ტანსაცმელი არ განსაზღვრავს ვინ ვართ ჩვენ, მაგრამ ის ქმნის შთაბეჭდილებას ჩვენს შესახებ. ის, რაც გაცვიათ, უამრავ განსხვავებულ მესიჯს უგზავნის სხვა ადამიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ რა არის ის 5 შეცდომა, რომელსაც თავი აუცილებლად უნდა აარიდოთ!
1. არ ატაროთ ბევრი ფერი... ერთდროულად
არაფერია ცუდი ფერად ტანსაცმელში. მაგრამ, როდესაც ბევრ ფერს ვურევთ, ის არა მხოლოდ შეუსაბამოდ გამოიყურება, არამედ არასერიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა ადამიანებზე. ის გვაფიქრებინებს, რომ ყურადღების ცენტრში ვართ და ამასთან, ბავშვურ ასოციაციებს იწვევს.
უმჯობესია შემოიფარგლოთ ერთი ან ორი ძირითადი ფერით, რომლებიც კარგად ერწყმის ერთმანეთს. გასახალისებლად კი მაქსიმუმ კიდევ ერთი ფერი დაამატოთ. სხვა თუ არაფერი, ბევრი ფერი ძალიან დამღლელია...
2. არ ატაროთ დიდი ზომის ტანსაცმელი
რა თქმა უნდა, აქ არ ვსაუბრობთ დიდი ზომის სტილზე. ჩვენ ვსაუბრობთ ტანსაცმელზე, რომლიც ორი ან მეტი ზომით დიდია. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ტანსაცმელი უმეტესწილად ერგება ჩვენს ზომას - ჩვენ უნდა შევამოწმოთ, რომ სახელოების, მხრებისა და ზოგადი სიგრძე. ის, თუ რამდენად მომდგარი ან გაშვებულია სამოსი, მთლიანად თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული.
ტანსაცმელი, რომელიც თქვენი ზომის არ არის, სხვა ადამიანებს უგზავნის მესიჯს, რომ დაუდევარი და უყურადღებო ადამიანი ხართ. ამიტომ, რატომ უნდა გარისკოთ?
3. არ ატაროთ არაკომფორტული ტანსაცმელი
კარგი გარეგნობა მნიშვნელოვანია. მაგრამ ის ლამაზი ფეხსაცმელი, რომელიც თითებს გტკენთ, ამად ნამდვილად არ ღირს. კომფორტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სტილი, რადგან ის, საშუალებას გაძლევთ თავისუფლად იმოქმედოთ.
როცა არაკომფორტულად გრძნობთ თავს, მნიშვნელოვნად იზღუდება თქვენი მოძრაობები, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს შრომისუნარიანობაზე. ტანსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს იმ საქმეს, რასაც აკეთებთ.
4. არ ატაროთ მოუწესრიგებელი ტანსაცმელი
დეტალები მნიშვნელოვანია. დაკუჭული პერანგი ნიშნავს, რომ დაუდევარი ადამიანი ხართ, მაშინაც კი, თუ ის კარგი ბრენდისაა. იგივე ეხება ისეთ დეტალებს, როგორიც არის აპუწული ტანსაცმელი, ლაქები ან მცირე დეფექტები. ასეთ ხარვეზებს, ყველაზე მიმზიდველი ლუქის გაფუჭებაც კი შეუძლიათ...
5. არ ატაროთ მხოლოდ ბრენდირებული ტანსაცმელი
კარგი ტანსაცმელი ყოველთვის არ არის ბრენდირებული ტანსაცმლის ან ძვირადღირებული სამოსის სინონიმი. თუ ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ ბრენდირებულია თუ არა პერანგი ან ჩანთა, ეს შეცდომაა. დაიმახსოვრეთ, კარგი და ელეგანტური ტანსაცმელი თავისთავად საუბრობს, ამიტომ დიდი ლოგოს აფიშირება არ არის საჭირო.
ფოკუსირება მოახდინეთ ხარისხზე და სილამაზეზე, იყიდეთ ის, რაც მოგწონთ და არა ის, რასაც დიდი და ძვირადღირებული ლოგო აქვს...
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი