რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ დღეში მხოლოდ ერთხელ შეჭამთ
- 26.01.2022
24 საათში ერთხელ ჭამა შეუძლებელი მისიასავით ჟღერს, მაგრამ ბევრი ადამიანი ამას აკეთებს. „ერთი კვება დღეში“ არის წყვეტილი შიმშილის ფორმა და ითვლება, რომ წონის კლების საიდუმლოა. რასაკვირველია, ყველას არ სურს წონაში დაკლება - ზოგს უბრალოდ ჯანმრთელობა ან ნაკლები ხარჯი სურს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუკი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამთ...
1. შესაძლოა წონაში მოიმატოთ
საკვების დეფიციტის დროს, თქვენი ორგანიზმი რთავს „შიმშილის რეჟიმს“ და ინახავს ყველა კალორიას, რომელსაც მოიხმართ. ამ მექანიზმის საშუალებით, სხეული მას მაშინ გამოიყენებს, როდესაც ყველაზე მეტად დასჭირდება. თუმცა, ეს ანელებს თქვენს მეტაბოლიზმს. ამის გარდა, იზრდება კორტიზოლის, იგივე სტრესის ჰორმონის გამომუშავება და შედეგად, თქვენს სხეულში უფრო მეტი ცხიმი გროვდება.
2. სისხლში შაქრის დონე არასტაბილური გახდება
კვების გარეშე ხანგრძლივი პერიოდი ჩვეულებრივ იწვევს სისხლში შაქრის არასტაბილურ დონეს. ჰიპოგლიკემია - სისხლში შაქრის უკიდურესად დაბალი დონე, ხშირად შიმშილის შედეგია.
3. ვიტამინების ნაკლებობა გარდაუვალია!
დღეში ერთი კვება ვერ მოგაწვდით საკმარისი რაოდენობით ვიტამინებს. შედეგად, თქვენ ვიტამინების დეფიციტის განვითარების რისკ ჯგუფში აღმოჩნდებით. მაგალითად, თმის ცვენა ხშირად ასოცირდება საკვები ნივთიერებების ნაკლებობასთან. იმავდროულად, ფრჩხილებზე თეთრი ლაქები - ლეიკონიქია, თუთიისა და კალციუმის დეფიციტის ნიშანია.
4. გაუარესდება სოციალური ცხოვრებაც
სამსახურის ლანჩი, ოჯახური შეკრებები და დაბადების დღეები - ყველა ეს სოციალური მოვლენა დაკარგავს მთავარ ხიბლს, რადგან შესაძლოა, კვების დროს ვერ დაამთხვიოთ. თანაც, შიმშილის გამო უფრო მეტად იქნებით გაღიზიანებული...
5. შეგაწუხებთ თავის ტკივილი
"დიეტის თავის ტკივილი" საკმაოდ გავრცელებულია სინდრომია. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, იქნება ეს ახალ რეჟიმთან ადაპტაციის პერიოდი, სისხლში შაქრის დაბალი დონე თუ მაგნიუმის დეფიციტი...
6. მოემზადეთ დიდი გამყინვარებისთვის!
დღეში ერთჯერადი კვების შემთხვევაში, სისხლის ნაკადის მისია ცხიმის დაგროვება გახდება. ამგვარად, ორგანიზმი ზოგავს ენერგიას, რომელსაც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოგაწვდით. კალორიების დაბალი რაოდენობა იწვევს მუდმივი სიცივისა და შიმშილის გრძნობას.
7. მიიღებთ უფრო არაჯანსაღ საკვებს
ამ დროს, გაგიჩნდებათ ცდუნება, მიირთვათ ნახშირწყლებითა და შაქრით მდიდარი არაჯანსაღი საკვები, რადგან დღეში ერთი კვება იძლევა ცრუ უსაფრთხოების გრძნობას. 24 საათიანი შიმშილის შემდეგ, ბროკოლის წვნიანი იქნება ბოლო საკვები, რომელიც გაგახსენდებათ. თუმცა მძიმე და მსუყე საკვების შემდეგ, აუცილებლად იგრძნობთ უენერგიობასა და დაღლილობას...
თემები: დიეტა, ჯანსაღი კვება, სწორი კვება, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია