ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც განსაკუთრებული სიყვარული ელოდებათ 2017 წელს
- 03.02.2017
მე-3 ადგილი - კირჩხიბი
კირჩხიბს წელს დიდი ხნის ოცნების ასრულება ელოდება, რადგან იმ ქვეყანაში იმოგზაურებს, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. სწორედ ეს გახდება მისი ცხოვრების შეცვლის მიზეზი, რადგან მოგზაურობისას გაიცნობს ადამიანს, რომელთანაც სასიყვარულო მახეში აღმოჩნდება. შეიძლება ეს იყო დროებითი ფლირტი, მაგრამ ეს ისტორია მთელი ცხოვრება სასიამოვნო მოგონებად გაჰყვებათ.
მე-2 ადგილი - ვერძი
თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლის მიუხედავად ვერძები წლის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობენ. ზაფხულის დადგომისას კი მათი ცხოვრება თავდაყირა დადგება. შესაძლოა შეხვდნენ ძველ სიყვარულს ან აღმოაჩინონ, რომ დიდი ხნის მეგობარი სიგიჟემდე ჰყვარებიათ. დროებითი გატაცება თავბრუდამხვევ რომანად გადაიქცევა, მაგრამ დაოჯახებული ვერძებისთვის ეს მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანს. გონს დროულად მოეგება, ოჯახს არ დატოვებს, მაგრამ ეს ისტორია დიდი ხნით შეიტანს ხალისს მათ ცხოვრებაში.
1-ლი ადგილი მშვილდოსანი
2016 წელი ყველაზე რთული იყო მშვილდოსნებისთვის, რადგან პირად ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე პერიოდი დაუდგათ. კარიერულად ყველაზე მნიშვნელოვანი მარტის პირველი ნახევარია, მაგრამ ზაფხულში სასიყვარულო ფრონტზე დიდი სიყვარული ეწვევათ. მშვილდოსნისთვის ეს გრძნობა შეიძლება ცხოვრებაში გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. იპოვიან ადამიანს, რომელიც მის გრძნობებს დააფასებენ და ცხოვრებას დღესასწაულად უქცევენ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ბედნიერება, ქალები, ზოდიაქოს ნიშნები
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>