იყო დრო, როცა ამბობდნენ, რომ ყველა 30 წელს გადაცილებულმა ქალმა მოკლედ უნდა შეიჭრას თმა. ახლა ეს ამბავი უკვე მოძველდა და შეგიძლია ნებისმიერ ასაკში გრძელი თმით ბრწყინვალედ გამოიყურებოდე. თმის სტილი მაინც პერსონალური გადაწყვეტილებაა და შეგიძლია ნებისმიერი სტილი მოირგო თუ თავდაჯერებულად იგრძნობ თავს.
20-დან 30-მდე
შეგიძლია უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარო: შეიჭრა თმა ერთ სიგრძეზე ან აიჩეხო. არ აქვს მნიშვნელობა სტილს, იქნება ის შედარებით ტრადიციული თუ ტრენდული.
თუ არ გიყვარს ტრენდული სტილი, ესეც კარგია. ზედმეტი მოვლის გარეშე ამ ასაკში შენი თმა მაინც ბრწყინვალედ გამოიყურება. ‘საერთოდ არაფერი არ უქნა შენ თმას’- გვირჩევს ერთ-ერთი ჰოლივუდის სტილისტი.
30-დან 40-მდე
თუ შენი სამსახური ოფიციალურ გარეგნობას მოითხოვს, შენ გჭირდება ისეთი იერი, რომელიც პროფესიონალიზმს კიდევ უფრო წარმოაჩენს. გირჩევ თმის ძირები არ დაიტკეპნო და პირიქით მოცულობა შემატო. დარწმუნდი, რომ თმა მაინც ბუნებრივად გამოიყურება, არასდროს არ უნდა ჰქონდეს მას ხელოვნური იერი.
გაიყავი თმა გვერძე, რაც როგორც სექსუალურ ასევე დახვეწილ იერს მოგცემს. წარბის ტეხილის გაყოლებაზე გაიყავი თმა, ეს შენ სახეს დააბალნსირებს.
40 წელი და ზევით
ამ ასაკში თმის შეთხელება და ცვენა ჩვეულებრივი მოვლენაა ჰორმონების გამო, ამიტომ სჯობს გრძელი თმის აჩეხვა. ბევრს ქალს სურს თმის დაგრძელება ხელოვნურად, ასევე შეგიძლია სცადო ‘ჩოლკის’ შეჭრა. ის ვიზუალურად ასქლებს თმის წინა მხარეს, სადაც ყველაზე ხშირად თხელდება თმა.
ამ ასაკში თმა აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს ჯანსაღად. დაამატე შენს რუტინას თმის კონდიციონერი და დამატენიანებელი შამპუნი. ცნობილი სტილისტი გვირჩევს, რომ ამ ასაკში არასდროს არ გადავიწიოთ თმა უკან.
ნებისმიერ ასაკში შეგიძლია მოიხდინო გრძელი თმა, მთავარია სწორად მოუარო მას და სტილი მოირგო!
თემები: თმა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში
<a href="http://www.womenshealthmag.com/beauty/how-to-style-long-hair?utm_source=facebook.com&utm_medium=Social&utm_term=744604197&utm_campaign=Women%27s%20Health">http://www.womenshealthmag.com</a>