ჰოროსკოპი

2022 წლის მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის

2022 წლის მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის

მნიშვნელოვანი თარიღები:

მაისი თვითაღმოჩენისა და საკუთარი მოთხოვნილებების პრიორიტეტიზაციის თვე იქნება. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან 2 მაისს, ვენერა იმპულსურ ვერძში გადავა. სიყვარულის პლანეტა მოგიწოდებთ წამოიწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობები და საკუთარი თავის სიყვარულზე ორიენტირდეთ.  

თუ 10 მაისს, წარსულ გადაწყვეტილებებსა და იდეების გადახედავთ, შესაძლოა თავდაჯერების პრობლემა შეგექმნათ, რადგან ანალიტიკური მერკური, რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, თანაც ჰაეროვან ტყუპებში. თუმცა, იმავე დღეს, როდესაც იუპიტერი ვერძში გადავა, თქვენ გექნებათ ძალა, რომ ნაკლები იფიქროთ და მეტი იმოქმედოთ. დაიმახსოვრეთ, პოზიტიურ შედეგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიზიდავთ, თუკი საკუთარ თავში იქნებით დარწმუნებული.


მოემზადეთ 16 მაისისთვის, რადგან მთვარის სრული დაბნელება მორიელის ნიშანში, მეტად დრამატული იქნება. ამ სავსე მთვარეს, თამამად შეიძლება დესტაბილიზაციის მთვარეც კი ვუწოდოთ - მიზეზი მარტივია, ის გიბიძგებთ გათავისუფლდეთ ყველა სახის ცხოვრებისეული მიჯაჭვულობისგან.

20 მაისს ტყუპების სეზონი დაიწყება, ხოლო თქვენში შინაგანი სოციალური პეპელა დაიწყებს ფარფარტს. 22 მაისს კი, მერკური, აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა, რეტროგრადული მოძრაობის დროს, კვლავ კუროს ნიშანს დაუბრუნდება. ამ დროს მოსალოდნელია ისეთი საკითხების გაჭიანურება, როგორებიცაა, გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება და შეთანხმება. 


28 მაისს, ვენერა, სიყვარულის პლანეტა, კუროს სტაბილურ ნიშანში გადავა. ეს იდეალური დროა ურთიერთობების განხილვისა და განმკიცებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისა და ქორწინების დაგეგმვისთვის.

30 მაისის ახალი მთვარე, რომელიც ტყუპების ზოდიაქოს გაანათებს, მეტად აღფრთოვანებული იქნებით. დაისახეთ მიზანი, გჯეროდეთ საკუთარი თავის, გულწრფელად განსაზღვრეთ თქვენი სურვილები, საჭიროებები და პრიორიტეტები - შედეგად კი, თქვენი მომავალი, ნამდვილი მაგიით იქნება სავსე!


და რაღა თქმა უნდა, დაბადების დღეს გილოცავთ, კუროებო!

ვერძი

ძვირფასო ვერძებო, ამ თვეში, სავარაუდოა, რომ გარისკავთ, თანაც - დაუფიქრებლად. შეიძლება ფიზიკურად მზად ხართ, რომ გულისთქმას მიჰყვეთ, მაგრამ აუცილებლად დაფიქრდით, ფსიქოლოგიურად, რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება?

ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად, მნიშვნელოვანია გაანალიზოთ, რომ დროა, წარსული მძიმე მოგონებები უკან მოიტოვოთ. როდესაც მიიღებთ იმას, რისი შეცვლაც შეუძლებელია და აპატიებთ საკუთარ თავს, რომ მაშინ არ იცოდით ის, რაც ახლა იცით, მხოლოდ მაშინ იქნებით მზად, ცხოვრების თავიდან დასაწყებად.  

კურო

ძვირფასო კუროებო, პირველ რიგში, დაბადების დღეს გილოცავთ! ეს თქვენი თვეა, ამიტომ ახლა, თავს მეტად დამოუკიდებლად და ძლიერად იგრძნობთ. მაგრამ როდესაც დავდაჯერების ან შთაგონების ნაკლებობა შეგაწუხებთ, როდესაც იგრძნობთ, რომ გაიჭედეთ, ნუ შეგეშინდებათ ითხოვოთ დახმარება.

ეს არ წაშლის იმ ფაქტს, რომ აქამდე თქვენ დამოუკიდებლად მუშაობდით. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენც ადამიანი ხართ...

ტყუპები

ძვირფასო ტყუპებო, ამ თვეში დიდი გაუგებრობა გელოდებათ: ვინ ხართ? საით მიდის თქვენი ცხოვრება? ამ კითხვებმა, ხელი კი არ უნდა შეგიშალოთ მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს, არამედ უნდა გაგაძლიერონ და საშუალება მოგცეთ გადააფასოთ თქვენი ცხოვრება. 

თუ თქვენი კომფორტის ზონიდან გამოხვალთ, სწორ დროს, აუცილებლად აღმოჩნდებით სწორ ადგილას. თქვენ მოგიწევთ დააბალანსოთ ფანტაზია და რეალობა -  ახლა იდეალური დროა გაიზარდოთ და კონცენტრირდეთ.

კირჩხიბი

ძვირფასო კირჩხიბებო, ამ თვეში, თქვენი მამოძრავებელი ძალა იქნება იმის კეთება, რაც გიყვართ და რაც სიამოვნებას განიჭებთ. მაგრამ თქვენ მოგიწევთ გადალახოთ შფოთები და ეჭვები საკუთარი თავის მიმართ, რათა მიაღწიოთ კარიერულ წარმატებას და დააკამყოფილოთ თქვენი ამბიციები.

მთვარის დაბნელების შემდეგ, თქვენი ყურადღება სასიყვარულო ურთიერთობებისკენ გადამისამართდება. ამიტომ დაფიქრდით, განიკურნეთ თუ არა წარსული ტკივილისგან - ნუ დაუშვებთ, რომ უნდობლობის, ეჭვიანობის ან მესაკუთრეობის გრძნობებმა, ახალი ურთიერთობები დააზიანოს!

ლომი

ძვირფასო ლომებო, ამ თვეში, თქვენი ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა თქვენი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება. დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებელია დააწესოთ პირადი საზღვრები, საკუთარი სიმშვიდისა და ბედნიერების დასაცავად. ასევე გახოვდეთ, რომ მეგობრობამ და ოცნებებმა უნდა შთაგაგონონ და არა დაგღალონ.  

ამ თვეში, შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ჯერ კიდევ გაქვთ გარკვეული ნეგატიური ფიქრები, რომელთა სათავეც, ბავშვობაში იმალება. სწორედ ისინი მოქმედებენ ნეგატიურად თქვენს თვითშეფასებაზე. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ მათგან გათავისუფლდეთ?

ქალწული

ძვირფასო ქალწულებო, ხანდახან უნდა მისცეთ საკუთარ თავს საშუალება, რომ ემოციებითა და ვნებებით იხელმძღვანელოთ. თუნდაც, ეს შეცდომების დაშვებას ნიშნავდეს. იმის ნაცვლად, რომ დაეყრდნოთ მხოლოდ თქვენს ინტელექტს, ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და გაანალიზეთ, რამდენად ბედნიერი ხართ, როდესაც საკუთარ გულს მიჰყვებით.  

თანაც, ამ თვეში აუცილებლად მოგიწევთ, რომ მეორე შანსი მისცეთ იმ ადამიანებს, რომლებზეც უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ საბოლოო აზრი...

სასწორი

ძვირფასო სასწორებო, ამ თვეში უნდა იხელმძღვანელოთ თქვენი პარტნიორობით. დაგეგმეთ სათავგადასავლო პაემანი თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის ან რაიმე სპონტანური, თქვენს საუკეთესო მეგობრებთან ერთად. მაისში, თქვენი მსოფლმხედველობა ისეთ ცვლილებას მოითხოვს, რაც დაგიტოვებთ სრულფასოვან გამოცდილებას და არა ზედაპირულ საუბრებს.

