ყველაფერი სეზონური დეპრესიის შესახებ: სიმპტომები, მიზეზები და გამკლავების გზები
- 12.09.2022
რა არის სეზონური დეპრესია?
ხასიათის ცვლილება, რომელიც იწყება ან უარესდება ზამთრის თვეებში, სეზონური ემოციური აშლილობის ნიშანია.
გამომწვევი მიზეზები:
დეპრესიის ეს ფორმა, გამოწვეულია დღე-ღამის ხანგრძლივობის და ამინდის ცვლილებებით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სეზონური ცვლილებები არღვევენ სხეულის ციკლურ იგივე 24-საათიან რიტმს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ძილის რეჟიმს და ენერგიის დონეს. უფრო მეტიც, ამ დროს იცვლება სეროტონინისა და მელატონინის დონე - ეს ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან ძილზე, განწყობასა და ბედნიერების განცდაზე.
რა სიმპტომები აქვს სეზონურ დეპრესიას?
დღის განმავლობაში,მოწყენილობის, სევდიანობის განცდა;
დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა;
ინტერესის დაკარგვა ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე გსიამოვნებდათ;
მადის ან წონის ცვლილება;
ძილიანობა.
რამდენად ხშირია სეზონური დეპრესია?
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოსახლეობის დაახლოებით 4-6%, მძიმე ფორმით განიცდის სეზონურ დეპრესიას. ხოლო მისი მსუბუქი ფორმა, რომელსაც „ზამთრის სევდას“ უწოდებენ, მოსახლეობის, დაახლოებით, 20%-თვისაა ნაცნობი.
სეზონურ დეპრესიასთან გამკლავების 9 გზა
დაიწყეთ მომზადება შემოდგომიდან
შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის, ჩვენ ვანახლებთ გარდერობს. ანალოგიურად, საჭიროა გონების მომზადება.
„უმჯობესია, რომ შემოდგომის სეზონიდან, დღის გრაფიკში ჩასვათ რაც შეიძლება მეტი ბედნიერი და სახალისო აქტივობა. იქნება ეს მეგობრების ნახვა, სეირნობა, ახალი ჰობის შერჩევა, საქველმოქმედო საქმიანობა, ქალაქგარეთ გასვლა და არტ-თერაპია“.
გააძლიერეთ სოციალური კავშირები
რატომ არის სოციალური აქტივობები მნიშვნელოვანი? მრავალი კვლევით დასტურდება, რომ არსებობს ძლიერი კავშირი სოციალურ იზოლაციასა და დეპრესიას შორის.
დაამატეთ არომათერაპია თქვენს მკურნალობის გეგმას
არომათერაპია ეს არის ეთერზეთების გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის. კვლევის თანახმად დასტურდება, რომ ეთერზეთებს შეუძლიათ შემცირონ დეპრესიის სიმპტომები და ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა შფოთვა და ძილის დარღვევა.
დაიცავით განრიგი
ადამიანებს, რომლებიც სეზონურ დეპრესიას განიცდიან, ხშირად უჭირთ ღამით დაძინება და დილით გაღვიძება. რეგულარული გრაფიკის დაცვა აუმჯობესებს ძილის ხარისხს, რაც დაგეხმარებათ სეზონური დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქებაში.
იმოძრავეთ
როგორც დეპრესიის სხვა ფორმების შემთხვევაში, ვარჯიში დაგეხმარებათ სეზონური დეპრესიის შემსუბუქებაში. ასევე, ვარჯიში დაგეხმარებათ წონის მატების პრევენციაში და დაკარგული ენერგიის აღდგენაში.
შემოუშვით მზის შუქი
შუადღის საათებში, მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ მზის შუქზე. იქნება ეს ფარდების მაქსიმალურად გადაწევა თუ ქუჩაში სეირნობა.
უარი თქვით ალკოჰოლზე
გრძელვადიან პერსპექტივაში ალკოჰოლი აუარესებს განწყობას, არღვევს თქვენი ძილის რეჟიმს და ნეგატიურად მოქმედებს ენერგიის დონეზე.
გააკეთეთ ჩანაწერები
აწარმოეთ დღიური ან ჟურნალი - ეს დაგეხმარებათ მარტივად გათავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან.
მიიღეთ საკმარისი ვიტამინი D
D ვიტამინის დეფიციტი უენერგიობის და უხასიათობის გამომწვევი მიზეზია. მისი მთავარი წყარო კი, მზის სხივებია. დიახ, სწორად მიხდვით, ზამთარში მისი დეფიციტი ბუნებრივი მოვლენაა. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, გადაამოწმეთ D ვიტამინის დონე და დეგეგმეთ მკურნალობა.
თემები: ბედნიერება, ჯანმრთელობა