LIFE

ცხოვრების 3 მთავარი გაკვეთილი, რომლის სწავლაც ძალიან ძნელია

ცხოვრების 3 მთავარი გაკვეთილი, რომლის სწავლაც ძალიან ძნელია

 

  1. ჩვენი ბედნიერება ჩვენი პასუხისმგებლობაა.

თქვენ არ იქნებით ბედნიერი, მაშინ, როდესაც ლატარიაში ფულს მოიგებთ ან მაშინ, როდესაც თქვენი ოცნების ადამიანზე დაქორწინდებით.

თქვენ ბედნიერი მხოლოდ მაშინ გახდებით, როდესაც აირჩევთ, რომ გსურთ ბედნიერი იყოთ.  

ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები გავლენას არ მოახდენენ ჩვენს ბედნიერებაზე. გაცილებით რთულია ბედნიერების განცდა, თუ ცხოვრებისეული ტრაგედიის ან გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რა ხდება გარესამყაროში, ჩვენს ემოციებზე, პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენ გვეკისრება.

ზოგიერთი ადამიანი ახერხებს იყოს უბედური, მაშინ, როდესაც ყველა პრივილეგია და შესაძლებლობა აქვს. სხვები ახერხებენ, რომ თავი სრულყოფილად და კმაყოფილად იგრძნონ იმით, რაც აქვთ. ბედნიერების განცდა, პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ სამყაროს და საკუთარ თავს.
  1. ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ.

ჩვენ გამუდმებით ვგეგმავთ ცხოვრებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მათ მიხედვით წარიმართება.

მაგრამ სინამდვილეში, არსებობს უამრავი რამ, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა.

როდესაც ჩვენ გავუშვებთ სადავეებს და ვაღიარებთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არ არის, ჩვენ მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამოგვცილდება. ყველაფერი გეგმების მიხედვით ვერ წავა. ზოგჯერ, ჩვენ უბრალოდ უნდა მივყვეთ დინებას და მივენდოთ ცხოვრების მიმდინარეობას.
  1. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა ადამიანი, მაშინაც კი, თუ ის ძალიან გიყვართ.

როდესაც ჩვენ გვიყვარდება, თავდაპირველად სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებთ, მაგრამ ეს არ არის სწორი არჩევანი. ნელ-ნელა, ჩვენ ვხედავთ მათ ნაკლოვანებებს და მათ ბნელ მხარეს. ამის შემდეგ იწყება სიყვარულის მეორე ფაზა, რომელმაც შესაძლოა მეორე ილუზია მოგვიტანოს, თანაც, უფრო საშიში ვიდრე პირველი.

ესაა იდეა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საყვარელი ადამიანი, რათა გახდეს უკეთესი.

მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ სხვა ადამიანი ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუკი ის გადაწყვეტს. სხვა შემთხვევაში, ეს წაგებული ბრძოლაა.