებს ქებას და სიყვარულს.
მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, არსებობს კონკრეტული პარამეტრები, რაც განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია.
ტეხასის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მეცნიერულად სრულყოფილი სხეული 40 წლის კელი ბრუკს აქვს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალის იდეალური სიმაღლეა 1.68 მეტრი; ხოლო მკერდის, წელისა და თეძოს თანაფარდობა, 99 x 63 x 91 სმ. კელი ბრუკის სხეული კი, სწორედ ამ პარამეტრებთანაა ყველაზე ახლოს.
იმისდა მიუხედავად, რომ მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეული აქვს, ბრუკი ამბობს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ ყოფილა დაცინვის და დამცირების მსხვერპლი.
მაგალითად, როდესაც ბრუკმა 2017 წლის ზაფხულში ბიკინიში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ხალხმა მას „ვეშაპიც“ კი უწოდა და „გასუქებაში“ დაადანაშაულა.
ერთი შეხედვითაც შენიშნავთ, რომ ქალის ფიგურა სულაც არ შეესაბამება იმ თხელი და გრძელი სხეულის ხატს, რომელსაც მედია, ყველაზე ხშირად გვთავაზობს.
ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენ სულაც არ გჭირდებათ კონკრეტული რიცხვი სასწორზე, რათა თავი ლამაზად იგრძნოთ. თითოეული სხეული განსხვავებული და თანაბრად განსაცვიფრებელია.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქალის იდეალური სხეულის სტანდარტი მუდმივად იცვლება და შესაძლოა, ის, რაც დღეს დაცინვის მიზეზი ხდებოდა, ხვალ სილამაზის მთავარი ინგრედიენტი გახდეს. გარდა ამისა, „სრულყოფილი“ სხეული მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა კულტურაში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს...
ამიტომ, არ არსებობს სწორი პასუხი იმაზე, თუ როგორია სილამაზე. კელი ბრუკის სხეულიც კი, მხოლოდ იმ მეცნიერულ სტანდარტებს ემთხვევა, რომელიც ისევ ადამიანების მიერაა შექმნილი. ეს სტანდარტი კი მხოლოდ დროებითია - ჩვენ, ყველას „სრულყოფილი სხეული“ გვაქვს. ჩვენ, ყველანი ლამაზები ვართ და ჩვენ, ყველა ვიმსახურებთ აღფრთოვანებასა და სიყვარულს.
თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, ჯანმრთელობა, ქალები, სრულყოფილი ქალი, სხეული
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია