LIFE

ცოლად მხოლოდ იმ კაცს გაჰყევი, რომელიც ამ თვისებების მატარებელია

ცოლად მხოლოდ იმ კაცს გაჰყევი, რომელიც ამ თვისებების მატარებელია

  • ყოველთვის, სადაც არ უნდა იყოს, ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს, ახერხებს პატარა შეტყობინების გამოგზავნას, რათა გაცნობოს, რომ ახსოვხარ... 

  • იცის როგორი საუზმე გიყვარს, ან საერთოდ - საუზმობ თუ არა.

  • ზრუნავს ენზე და არ ეზარება ჭიქა წყლის მოწოდება, ყავის გაკეთება, აფთიაქში გასვლა თუ ვახშმის მომზადება.

 

  • დღის განმავლობაში რამდენჯერმე გირეკავს, რათა შენი ხმა მოისმინოს...

  • კარგად ერთობა ბავშვებთან.

  • შენთვის დროს ყოველთვის გამონახავს, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს მისი გრაფიკი.

  • პასუხობს შენს თითოეულ ზარს და შეტყობინებას.

  • სანდო ადამიანია. ის არ გადაგაგდებს და გეგმებს მოულოდნელად არ შეცვლის.  

  • არ ინარჩუნებს კონტაქტს ყოფილ შეყვარებულებთან.

  • გჩუქნის სულ მცირე, უმნიშვნელო საჩუქრებს და შენი ყოველ დღის დღესასწაულად გადაქცევას ცდილობს.

 

  • მისი საყვარელი აქტივობა, საღამოს სახლში გატარებაა - შენთან ერთად.

  • ის კვლავ მთელი ემოციით, 7 წლის ბავშვივით უყურებს საყვარელი საფეხბურთო გუნდის თამაშს.

  • დღემდე აგრძელებს ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობას.

  • თავაზიანად, პატივისცემით ექცევა ადამიანებს. განურჩევლად მათი სოციალური, ეკონომიკური თუ სამსახურებრივი სტატუსისა.

  • ყოველდღიურად გეუბნება კომპლიმენტებს.

  • იცის, როგორ მოგექცეს, როცა ცუდ ხასიათზე ხარ.

  • ის საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ შენი ძლიერი მხარეები შეიყვაროს...

  • მას ნამდვილად კარგი სუნი აქვს. როცა მას ეხუტები, უბრალოდ გინდა, რომ სამუდამოდ გაგრძელდეს - მზად ხარ, მისი საოცარი სურნელი სამუდამოდ ისუნთქო!

  • ის შენი ყველაზე დიდი ფანია და არ ეშინია, ეს აღფრთოვანება სხვებსაც გაუზიაროს.