მართალია, რომ ოფიციალურად, 2022 წლის მთავარი ფერი იისფერია, თუმცა მოდა სულ სხვა ტონალობამ დაიპყრო... გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში, ცეცხლოვანი ნარინჯისფერი ის ფერია, რომელიც ყველა დიზაინერმა გამოიყენა და კოლექციები მისი საშუალებით გააცოცხლა...
შთაგონებისთვის: როგორ მოვირგოთ ცეცხლოვანი ნარინჯისფერი?
მიუხედავად იმისა, ცეცხლოვან ნარინჯისფერ ტანსაცმელს აირჩევთ თუ მხოლოდ აქსესუარს გამოიყენებთ, ეს იქნება სეზონის ყველაზე ტრენდული და თამამი განაცხადი. ის ახალ სიცოცხლეს ჩუქნის ნებისმიერ სტილს და ჩვენი აზრით, ყველა ქალს საოცრად უხდება!
დიზაინერების თამამი არჩევანი...
· თოჯინის ნარინჯისფერი კაბა Valentino-სგან
· Prada-ს ყველაზე მოთხოვნადი ფეხსაცმელები
· Versace-ს ხელწერად ქცეული ბლუზი... ამჯერად ნარინჯინსფერ ტონალობაში
· ამ ფერს, ვერც Balenciaga-მ აარიდა თავი
· კლასიკური და მინიმალისტური ჩანთა, By Far
· და ეს თამამი ფერი აირჩია ვიქტორია ბექჰემმაც...
მზად ხართ ყველაზე ტრენდული ფერის მოსარგებად?
თემები: ფერები, 2022 წელი, 2022 წლის ტრენდი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია