14 თებერვალ სთბილისი მოლის სტუმრები რუსთაველის თეატრის მსახიობების მიერ შესრულებულ და რეჟისორ ნიკოლოზ შველიძის მიერ დადგმულ მინი სპექტაკლებზე შეძლებენ დასწრებას.
რუსთაველის თეატრის რეჟისორ, ნიკოლოზ შველიძის დადგმით,წამყვანი მსახიობების დასი თბილისი მოლში ცნობილ სასიყვარულო ფაბულებს გააცოცხლებს.
წამყვანი მსახიობები, სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ყველაზე ემოციურ სასიყვარულო სცენებს მოლის სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში ითამაშებენ.
წარმოდგენილი იქნება 9 სპექტაკლი, სამი განსხვავებული ფაბულით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: დათო დარჩია, ქეთი ხიტირი, მიშო არჩვაძე, დათუნა გოცირიძე, ნატალია ყულოშვილი და ეკა მოლოდინაშვილი.
„სასიყვარულო წერილებით შექმნილი მინი სპექტაკლები, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის დაიდგა, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ჩვენი სტუმრებისათვის.გადავწყვიტეთ, რომ ვალენტინობის დღე, რომელიც ისედაც ხალხმრავალი და სიურპრიზებით დატვირთულია თბილისი მოლის ვიზიტორებისათვის, კიდევ უფრო სასიამოვნო გაგვეხადა. სამი განსხვავებული ფაბულა, ეპოქა და ლოკაცია ჩვენი სტუმრებისათვის თეატრალურ სცენად გადაიქცევა, სადაც ყველას ექნება საშუალება, იხილოს რუსთაველის თეატრის მსახიობების და წამყვანი რეჟისორის მიერ შექმნილი განსხვავებული მინი სპექტაკლები. სპექტაკლები დაიწყება 13.00-ზე და დასრულდება 21.00 ზე.დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დღე, ჩვენს ვიზიტორებს არასდროს დაავიწყდებათ“ - განაცხადა თბილისი მოლის მარკეტინის სამსახურის ხელმღძვანელმა, ნატა გოგოლაძემ.
„ასეთ უჩვეულო გარემოში, ხშირად არ გვიწევს მაყურებელთან შეხვედრა. საინტერესო გამოცდილებაა, როგორც ჩვენთვის, ასევე მსახიობებისათვის. ერთია, როდესაც მსახიობებს დიდ სცენაზე უწევთ თამაში და მეორე, თავისუფალ სივრცეში უშუალო კონტაქტი აქვთმაყურებელთან. 21 საუკუნე იძლევა იმის საშუალებას, რომ თეატრალურმა ხელოვნებამ უფრო ყოფით რეალობაში გადაინაცვლოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტი საინტერესო და მოულოდნელი იქნება მსახიობებისათვის და რაც მთავარია მაყურებლებისათვის“ - განაცხადა ნიკოლოზ შველიძემ, რუსთაველის თეატრის რეჟისორმა.
თემები: სიყვარული, ვალენტინობა, თეატრი, თბილისი მოლი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია