ყველა ქალს აქვს დღეები, როდესაც გარდერობი ძალიან მოსაწყენად ეჩვენება. და ასეთ შემთხვევაში, უმეტესობა ჩვენგანი საყიდლებზე მიდის ახალი ტანსაცმლის შესაძენად...
თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი, რაც გვჭირდება, უკვე გვაქვს - მთავარია ცოტა შთაგონება!
1. ნივთს ფუნქცია შეუცვალეთ
ერთი ნივთის სხვადასხვა ფუნქციით გამოყენება ძალიან გავრცელებული ხრიკია. მაგალითად, შეგიძლიათ მხრებზე შემოიხვიოთ სვიტერი; თავსაფარი გამოიყენოთ როგორც ქამარი ან თმის სამაგრი.
2. ჩაიცვით არანაკლებ 3 ნივთი
სტილისტები ამ ხრიკს "მესამე ელემენტის წესს" უწოდებენ. ზედა და ქვედა, შარვალი და ქვედაკაბა - ლუქის პირველი და მეორე ელემენტებია. მესამე არის ის, რაც ასრულებს ვიზუალს.
ეს შეიძლება იყოს სვიტერი, შარფი ან თუნდაც ქუდი. მესამე დეტალი აცოცხლებს ყოველდღიურ სამოსს ისეთი იერს ჰმატებს, თითქოს ადამიანმა დიდი ძალისხმევა დახარჯა, რათა ელეგანტურად გამოიყურებოდეს.
3. ერთდროულად მოირგეთ ვინტაჟური და ტრენდული ტანსაცმელი
თუ მთელს ლუქს ვინტაჟური ნივთებისგან ააწყობთ, არსებობს რისკი, რომ გადააჭარბებთ. მაგრამ ტრენდული და ვინტაჟური ნივთების ერთობლიობა, ძალიან კარგი იდეაა. ეს შეიძლება იყოს განსხვავებული ჩანთა, ფეხსაცმელი, ქურთუკი ან აქსესუარი. უფრო მეტიც, შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა ათწლეულის ტანსაცმლის შერწყმა. იმის ნაცვლად, რომ გარკვეული წლების სტილს თანმიმდევრულად მიჰყვეთ - მოირგეთ 40-იანი წლების კაბა 90-იანი წლების ტყავის ქურთუკთან ერთად.
4. დაამატეთ ქამარი
როცა გრძნობთ, რომ ლუქს რაღაც აკლია, ეს ნიშნავს, რომ მართლაც ასეა. ქამარი კი ამ საკითხს მარტივად გადაჭრის საუკეთესო გზაა. ის არა მხოლოდ დაასრულებს თქვენს ლუქს, არამედ იდეალურად გამოკვეთს თქვენს ფორმებს.
სხვათა შორის, იმისათვის, რომ ქამარი ატაროთ, სულაც არ არის საჭირო ტანსაცმელს საქამრე ჰქონდეს - ის ძალიან უხდება კაბასაც და პიჯაკსაც.
5. გამოაჩინეთ ცალი მხარი
თუ ახალი ტანსაცმლის ყიდვა არ გსურთ, ლუქის განახლების ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო გზას შემოგთავაზებთ: მიანიჭეთ ახალი სიცოცხლე ჯინსის ქურთუკს, კაპიუშონს ან ბლეიზერს - თამამად გადაიწიეთ ცალ მხარზე ან თუ უფრო რისკიანი ხართ, უბრალოდ შემოაჭერით საყელო.
6. „მოიხურეთ“ თქვენი მოსაცმელი
უფრო ელეგანტური იერსახისთვის, შეგიძლიათ ქურთუკი ან პალტო მხრებზე შემოიხუროთ. ეს აჩვენებს, რომ თქვენ არ ხართ დამოკიდებული ტემპერატურაზე და არ გჭირდებათ ტანსაცმელში შეფუთვა. უფრო მეტიც, თქვენ მოგიწევთ მხრებში გაიმართოთ და გაბედულად იმოქმედოთ, რათა ქურთუკის ასე ტარება შეძლოთ.
7. დაამატეთ კონტრასტები
ნებისმიერი კონტრასტი კარგია - არ აქვს მნიშვნელობა, ესაა ტექსტურების, ფერების, სტილის თუ ელემენტების კონტრასტი. აბრეშუმი და ტყავი, ჯინსი და შალი, მქრქალი და პრიალა, გლუვი და ტექსტურირებული ქსოვილები - არსებობს უამრავი ვარიანტი, რაც დაგეხმარებათ ბევრად უფრო მოდურად გამოიყურებოდეთ, თუნდაც მონოქრომატულ სამოსში.
მაგალითად, სტილის კონტრასტი გულისხმობს სპორტულის და კლასიკურის კომბინაციას. ეს, ერთი შეხედვით, უჩვეულო არჩევანი, ყველა ადამიანის ყურადღებას იპყრობს.