სილამაზე

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

ნაადრევი დაბერება - აი, რას ვებრძვით ქალები! რაც ყველაზე მთავარია, არასოდეს ვყრით ფარხმალს და არასოდეს ვუშინდებით სახეზე გაჩენილ პირველ ნაოჭებს! ჯერ ძალიან ადრეა, შესაბამისად, ვინ ვინ და თუ არა ჩვენ, უნდა შევძლოთ და დავამარცხოთ ისინი! 

ყოველთვის მნიშვნელოვანია, საშინელი და მტკივნეული პირველი ნაოჭების წინააღმდეგ გასალაშრად არა ქიმიური, ბუნებრივად ნატურალური საშუალებები გამოვიყენოთ. ასეთ შემთხვევაში ნაკლები რისკის წინაშე ვდგავართ, დავაჩქაროთ ჩვენი დაბერების პროცესი. გარდა ამისა, ნატურალური და ბუნებრივი საშუალებები, ყოველთვის გაცილებით ხელმისაწვდომია და გამოცდილებით დამტკიცებულია, რომ მათი გამოყენება უკეთეს შედეგსაც იძლევა.

TREND გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივი და ნატურალური ეთერზეთების ჩამონათვალს, რომლებიც ხელს უშლიან ნაადრევ დაბერებას და ზრუნავენ თქვენი კანის სილამაზესა და სიჯანსაღეზე:

1. ქოქოსის ზეთი

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

ქოქოსის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, შესაბამისად, იგი შესანიშნავი ანტიასაკობრივი საშუალებაა თქვენი კანისთვის და გარდა ამისა, სამკურნალო შრატის სახითაც იყენებენ. სხვა მიზეზი, თუ რატომ ითვლება ქოქოსის ზეთი საუკეთესო სახისა და სხეულის კანის მოვლის საშუალებად, ის არის, რომ მასში ტრიგლიცერიდის, ლაურინის მჟავის მაღალი შემცველობაა. 

მისი გამოყენების, როგორც საუკეთესო ანტიასაკობრივი საშუალების უარყოფა, შეუძლებელია. ნაოჭებისა და ცელულიტების წინააღმდეგ ქოქოსის ზეთის გამოყენება, სავსებით რეკომენდირებულია, ვინაიდან, იგი ეფექტურად ებრძვის მათ. ასე, რომ თუ გსურთ, თქვენი კანი ნაადრევი დაბერებისგან დაიცვათ, ყოველგვარი ქიმიური დანამატების ჩარევის გარეშე, გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი, როგორც სახის კანზე, ასევე მთლიანად სხეულზე. 

2. ავოკადოს ზეთი

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ავოკადოს ზეთი, სხვა ნატურალურ ზეთებთან შედარებით სქელია, მისი გამოყენება ძალიან ეფექტურ შედეგს იძლევა სხეულის იმ ნაწილებში, სადაც ადამიანს თხელი და მგრძნობიარე კანი აქვს. განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენება სახის მიდამოებში, რადგან იგი საუკეთესოდ ილაშქრებს ნაოჭების წინააღმდეგ. 

აუცილებლად უნდა იცოდეთ ისიც, რომ ავოკადოს ზეთი მდიდარია A და E ჯგუფის ვიტამინებით. ასევე, იგი უზრუნველყოფს კოლაგენების აღდგენას კანის უჯრედებში. 

გამომდინარე იქედან, რომ ავოკადოს ზეთი სქელია, მისი გამოყენება რეკომენდირებულია ღამის შრატის სახით ან იმ დღეებში, როცა სახლიდან გასვლას არ აპირებთ. 

3. ნემსიწვერას ზეთი

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

ერთ-ერთი საუკეთესო ეთერზეთია, როგორც სახის, ასევე სხეულის კანისთვის. ნემისწვერა გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც მის ზეთს სამკურნალო დანიშნულებასაც ანიჭებს. აღნიშნული ზეთი, ეხმარება კანზე არსებული ლაქების გაფერმკრთალებასა და გაუფერულებას, უნარჩუნებს მას ერთიან ტონს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ნემსიწვერას ზეთი, კანქვეშ ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს. გამოიყენეთ იგი თქვენი კანის ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. 

4. სტაფილოს თესლის ზეთი

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენება სახის კანისთვის. იგი უზრუნველყოფს მზისგან, გამოშრობისგან და დანაოჭებისგან დაცვას. 

განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როცა კანი შრება და ეშვება, გირჩევთ შეიძინოთ სტაფილოს თესლის ზეთის შემცველი სახის მოვლის საშუალებები. იგი სწრაფად და ეფექტურად დაუბრუნებს თქვენს კანს ხავერდოვნებასა და ბზინვარებას. 

სტაფილოს თესლის ზეთის გამოყენება რეკომენდირებულია, როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. 

5. ზეითუნის ზეთი 

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

და რამდენჯერაც არ უნდა დავწეროთ, უნდა დაგვიჯეროთ, რომ ზეითუნის ზეთი, საუკეთესო ეთერზეთია თქვენი კანის სიჯანსაღისთვის. განსაკუთრებით საუკეთესო და ეფექტურია მისი გამოყენება მგრძნობიარე კანისთვის, მდიდარია ანტიოქსიდანტებით. გარდა იმისა, რომ ზეითუნის ზეთი ყველასთვის ცნობილი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, იგი ზელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებასაც!

6. ჩაის ხის ზეთი

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის, უკეთესს ვერაფერს შემოგთავაზებთ. თუ აკნე ხშირად გაწუხებთ, გამოიყენეთ ჩაის ხის ზეტი, რომელიც გაჯერებულია ბენზოილის პეროქსიდით და რაც მთავარია, არ აქვს უკუჩვენებები. 

რაც ყველაზე მთავარია, ჩაის ხის ზეტი გამოირჩევა ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. იგი აღადგენს თქვენს კანს და დაუბრუნებს ბუნებრივ ბრწყინვალებას. 

7. არგანის ზეთი 

ანტიასაკობრივი ზეთები სხეულისა და სახის კანისთვის

სხვა ცნობილ თვისებებთან ერთად, გეტყვით, რომ არგანის ზეთი დაახლოებით 80%-მდე ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რაც გასაოცარი ეფექტურობით უბრუნებს კანს ელასტიკურობას. ამცირებს ნაოჭებს, თითქმის გამორიცხავს მათი წარმოქმნის შესაძლებლობას და საოცრად ატენიანებს კანს. თუ აქამდე არ იცოდით, იგი მუდამ გამოიყენება ანტიასაკობრივი შრატების დამზადებისას. 



allwomenstalk.com