ამაღამ წლის პირველი სავსემთვარეობაა - როგორ გავატაროთ 17-27 იანვრის პერიოდი?
- 17.01.2022
2022 წლის 18 იანვარს, გამთენიისას, პირველი სავსე მთვარე, კირჩხიბის ნიშანში გვექნება. კირჩხიბი, ესაა ინტუიციური და მგრძნობიარე ნიშანი, ამიტომ, 17 – 27 იანვრის პერიოდი მეტად ემოციური იქნება...
ამ პერიოდში კარგია:
· დასვენება, რელაქსაცია, მედიტაცია, ვარჯიში, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, სამომავლო გეგმების გადახედვა და ყველაფერი ის, რაც თქვენთვის სულიერ სიმშვიდესთან ასოცირდება.
ამ პერიოდში არ ვარგა:
· კონფლიქტი, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებთან; ახალი საქმეების წამოწყება; ბინის, სახლის და მიწის ყიდვა/შეცვლა; ახალი სამსახურის ან მოლაპარაკებების დაწყება.
იმის გამო, რომ ეს არის წლის პირველი სავსე მთვარე, ახლა იდეალური დროა გავათავისუფლდეთ ყველაფრი ზედმეტისგან. განსაკუთრებით კი, ემოციური ტვირთისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ სავსე მთვარის გამწმენდ რიტუალებს, რომელთა მიზანია ემოციური სიმშვიდის შემოტანა, თუმცა, ასევე, დაგეხმარებათ ემოციური ბალანსის აღდგენაში.
გაითვალისწინეთ, ამ რიტუალების ჩატარების საუკეთესო დროა 17-27 იანვარი!
დაგჭირდებათ:
· აურის გამწმენდი საშუალებები - კრისტალები, სურნელოვანი ჩხირები და სანთლები, ზარები...
· კალამი და ქაღალდი
· წყლის თასი
· ასანთი/სანთელი
დაიწყეთ თქვენი აურის გაწმენდით საშუალებებით:
· მზის ან მთვარის შუქზე დამუხტეთ თქვენი კრისტალები, შემდეგ მოატარეთ ისინი მთელს სახლში;
· მთელს სახლში დაანთეთ სურნელოვანი ჩხირები ან სანთლები
გაწმენდის დროს, თამამად წარმოთქვით აფირმაციები:
”მე ვიშორებ ყველაფერს, რაც მძიმეა, ვთავისუფლდები იმისგან, რაც აღარ მჭირდება, რაც ხელს მიშლის ბედნიერებაში. მე მზად ვარ ჩემი ცხოვრებიდან გავუშვა: (ჩამოთვალეთ თქვენს ცხოვრებაში არსებული ნეგატიური მოვლენები ან ადამიანები). მე მზად ვარ გავხდე მსუბუქი და მოვიშორო ყველა ტვირთი, რაც ჩემს სულს ამძიმებს. მე მზად ვარ, ვიყო ბედნიერი და გაბრწყინებული“.
შემდეგ, განვაგრძოთ წერითი რიტუალით:
· აიღეთ კალამი და ქაღალდი, ჩამოწერეთ 3 რამ, რისგან გათავისუფლებაც გსურთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ფორმატი, როგორც სახელმძღვანელო, ან შეგიძლიათ უბრალოდ დაწეროთ ის, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
მე მინდა გავათავისუფლდე... მე ვირჩევ თავისუფლებას!
მე მინდა უკან მოვიტოვო... მე მზად ვარ თავისუფლებისთვის!
მე ვირჩევ, დავივიწყო... მე მინდა გათავისუფლება!
· აიღეთ თქვენი ქაღალდი(ები) და აანთეთ სანთელი. გთხოვთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე. როდესაც ქაღალდი წვას დაიწყებს, მოათავსეთ წყლიან თასში. გაითვალისწინეთ, არ არის საჭირო ფურცლის მთლიანი დაწვა.
· გადით გარეთ, მთვარის შუქის ქვეშ, გაიტანეთ თქვენი თასი და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა წარმოსთქვით თუ რისგან გსურთ გათავისუფლება. ამის შემდეგ, გადაღვარეთ წყალი (იდეალურ ვარიანტში, დაასხით მიწას) და გადაყარეთ ქაღალდები.
ბედნიერ სავსემთვარეობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
თემები: ასტროლოგია, მთვარე, სავსემთვარე