მზის დაბნელება კუროში გაიძულებთ, შეისწავლოთ თქვენი გრძნობები - რა დაგეხმარებათ უფრო მეტად გიყვარდეთ საკუთარი თავი და ნაკლებად იზრუნოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები?

მორიელი

ძვირფასო მორიელებო, ამ თვეში უზარმაზარი ახალი დასაწყისი გელით. თქვენ გულწრფელად უნდა გაანალიზოთ, ვინ გინდათ, რომ გახდეთ; რა თვისებები თუ მოგონებები უნდა გაუშვათ, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას მიაღწიოთ.  

თქვენი შინაგანი მოუსვენრობა დაგეხმარებათ, რომ სწრაფად შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები, მაგრამ ფრთხილად იყავით, ემოციურად და გონებრივად არ გამოიფიტოთ. მიეცით თავს დასვენების უფლება და ნუ იფიქრებთ, რომ ვალდებული ხართ, თქვენი აზრები და ემოციები, სხვებს აუხსნათ.  

მშვილდოსანი

ძვირფასო მშვილდოსნებო, ამ თვეში, თქვენი რომანტიკული ცხოვრება გახურდება. თქვენ მოგიწევთ აიღოთ ინიციატივა და განსაკუთრებულ ადამიანს, გრძნობებში გამოუტყდეთ. სანამ გულით ხელმძღვანელობთ, შესაძლოა ზედმეტად ბევრი იფიქროთ, თუ საით მიდის თქვენი ცხოვრება და მზად ხართ თუ არა ახალი ვალდებულებისთვის.

დაიმახსორეთ, სანამ გულწრფელი ენთუზიაზმით, ბედნიერად ცხოვრობთ აწმყოში, ბუნებრივია, თუ არ იცით, რას გიმზადებთ მომავალი...

თხის რქა

ძვირფასო თხის რქებო, ამ თვეში მოსალოდნელია დაძაბულობა, რომელიც გიბიძგებთ დაიცვათ საკუთარი თავი და ცხოვრება, რომელიც თქვენ ააშენეთ. თქვენი ყოველდღიური რუტინა შემსუბუქდება, ეს კი საშუალებას მოგცემთ დაფიქრდეთ იმ ჩვევებზე, რასაც გარკვეული კორექტირებისა სჭირდება.

თქვენ ბევრს იფიქრებთ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ ყველაზე ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებით. და აღმოაჩენთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი მოითხოვს, უარი თქვათ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სხვების დასანახად მიიღეთ!

მერწყული

ძვირფასო მერწყულებო, ამ თვეში, ლიდერობის დაუწერელი პირობა, სიმართლის თქმა იქნება. მაგრამ ამასთან, თქვენ იგრძნობთ ზეწოლას, პასუხისმგებელობით მოეკიდოთ სიტყვებს და მიზანმიმართულად გამოიყენოთ ისინი. თქვენ უნდა ისწავლოთ, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ.

აქვე გაფრთხილებთ, რომ თქვენ შეიძლება სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მომენტში საინტერესო გეჩვენებათ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, იმპულსური და უყურადღებოა. ამიტომ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ამ არჩევანის გაკეთება...

თევზები

ძვირფასო თევზებო, ამ თვეში, თქვენი თავდაჯერება გაიზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო ბეჯითად შეასრულოთ დღის გეგმა. თუმცა, შესაძლოა, რომ სახლში ან ოჯახთან დაკავშირებულმა საკითხებმა, ხშირად გონება გაგიფანტონ.

თქვენ შეიძლება გააცნობიეროთ, რომ აღარ ხართ ის ადამიანი, ვინც ერთი წლის წინ იყავით. ეს გაცნობიერება კი, დაგეხმარებათ გააფართოვოთ თქვენი მსოფლმხედველობა, აღმოაჩინოთ ახალი ჭეშმარიტება და კარგად გაანალიზოთ, ვინ ხართ და საით მიდიხართ.