ყურადღებით გაეცანით სტატიას: დიდი ალბათობით, შერჩეული მოდელები მთელი წლის განმავლობაში (და ალბათ ცოტა მეტიც) იქნება მოთხოვნადი!
N1 - ნაქსოვი ჩანთები
ეს არის ჩანთა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ. არჩევანი თქვენზეა - იქნება ეს ჩალით, ძაფებითა თუ თოკებით ნაქსოვი.
N2 - ნათელი ფერები
შეგიძლიათ უბრალოდ აღფრთოვანდეთ ფერების სითამამით, რომელიც წარმოდგენილია ტანსაცმლის ყველა კატეგორიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ Bottega Veneta-ს ლაიმისფერი მწვანე ჩანთის გაყიდვები, თითქმის 151%-ით გაიზარდა.
N3 - გადამუშავებული მასალა
„მდგრადი მოდა“ ბოლო წლების მთავარი კონცეფციაა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ახლა ძალიან ტრენდულია ჩანთები, რომლებიც გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული, მაგალითად, პლასტმასასგან.
N4 - ვინტაჟის დაბრუნება
ეს ძალიან მოსალოდნელი იყო - ბოლო წლებში, „ვინტაჟი“ მოდის ერთ-ერთი მთავარი სიტყვაა.
N5 - ნახევარმთვარე
სახელის მიუხედავად, ამ ჩანთას არ აქვს ზუსტი ფორმა: სამაგიეროდ, აირჩიეთ მომრგვალებული სილუეტი, რათა 90-იანების ნოსტალგიური ენერგია შექმნათ.
N6 - სუპერ ჩანთა
უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, სუპერ დიდი ზომის ჩანთა. ეს ტენდენცია ამტკიცებს, რომ ადამიანებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია კომფორტი.
N7 - მეტალის ელემენტები
გასულ სეზონებში, მეტალის ჯაჭვებით მორთული ჩანთების დეფიციტი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ წელს ის ყველგანაა. თუმცა გაითვალისწინეთ, უპირატესობა ვერცხლისფერს უნდა მიანიჭოთ.