მათ, ვისაც, თავი "Forever Alone" გგონიათ, გეტყვით, რომ დეპრესიული განწყობის მიზეზი 14 თებერვალს სულაც არ გაქვთ. ის, რომ მარტო ხართ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვალენტინობის დღესასწაული აუცილებლად მოწყენილებმა უნდა გაატაროთ. პირიქით, თქვენი თავის კამპანიით შეგიძლიათ დატკბეთ და იდეები, რომელსაც შემოგთავაზებთ, ამ დღისთვის გამოიყენოთ.
გახსოვდეთ, თქვენს თავზე უკეთესი არავინ გყავთ! ასე, რომ მიჰყევით ჩვენს რჩევებს:
1. შეიძინე შოკოლადი
რა საჭიროა პარტნიორი იმისთვის, რომ დღე გემრიელ შოკოლადის ულუფებთან ერთად გაატაროთ? არც ის არის აუცილებელი, მაინცდამაინც საჩუქრად მიიღოთ! შეიძინეთ კარგი შოკოლადი ყუთით, მიაწოდეთ თქვენს ტვინს ენდორფინები და იყავით საკუთარი თავის ვალენტინი!
2. ყვავილები გჭირდება? ესეც თავად იყიდე
გასაგებია, რომ ქალბატონების უმრავლესობისთვის, ვალენტინობის დღესასწაული საჩუქრების დღესასწაულია. შესაბამისად, ნომერ პირველი საჩუქარიც ყვავილია. თუ ამის დანაკლისი გექნებათ, შეიძინეთ ლამაზი და ფერადი ყვავილების ბუკეტი და გაამრავალფეროვნეთ სახლი.
3. შეხვდი საყვარელ მეგობრებს
საუკეთესო არჩევანია მეგობრები და ოჯახის წევრები. ამაზე დიდი სიყვარული სადმე გეგულებათ? დღის აქტივობა შეარჩიეთ ერთად, უყურეთ ფილმს, ისადილეთ ერთად, შეხვდით კაფეში ან ა.შ. ვალენტინობის დღესასწაული, მაინცდამაინც სასიყვარულო ურთიერთობებით გამოწვეული სიყვარულის აღნიშვნას არ გავალდებულებთ. მოირგეთ ეს დღე საკუთარ თავზე და ისიამოვნეთ!
4. მოიწყვე მთლიანად საკუთარი დღე
განსაკუთრებით მათ, ვინც ახლახანს დაასრულეთ სასიყვარულო ურთიერთობა, გირჩევთ, ეს დღე მხოლოდ სახკუთარი თავისთვის გამოიყენოთ! მოიწყვეთ აბაზანის დღე, აანთეთ სანთლები აბაზანაში, ააქაფეთ იგი, ჩართეთ კარგი მუსიკა და ინებივრეთ!
5. ნუ ჩათვლი საკუთარ თავს საბრალოდ
ტრაგედიაა თავისუფლება? ჩვენ ასე არ ვფიქრობთ! ისიამოვნეთ ამ დღით, ბოლოსდაბოლოს იგი წელიწადში ერთხელ აღინიშნება!
6. ნამცხვარი!
შოკოლადთან ერთად, არც ნამცხვარი იქნება ზედმეტი! გაერთეთ, მოძებნეთ გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი და შეუდექით ცხობას. რა თქმა უნდა კარგი მუსიკის თანხლებით!
7. სპონტანური სიკეთის ავტორი გახდი
უბრალოდ ადექი და ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად იმისა, ცნობ თუ არა, გაუკეთე სიურპრიზი. ეს ნაბიჯი შენც და სხვა ადამიანსაც მთელი დღის განმავლობაში, დაუძლეველი ბედნიერების გრძნობით აგავსებთ.
8. ესტუმრე ახლობელს
გამორიცხულია, ვინმე არ გენატრებოდეა ან არ გყავდეს ერთი მეგობარიც კი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ! ესტუმრე მათ, გახარე ისინიც და გაატარე ეს დღე სასიამოვნოდ!
9. დაისვენე!
შეგიძლია, მთელი დღის განმავლობაში სულაც არ გახვიდე სახლიდან! დარჩე საწოლში და კარგი ფილმები ნახო! იმ შემთხვევაში, თუ ბევრი საქმე გაქვს, შეგიძლია დარჩენილი სამუშაოც გააკეთო და საქმე წინ წაიგდო!
10. მოეშვი საკუთარი თავის სხვებთან შედარებას!
დიახ! შესაძლოა, სხვებს პარტნიორები ჰყავს, რომლებთან ერთადაც დღესასწაულს ატარებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის თქვენზე უკეთესია!
11. გადი გარეთ!
თუ ძალიან გაწუხებთ ის ფაქტი, რომ მარტო ხართ, მაშინ დამისახელეთ უკეთესი დღე ახალი ადამიანის გასაცნობად? გადით გარეთ! ესტუმრეთ კინოთეატრებს, კაფეებს, ბარებს, არავინ იცის ვის შეიძლება ვალენტინობის დღესასწაულზე შეხვდეთ!
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, დღესასწაულები, ვალენტინობა
m.wikihow.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია