სილამაზე

წითელი პომადა თუ აქცენტი თვალებზე ? როგორ მოვექცეთ ყურადღების ცენტრში ?

წითელი პომადა თუ აქცენტი თვალებზე ? როგორ მოვექცეთ ყურადღების ცენტრში ?

ზოგჯერ გინდა, მხოლოდ შენ გიყურონ, მხოლოდ შენ გისმინონ, შენით მოიხიბლონ და აღფრთოვანდნენ. ამაში ცუდი არაფერია, არც უცნაური. ჩვენ გვიყვარს ყურადღება, გვიყვარს ჩვენით თავბრუდახვეული ადამიანების ცქერა, ჰო, გვიყვარს სამყაროს ცენტრში „ტრიალი“!

არსებობს რამდენიმე ხერხი, რაც იმის მიღებაში დაგეხმარება, რაც ზოგჯერ ასე გჭირდება და გსიამოვნებს:

1. წითელი ტუჩის საცხი

წითელი პომადა თუ აქცენტი თვალებზე ? როგორ მოვექცეთ ყურადღების ცენტრში ?

კლასიკური, წითელი ტუჩის საცხი ერთ-ერთი უტყუარი გზაა ეფექტის მოსახდენად. სასურველია, ისეთ წითელი ფერი შეარჩიოთ, როგორიც შენი თმისა და თვალის ფერს მოუხდება.

2. ტალღოვანი თმა

გრძელი თმით მრავალფეროვანი ვარცხნილობების გაკეთება შეგიძლია. ერთ-ერთი საუკეთესოა ვარცხნილობა დაყრილი, ტალღოვანი თმით. ეს ძალიან დახვეწილ და ქალურ იმიჯს ქმნის.

წითელი პომადა თუ აქცენტი თვალებზე ? როგორ მოვექცეთ ყურადღების ცენტრში ?

3. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

წითელი პომადა თუ აქცენტი თვალებზე ? როგორ მოვექცეთ ყურადღების ცენტრში ?

შესაძლოა შენს სიმაღლეს მომატება სულაც არ სჭირდებოდეს, მაგრამ მაღალი ქუსლი მაინც საუკეთესო არჩევანი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გაცილებით მიმზიდველ და გამორჩეულ სილუეტს მიიღებ.

4. დახვეწილი მოსასხამი

წითელი პომადა თუ აქცენტი თვალებზე ? როგორ მოვექცეთ ყურადღების ცენტრში ?

ლამაზი ქსოვილით შექმნილი მოსასხამი ძალიან ეფექტურია. მაქმანის ლაბადა ან ბადე-მოსაცმელი დახვეწილ სამოსად ითვლება. სასურველია, თუ მოსასხამს ხელით შექმნილი ნივთებიც დაამშვენებს.

5. თვალისმომჭრელი აქსესუარები

წითელი პომადა თუ აქცენტი თვალებზე ? როგორ მოვექცეთ ყურადღების ცენტრში ?

სამკაული ყოველთვის იქცევს ყურადღებას! იდეალურად შეხამებული სამკაულები, მაგალითად, ერთნაირი საყურე და ბეჭედი ან ყელსაბამი და სამაჯური გარეგნობის უმნიშვნელოვანესი შტრიხია.

6. აქცენტი თვალებზე

წითელი პომადა თუ აქცენტი თვალებზე ? როგორ მოვექცეთ ყურადღების ცენტრში ?

შეიძლება არ გიყვარს პომადა და არც ღაწვებს ივარდისფერებ, მაგრამ თვალის მაკიაჟი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩრდილი, ტუში და, სულ მცირე, ფანქარი მაინც საუკეთესოდ გამოკვეთს თვალის ფორმას და ზოგჯერ გამომეტყველებასაც სრულიად ცვლის.



წყარო:&nbsp;<a href="http://fashion.allwomenstalk.com/how-to-dress-if-you-want-all-eyes-on-you-for-girls-who-love-being-the-center-of-attention">allwomenstalk</a>