LIFE

10 შეცდომა, რომელსაც მტკივნეული დაშორების შემდეგ, ყველა ქალი უშვებს

10 შეცდომა, რომელსაც მტკივნეული დაშორების შემდეგ, ყველა ქალი უშვებს

ყველამ ვიცით, რომ დაშორება, ეს დიდი ტკივილია. მით უმეტეს, თუ შენ ჯერ კიდევ გიყვარს და დაშორების გადაწყვეტილება შენ არ მიგიღია - ეს მან გადაწყვიტა, რომ ურთიერთობის დასრულების დროა და მიგატოვა...

მაშინ ერთადერთი რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლია - ეს მისი დავიწყებაა. შენ არ შეგიძლია მისი გადარწმუნება, შენ არ შეგიძლია მისი დაბრუნება, შენ არ შეგიძლია, რომ მას სიყვარული აიძულო. შენ მხოლოდ მისი დავიწყება შეგიძლია. 

ამ სამწუხარო სიტუაციაში კი, არსებობს 10 ძირითადი შეცდომა, რასაც ყველა ქალი უშვებს და რაც უფრო ართულებს დავიწყების პროცესს. შედეგად კი, ტკივილი კიდევ უფრო დიდხანს გრძელდება...

1. თუ ყოველდღიურად ათვალიერებ მის სოციალურ ქსელებს და ამოწმებ, სადაა და რას აკეთებს; 

2. თუ ყოველდღიურად ურეკავ ან სწერ, რათა აზრი შეაცვლევინო და შემოირიგო; 

3. თუ ყოფილ შეყვარებულს მეგობრებად დარჩენას სთავაზობ, იმ იმედით, რომ კონტაქტს შეინარჩუნებ და ურთიერთობას აღადგენთ; 

4. თუ ხშირად ამოწმებ, სოციალურ ქსელში შემოსულია თუ არა; 

5. თუ ყოველდღიურად ათვალიერებ ფოტო გალერეას და თქვენს სურათებს ათვალიერებ; 

6. თუ სოციალურ ქსელში მხოლოდ იმიტომ დებ ფოტოებს ან პოსტებს, რომ შენმა ყოფილმა ნახოს; 

7. თუ მის ყველა პოსტზე ან ფოტოზე ნერვიულობ და ბევრს ფიქრობ; 

8. თუ მისი მხრიდან ყველა პატარა კომუნიკაცია - იქნება ეს ფოტოს მოწონება თუ დღესასწაულის მოლოცვა, შენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა; 

9. თუ სოციალურ ქსელებში ერთმანეთი დაბლოკეთ, მაგრამ ყალბი ანგარიშით ან საერთო მეგობრების ანგარიშით ცდილობ მისი პროფილის დათვალიერებას; 

10. თუ ვერ იჯერებ, რომ ეს ურთიერთობა მართლა დასრულდა და კვლავ მოუთმენლად ელოდები მის დაბრუნებას.