LIFE

ის, რასაც პირველად დაინახავთ, თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებას გამოავლენს - პიროვნების ვიზუალური ტესტი

ის, რასაც პირველად დაინახავთ, თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებას გამოავლენს - პიროვნების ვიზუალური ტესტი

თითოეულ ჩვენგანს აქვს უნიკალური, დომინანტური თვისება, რაც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ფსიქოლოგები ძალიან ხშირად იყენებენ ოპტიკურ ილუზიებს, რათა მარტივად შეძლონ თითოეული ჩვენგანის ინტერპრეტაცია.

იმის გასაგებად, თუ რა არის თქვენი ხასიათის საუკეთესო, უნიკალური თვისება, საკმარისია მოცემულ სურათს მხოლოდ ერთხელ შეხედოთ და გვიპასუხოთ - პირველად რა დაინახეთ? 

1. თუ პირველად წვერიანი მამაკაცი დაინახეთ...

თუ პირველად წვერიანი მამაკაცი დაინახეთ, თქვენი საუკეთესო პიროვნული თვისებაა - მიზანდასახულობა.

იქნება ეს სამსახურის პროექტი, ცხოვრებისეული მიზანი თუ უბრალოდ მორცხვ მეგობარს ეხმარებით, თქვენ უკან არასოდეს დაიხევთ. თუმცა, აუცილებლად უნდა გჯეროდეთ, რომ ის, რასაც აკეთებთ, მნიშვნელოვანია.

ადამიანები, რომლებიც კარგად არ გიცნობენ, ამ თვისებას „სიჯიუტესაც“ მიაწერენ, მაგრამ სინამდვილეში, ესაა თქვენი ერთგულება გეგმისადმი, რათა დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწიოთ. არ შეგეშინდეთ ამ თვისების გამოყენება!

2. თუ პირველად მხატვარი დაინახეთ...

თუ პირველად მხატვარი დაინახეთ, თქვენი საუკეთესო პიროვნული თვისებაა- წარმოსახვის უნარი.

ჩვენ ხშირად გვასწავლიან, რომ ფანტაზია მხოლოდ ბავშვებისა და ხელოვანების დამახასიათებელი თვისებაა. მაგრამ სინამდვილეში, ნებისმიერ ადამიანის შეიძლება გააჩნდეს ძლიერი წარმოსახვის უნარი და უსაზღვრო ფანტაზია.

ადამიანებს უყვართ თქვენთან დროის გატარება, რადგან მათ საშუალებას აძლევთ ოცნების სამყაროში იმოგზაურონ. სწორედ ეს ხდის თქვენს ისტორიებს კიდევ უფრო მიმზიდველს. ამასთან, თქვენი ინტერესი სხვა ადამიანების ცხოვრების მიმართ, კიდევ უფრო აძლიერებს წარმოსახვის უნარს. ესაა თვისება, რომლის წყალობითაც, თქვენი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი არასოდეს იქნება!

3. თუ პირველად შენიღბული ფიგურები დაინახეთ...

თუ პირველი შენიღბული ფიგურები დაინახეთ, თქვენი საუკეთესო პიროვნული თვისებაა - მჭევრმეტყველება.

მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფების ძირითადი პრობლემა ცუდი კომუნიკაციის უნარია, თქვენი გონება და ენა ყოველთვის სინქრონიზებულია.

თქვენ კარგად საუბრობთ, დაფიქრებული ხართ და თქვენი სიტყვების საშუალებით, ნებისმიერი პრობლემის გადალახვა შეგიძლიათ. როდესაც საქმე მოლაპარაკებას ეხება, თქვენ იცით, რომ წარმატებას მიაღწევთ. დიდი შანსია თქვენზე ამბობდნენ, რომ „გრძელი ენა გაქვთ“ გაქვთ, მაგრამ სწორედ ამ თვისების წყალობით იზიდავთ ბედნიერებასა და წარმატებას.