LIFE

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

შერონ სტოუნი, საბედისწერო ლამაზმანი, 10 მარტს, 64 წლის გახდა. გასულ წელს, მსახიობმა ავტობიოგრაფიული წიგნი, „ორჯერ ცხოვრების მშვენიერება“ გამოსცა, სადაც საოცარი იუმორითა და ემოციით იგონებს განვლილ ცხოვრებას. ცხოვრებას, რომელზეც ყველა ოცნებობს... თუმცა, ეს წიგნი შერონ სტოუნის ცხოვრების ყველაზე მძიმე და მტკივეულ საიდუმლოებებსაც ამხელს...

1. ის ღარიბ ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში, დედასთან ერთად, კარდაკარ დადიოდა და მეზობლებს ახალ ჭურჭელს, ქვაბებსა და ტაფებს სთავაზობდა.

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

2. 8 წლის ასაკში შეესწრო სექსუალურ ძალადობას - ბაბუასა და პატარა დას შორის. ამ მძიმე და მტკივეულ გამოცდილებაზე კი, პირველად სწორედ ამ წიგნში ალაპარაკდა.

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

3. მსახიობი თინეიჯერობაში მიმტანად მუშაობდა. ერთხელაც, უნიფორმის გაუთოვებისას, მას დენმა დაარტყა. ამ ინციდენტის შემდეგ, მისი გულისცემა არარეგულარულია.

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

4. 18 წლის ასაკში დაორსულდა და აბორტი გაიკეთა. ესაა ამბავი, რომელიც მსახიობის ფსიქიკაზე ღრმად და მძიმედ აისახა.

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

5. „ძირითადი ინსტინქტი“ მისი მეთვრამეტე როლი იყო. ამ ფილმამდე, მისი კარიერა ნამდვილად არ ბრწყინავდა. ის 32 წლის იყო და წინ ნათელი მომავალი სულაც არ ელოდა. მემუარებში ვკითხულობთ:

„ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომ არავინ დამიბარებდა, რადგან ყველა ფიქრობდა, რომ სექსუალური არ ვიყავი“.

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

6. სიმსივნის მოშორების შემდეგ, მკერდის აღდგენის ოპერაციაზე, ქირურგმა მისი მკერდი თითქმის ერთი ზომით გაზარდა - ამ ფაქტზე მსახიობი დღემდე გაბრაზებულია.

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

7. 1996 წელს, ოსკარის ცერემონიაზე მსახიობი ვერა ვონგის კაბით მივიდა, რომლის შლეიფზეც მანქანის საბურავების კვალი იყო... ამის შემდეგ, ის ყოველთვის თავად ირჩევს რა ჩაიცვას და რა არის მისთვის კომფროტული.

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

8. მსახიობმა 2001 წელს ინსულტი გადაიტანა. ექიმები მიიჩნევდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი კი, მხოლოდ 1% იყო. თუმცა ეს ფაქტი მოგვიანებით, ჟურნალის ფურცლებიდან შეიტყო...

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა

9. მას არასოდეს ავიწყდება მიკ ჯაგერის რჩევა, რომელმაც უთხრა, რომ გასტროლებზე ყოველთვის ყიდულობდა ალუმინის ფოლგებსა და წებოვან ლენტებს, რათა სასტუმროს ფანჯრები დაელუქა და მთელი დღის განმავლობაში დაეძინა...

შერონ სტოუნის ცხოვრების 9 საიდუმლო - საბედისწერო ლამაზმანი 64 წლის გახდა