სიყვარულზე ფიქრი ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ის ყველგანაა - სატელევიზიო შოუებში, სოციალურ მედიაში, რეკლამებსა თუ იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც ყოველდღე ხვდებით.
სიყვარული, სექსი და ურთიერთობები საუბრის მთავარი თემაა. საინტერესოა, როგორ გამოიყურება სიყვარული, უფრო ფართო მასშტაბით?
ფაქტი ერთია - სიყვარული არ მომკვდარა! სინამდვილეში, ის ისეთი საინტერესოა, როგორც არასოდეს...
როდესაც საუბარია გაცნობაზე...
· მარტოხელათა 71 % ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად დაინტერესებულია გრძელვადიანი ურთიერთობებით, ვიდრე პანდემიამდე.
· გამოკითხულთა 18 % ამბობს, რომ ერთდროულად ერთზე მეტი ადამიანი ჰყვარებია.
· 20-25 წლის მარტოხელათა 43 % პროცენტი განიცდის ურთიერთობასთან დაკავშირებულ სოციალურ შფოთვას.
· გამოკითხულთა 14 % ამბობს, რომ ფული „ძალიან მნიშვნელოვანია“ ...
· მაგრამ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საერთოდ არ ანიჭებენ უპირატესობას პარტნიორის სიმდიდრეს, პანდემიის დროს, თითქმის 60 %-ით გაიზარდა!
· გაცნობის აპლიკაციებში დარეგისტრირებული ადამიანების 45 % აღიარებს, რომ ახლა უფრო ხშირად იყენებენ აპლიკაციას, ვიდრე პანდემიამდე.
როდესაც საუბარია სექსზე...
· ადამიანების 30 %-ს უფრო ხშირად აქვს სექსი, ვიდრე პანდემიამდე.
· გამოკითხულთა 36 % პროცენტი აღიარებს, რომ უფრო ხშირად მასტურბირებს.
· მარტოხელათა 52 %-ს უფრო ნაკლებად აინტერესებს შემთხვევითი სექსი და…
· 36 % ამბობს, რომ პირველი პაემნზე სექსი მათთვის მიუღებელია.
როდესაც საუბარია ქორწინებასა და განქორწინებაზე...
· ყოველი 1000 ადამიანიდან, 6,1 ქორწინდება, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 8,2 იყო.
· ყოველი 1000 ადამიანიდან მხოლოდ 2,7 განქორწინდება, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 4 იყო.
· სტატისტიკურად, ქალებისთვის 40 წელი ის ასაკია, როდესაც პირველად იღებენ განქორწინების გადაწყვეტილებას...
· ...ხოლო მამაკაცების შემთხვევაში, ეს ასაკი 41 წელია.
· 20-25 წლის ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ 27 წლის ასაკში დაქორწინდებიან.
· 15 თვე - რომანტიკული ურთიერთობის საშუალო ხანგრძლივობაა.
· 8 056 993 - ეს არის იმ დაუქორწინებელი პარტნიორი წყვილების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც ერთად ცხოვრობენ.
თემები: სექსი, მამაკაცები, სიყვარული და სექსი, სექსუალური მიზიდულობა, ქალები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია