და აი ისიც, 2022 წლის მაისის პირველ ორშაბათს, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, ამერიკული მოდის ვარსკვლავები შეიკრიბნენ.
წელს, Met Gala ორი თემით იყო წარმოდგენილი: პირველი, ეს არის მოოქროვილი გლამური, ხოლო მეორე - White Tie. ეს უკანასკნელი, 19-ე საუკუნის კლასიკური ტრენდია, რომელიც უჩვეულოდ გრძელ კაბებს გულისხმობს.
და მაინც, ვინ არიან Met Gala 2022-ის წითელი ხალიჩის ფავორიტები?
-
ჰეილი ბიბერი
უკვე მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ Saint Laurent-ის თეთრი ფერის, ბუმბულებით გაფორმებული კაბაში გამოწყობილი ჰეილი, საღამოს ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო.
-
კიმ კარდაშიანი
ასევე შეუძლებელია არ აღვნიშნოთ კიმ კარდაშიანი, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები, მერლინ მონროს ყველაზე ცნობილი კაბა მოირგო! დიახ, ეს ნამდვილად ის კაბაა!
-
სარა ჯესიკა პარკერი
და ვინ მოირგებდა White Tie-ის უკეთ, ვიდრე სარა ჯესიკა პარკერი? ვარსკვლავმა საღამოსთვის Christopher John Rogers-ის კაბა აირჩია და ეპოქისთვის დამახასიათებელი აქსესუარები მოირგო.
-
ბლეიკ ლეივლი
მსახიობმა უცნაური არჩევანი გააკეთა - ღონისძიებაზე Versace-ს ოქროსფერი კაბა დაიშალა (დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!) და სრულიად მომაჯადოებელ ცისფერ კაბად გადაიქცა! ბლეიკი ნამდვილად ყოველთვის და ყველგან განსაკუთრებულია!
-
კენდალ ჯენერი
და ეს სია ვერ დასრულდებოდა ელეგანტური და მინიმალისტური კენდალ ჯენერის გარეშე. მოდელმა არჩევანი Prada-ს ულამაზეს შავ კაბაზე შეაჩერა!
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია