LIFE

იცით, რა არის ანგელოზის ციფრები - რას ნიშნავს თუ ყველგან 11:11-ს ხედავ

იცით, რა არის ანგელოზის ციფრები - რას ნიშნავს თუ ყველგან 11:11-ს ხედავ

თუ ყველგან ორმაგ რიცხვებს ხედავთ, ამ მოვლენას ბევრი მოიხსენიებს, როგორც დამთხვევას, მაგრამ სინამდვილეში, ეს შემთხვევა უფრო ზუსტად შეიძლება შეფასდეს, როგორც სინქრონიულობა, რომელიც არის სამყაროს ღვთაებრივი ნიშანი. ნუმეროლოგიაში არსებობს რწმენა, რომ „ანგელოზის რიცხვები“, უფრო დიდ მიზანს ემსახურება... 

რას ნიშნავს 11:11?

რიცხვი 11 არის მოთმინების, პატიოსნების, სულიერების, მგრძნობელობის, ინტუიციის, იდეალურობისა და თანაგრძნობის სიმბოლო. ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ხედავ ამ რიცხს, მოქმედებენ ენერგიის განსხვავებულ დონეზე, ვიდრე უმეტესობა. და როდესაც ორი ასეთი ენერგიის მქონდე ადამიანი ხვდება ერთმანეთს, ეს კავშირი სამყაროს ანათებს...

დაიმახსოვრეთ, თუ ყველგან 11:11-ს ხედავთ, ეს არის სამყაროს ხმა, რომელიც მოგვიწოდებს, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გულს, ჩვენს სულს და ჩვენს შინაგან ინტუიციას.

ესაა მაღვიძარა, რომელიც გვამცნობს ახალ შესაძლებლობებს. ამ კონკრეტული „ანგელოზის რიცხვების“ დანახვა ნიშნავს, რომ სამყარო ცდილობს გაგვიმხილოს თვალები და უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გარშემო არსებულ „დამთხვევებს“.

11:11 კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ეს არის ფაქტიურად ენერგიის პორტალი, რომელიც იხსნება დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რათა მოგვცეს ძალა და შესაძლებლობა გადავიდეთ ცნობიერების შემდეგ დონეზე.

სამყარო ცდილობს პატარა მინიშნებებით გვაჩვენოს გზა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მზად არ ვართ მათ მოსასმენად, ან უბრალოდ არ ვიცით მათი წაკითხვა.

11:11 არის სულიერი ზრდის ნიშანი - ჩვენ შეიძლება მალე აღმოვჩნდეთ იმ ცხოვრებაში, რაზეც ადრე მხოლოდ ვოცნებობდით. ესაა ნიშანი, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო იცვლება და რომ ადამიანები თუ მოვლენები, მოულოდნელად შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ზუსტად იმ დროს, როდესაც გვჭირდება.

ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელიც მიგვითითებს, რომ მალე ცხოვრებაში სრულიად ახალ ადამიანს შევხვდებით.

ადამიანს, რომელიც იქნება ჩვენი მეორე ნახევარი; ადამიანი, რომელიც შეძლებს ჩვენი სულიერი სიცარიელის ამოვსებას; ადამიანს, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით.

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ სამყარო არასოდეს შემოგვთავაზებს იმას, რისთვისაც მზად არ ვართ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მზადყოფნა მაინც მხოლოდ ილუზიაა. ვერავინ, ვერასოდეს ვერ იქნება მზად ვერაფრისთვის. ჩვენ მხოლოდ უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება და რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს.