დაწყებული წითელი ხალიჩიდან, ქუჩის პაპარაცული ფოტოებით დასრულებული - არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომლებსაც სიცილი ნამდვილად არ უყვართ...
1. კრისტენ სტიუარტი
კრისტენ სტიუარტის მკაცრი გოგონას იმიჯი, ნამდვილად ემთხვევა მის ხასიათს. წითელ ხალიჩაზე, მაქსიმუმი რაც მის მიმიკაში შეიძლება ამოიკითხოთ, ეს ცალყბა ღიმილია.
2. ვიქტორია ბექჰემი
ცხადია, ეს ჩამონათვალი ვერ შედგებოდა ვიქტორია ბექჰემის გარეშე - საქვეყნოდ ცნობილია, რომ არათუ სიცილი, ღიმილიც კი არ არის მისი ფავორტი. როგორც თავად აცხადებს, სერიოზულ იმიჯს, თავისი მიზეზიც აქვს:
- "შინაგანად მეღიმება. ვგრძნობ, რომ მოდის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მაკისრია".
3. მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები
ცნობილია, რომ ტყუპებს სიცილი არ უყვართ, თუმცა შეუმჩნეველი ღიმილი მათი ხელწერაა - რაც, რა თქმა უნდა, ისეთივე იდენტურია, როგორც მათი სახეები.
4. მეგან ფოქსი
„ტრანსფორმერების“ ვარსკვლავის კბილების დანახვა, ნამდვილი სასწაულია!
5. რუნი მარა
რუნი მარას არც წითელი ხალიჩა აღელვებს და არც დანარჩენი საზოგადოება - მას უბრალოდ არ უნდა, რომ გაიცნოს.
6. კანიე უესტი
რეპერი მხოლოდ ხანდახან იღიმება საზოგადოებაში - ჩვეულებრივ მხოლოდ მისი მეგობრების გარემოცვაში.
7. კიმ კარდაშიანი
როდესაც კიმ კარდაშიანი კამერის წინ დგება, ლამაზი სიცილით სულაც არ აოცებს საზოგადოებას...
8. კარლ ლაგერფელდი
დიზაინერი ცნობილი იყო მკაცრი გამომეტყველებით - ვფიქრობ რეალურ მიზეზს, ამ ფოტოზევე დაინახავთ!
9. მადონა
მიუხედავად იმისა, რომ მადონას მკვლელი ღიმილი აქვს, კამერების წინ სერიოზულ იმიჯს ინარჩუნებს.
10. კეიტ მოსი
სუპერმოდელმა იცის, როგორ იმუშავოს კამერაზე და როგორც წამოაჩინოს გარეგნობა - სიცილი მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის...
11. ბელა ჰადიდი
პოდიუმს მიღმაც კი, ბელა ჰადიდი ჩვეულებრივ უღიმის თავის თაყვანისმცემლებს. რატომ?
- "როდესაც კამერის წინ ვიღიმი, არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. რეალურად, დიდი დრო დამჭირდა, რომ ჩემი სახე შემესწავლა."
12. უმა თურმანი
უმა თურმანი ნაზი ღიმილების დედოფალია. მაგრამ მისი ცივი იმიჯი კომპლექსების შედეგია - მსახიობს ბავშვობაში უთხრეს, რომ უშნო ღიმილი ჰქონდა. დიახ, ამის შემდეგ, კამერების წინ, მსახიობი აღარ იცინის.
13. ხოაკინ ფენიქსი
ხოლო თუ მსახიობის სიცილის ნახვა გსურთ, ჩვენი რეკომენდაციაა, „ჯოკერი“ ჩართოთ - წითელ ხალიჩაზე მის სიცილს იშვიათად თუ შეხვდებით.
თემები: ქალები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ღიმილი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია