მშობლები

გულისტკენა, სიმამაცე და პირადი სივრცე ; როცა ბავშვები სწრაფად იზრდებიან

გულისტკენა, სიმამაცე და პირადი სივრცე ; როცა ბავშვები სწრაფად იზრდებიან

ახალი არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ მშობლების ცხოვრება სიურპრიზებით აღსავსეა. ამიტომაც, ვეცდებით, რამდენიმე მათგანისთვის მოგამზადოთ:

1. ბავშვი გეტყვის „მე შენ მიყვარხარ“

გულისტკენა, სიმამაცე და პირადი სივრცე ; როცა ბავშვები სწრაფად იზრდებიან

შენ პატარას ამ 3 სიტყვის წარმოთქმა რამდენიც არ უნდა ასწავლო, გულის აჩუყებისთვის მზად იყავი, რადგან ეს მაინც სპონტანურად მოხდება. თუმცა, ბავშვი თავის სიყვარულს ამ სიტყვების წარმოთქმამდეც დაგიმტკიცებს, მაგალითად — სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს რომ გაგრძნობინებს, როგორ მოენატრე, ან — საკუთარ საჭმელს კოვზით შემოგთავაზებს, ხან კი — მოულოდნელად თავს დაგესხმება და გაკოცებს.

2. ერთ მშვენიერ დღეს, კალთაში აღარ დაგეტევა

ერთხელ, როდესაც წიგნის ერთად კითხვას ან ტელევიზორში საინტერესო გადაცემის ყურებას გადაწყვიტავთ, აღმოაჩენ, რომ შენი პატარა საოცრად გაზრდილა და კალთაში აღარ გეტევა. ამ მომენტის გაცნობიერებამ შესაძლებელია ნოსტალგიის გრძნობა მოგგვაროს, თუმცა ნუ მოიწყენ — ცივ ამინდებში ხომ თავისუფლად შეგიძლია, საბანში გაახვიო და კარგად ჩაეხუტო!

3. პირად სივრცეში ყოფნას მოისურვებს

გულისტკენა, სიმამაცე და პირადი სივრცე ; როცა ბავშვები სწრაფად იზრდებიან

მიჩვეული ხარ აბაზანაში ყოველ ჯერზე შესვლისას შენი პატარა გარეთ კართან რომ გიცდის? მაშინ, მზად იყავი, რომ ერთ დღესაც, საეჭვი სიჩუმეს რომ იგრძნობ და შესამოწმებლად გარეთ გამოვარდები, აღმოაჩენ, რომ ბედნიერად თამაშობს. შეიძლება, თავის ოთახშიც კი შევიდეს და სიმყურდოვისთვის კარი მიხუროს. ამის გამო ნუ იდარდებ და შეეგუე აზრს, რომ ბავშვი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობს.

4. ეცდება, რამე გასწავლოს

გულისტკენა, სიმამაცე და პირადი სივრცე ; როცა ბავშვები სწრაფად იზრდებიან

ერთ დღეს, როდესაც გადაღლილობისგან ვერაფრით გაიხსებენ, გასაღები სად დააგდე, ამას შენი პატარა შეგახსენებს. მზად იყავი, რომ საბავშვო ბაღში ან სკოლაში ნასწავლ სიახლეებსაც გაგიზიარებს, მათ შორის, მათემატიკის ისეთ ფორმულებსაც, რომლებიც სრულიად შესაძლებელია, საერთოდაც აღარ გახსოვს :)

5. გულს გატკენს

გულისტკენა, სიმამაცე და პირადი სივრცე ; როცა ბავშვები სწრაფად იზრდებიან

ისეთი მომენტებისთვისაც მზად უნდა იყო, როდესაც ბავშვმა შეიძლება უხეშად მოგმართოს და რამე სისულელე გითხრას. თუმცა გახსოვდეს, რომ ამას გულით არ გეუბნება! მაგალითად, ერთ დღეს, შეიძლება გამოგიცხადოს, მეზიზღებიო, ან — აღნიშნოს, რომ ძუნწი ხარ და თანატოლებთან შენი გამოჩენის ცხვენია. ზოგადად, ყოველდღიური შეუმჩნეველი დეტალების შესახებ ბავშვები ყოველგვარი ფილტრის გარეშე აღნიშნავენ, მაგალითად შეიძლება მშობელს გამოუცხადონ, რომ კბილები ყვითელი აქვს, ან მამას პირიდან ცუდი სუნი ამოსდის. ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ გაბრაზდე და აუხსენი, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რასაც სახალხოდ არ განიხილავენ.

6. თავისი სიმამაცით გაგაოცებს

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცის სიკვდილის დღესავით ეშინოდეს — მაგალითად, სიბნელეში დაძინების, სახლში მარტო დარჩენის და ა.შ. ერთ დღეს, ამ შიშს გადალახავს, შენ კი ამით ნამდვილად იამაყებ.

7. მისი დამსახურებით უკეთესი ადამიანი გახდები

გულისტკენა, სიმამაცე და პირადი სივრცე ; როცა ბავშვები სწრაფად იზრდებიან

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობელია. როდესაც იცი, რომ შენი პატარა შენს ყველა მოქმედებას აკვირდება, შეეცდები, ნაკლებად თქვა ცუდი სიტყვები, უკეთ მოეპყრო ადამიანებს და გარეგნობაზეც მეტად იზრუნო. იყავი სამაგალითო ბავშვისთვის, თუ გინდა, რომ მისი ქცევაც სამაგალითო იყოს!



წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a1044772/seven-surprises-to-look-out-for-as-your-child-grows-up">babycentre</a>