SEX

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

პარტნიორების უმრავლესობა, კამათის შემდეგ, სპონტანური სექსით კავდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია. თუმცა, თავად სპონტანურ, ჩხუბის შემდეგ სექსშია ბევრი განსაკუთრებულობა. 

პარტნიორების უმრავლესობა თანხმდება, რომ კამათის შემდეგ სექსი, გამორჩეულად ინტიმურია, რადგან იგი აღძრავს განსხვავებულ ემოციებს, რომლებიც, თითქმის არასოდეს წარმოიქმნება სხვა დროს, როცა წყვილი სექსით კავდება. 

მოდით, ვისაუბროთ კამათის შემდეგ სექსის განსაკუთრებულობასა და უპირატესობებზე:

1. ემოციური ფონი შესამჩნევად მძაფრდება

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

კამათის დროს ემოციების მოზღვავება არავის გვიკვირს. რთულია, ეკამათო საყვარელ ადამიანს, მითუმეტეს, ეკამათო საერთო და ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე. გარდა ამისა, ძალიან ხშირად, პარტნიორები ერთმანეთის სექსუალურობას ახალი რაკურსით კონფლიქტისას ხედავენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნეგატიური ემოციების შემდეგ დადებითი ემოციების წარმოქმნა, რაც სპონტანური სექსისას ჩნდება და არსებული პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალებაც ხდება!

2. მარტივია ერთი ვნების მეორედ გარდაქმნა

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

როცა კამათობთ, ამას ვნებით და ემოციით აკეთებთ. ასეთ დროს, ყველაზე მარტივია, სიბრაზისა და სიფიცხის ვნება სექსუალურში გადაზარდოთ, რაც თავისთავად, სექსუალურ ტემპერატურასაც ამაღლებს და საბოლოო ჯამში, სექსი ყოველთვის ფანტასტიკური გამოდის!

3. სპონტანური სექსი განსაკუთრებულია

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

ჩხუბისა და კამათის შემდეგ სექსი არასდროს ჰგავს იმ ტრადიციულ გამოცდილებასა და შეგრძნებებს, რომლებსაც ჩვეულებრივ, სხვა დროს იღებთ. იგი განსაკუთრებულია, დასამახსოვრებელი და ემოციურად მწიფე. ხშირად, ასეთი სექსი ადამიანთა ინსპირაციის წყარო ხდება და სიბრაზისას, იმაზე მეტად უჩენდებათ პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ სურვილი, ვიდრე სხვა ნებისმიერ სექსუალურ ვითარებაში. 

4. ახალი გამოცდილების სურვილს აჩენს

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

წყვილს ახალი გამოცდილების სურვილი, ყველაზე ხშირად დაუგეგმავი, ემოციური სექსის დროს უჩნდებათ. ჩხუბის შემდეგ, ისინი ხშირად სთავაზობენ ერთმანეთს ახალ პოზებს, ახალ შეგრძნებებს, სექსისთვის ახალ ადგილებსა და სექსუალურ თავგადასავლებს. 

5. სპონტანური სექსი ჩვეულ რითმში აბრუნებს ურთიერთობას

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

ის, რომ პერიოდულად წყვილებს გრძნობები, სექსუალური ლტოლვა უნელდებათ და ჩხუბებისა და კონფლიქტურობის მდგომარეობები უხშირდებათ, ნორმალურია. თუმცა, სპონტანური, სიბრაზის შემდეგ სექსი, ამ ყველაფერს ალაგებს, ურთიერთობას ჩვეულ რითმს აბრუნებს და პარტნიორებს უჩენს სურვილს, დაივიწყონ ყველანაირი უთანხმოება და განაგრძონ წინსვლა. ეს ურთიერთობებს, გაცილებით ჯანსაღს ხდის. 

6. გახსენებთ, თუ რატომ გიყვართ ერთმანეთი

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

ჩხუბის შემდეგ სექსისას, პარტნიორებს ახსენდებათ რატომ შეუყვარდათ ერთმანეთი. გრძნობენ ძალიან დიდ და სხვადასხვანაირ ემოციას, რაც დიდი ხანია არ უგრძვნიათ. 

7. აახლებს თქვენს კავშირს

რატომ არის კამათის შემდეგ სექსი განსაკუთრებული?

ყოველი ჩხუბის შემდეგ, წყვილის ურთიერთობას ბზარი უჩნდება, რაც ურთიერთობისთვის დამანგრეველი ხდება. თუმცა, თუ წყვილი კონფლიქტისას სექსით კავდება, ეს მათი კავშირისთვის სულ არ არის საფრთხის შემცველი. პირიქით, მათი კავშირი ამ გზით მეტად მყარდება და თავდაპირველ ეშხს იბრუნებს!



allwomenstalk.com