LIFE

მამაკაცისგან პაემანზე დაპატიჟების ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ!

მამაკაცისგან პაემანზე დაპატიჟების ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ!

იმაზე ოცნებაში, რომ სასურველმა მამაკაცმა პაემანზე დაგპატიჟოთ, დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ! როცა მამაკაცი ძალიან მოგვწონს, გამუდმებით მასზე ვფიქრობთ და მის ხსენებაზე, მუცელში პეპლები დაგვირბის, ბუნებრივია, იმის სურვილიც გვიჩნდება, რომ მას ხშირად შევხვდეთ. ის, რომ სასურველმა მამაკაცმა პაემანზე დაგვპატიჟოს, კარგი შანსია იმისთვის, რომ მასაც მოვაწონოთ თავი ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს!

ამისათვის, TREND. გირჩევთ, გამოიყენოთ რამდენიმე მეთოდი, რის შედეგადაც, მისი თქვენ მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება და საშუალება გექნებათ, მიიღოთ სასურველი:

1. უბრალოდ, იყავი ის, ვინც ხარ

მამაკაცისგან პაემანზე დაპატიჟების ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ!

ტყუილი არავის უყვარს, დაფიქრდი ამაზე! თუ მასთან კომუნიკაციისას არაბუნებრივად იქცეოდი, ხოლო ამის შემდეგ ის არ გამოჩენილა, ეს ბუნებრივია. მამაკაცები გრძნობენ ქალის არაბუნებრივობას და ცუდად რეაგირებენ ამაზე. ამიტომ, იყავით ის, ვინც რეალურად ხართ. როგორიც არ უნდა იყოთ, მხოლოდ მაშინ ექნება თქვენ ურთიერთობას აზრი, თუ ისეთს მიგიღებს, როგორიც ხართ. 

2. ჩაიცვით უბრალოდ

მამაკაცისგან პაემანზე დაპატიჟების ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ!

თუ იგი შეხვედრას გთხოვთ, გახსოდეთ, ეს არ უნდა იყოს თქვენი პირველი და უკანასკნელი პაემანი. ამიტომ, ნუ გამოეწყობით განსაკუთრებულად. ამ შემთხვევაში ცხადი გახდება ის, რომ თქვენ ძალიან ღელავდით და ძალიან ეცადეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეხვედრის საღამოს, ხელი არ უნდა შეგიშალოს ჩაცმულობით გამოწვეულმა დისკომფორტმა. თუ ძალიან მოკლე კაბაში, ქუსლებსა და დრამატულ მაკიაჟში თავს არაკომფორტულად იგრძნობ, სასწრაფოდ გამოიცვალე. გაიკეთე მსუბუქი და ბუნებრივი მაკიაჟი, გაიგეთ, ქალის ჩაცმულობის რა ტენდენციებს ანიჭებს უპირატესობას თქვენი სიმპათიის სუბიექტი და შესაბამისად შეიმოსეთ. 

3. ხაზი გაუსვი სხეულის ფორმებს

მამაკაცისგან პაემანზე დაპატიჟების ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ!

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ გარდერობში არაფერი გაქვთ ტრენდული, თუმცა, გვერწმუნეთ, მოდურ ტენდენციებზე მნიშვნელოვანი, თქვენი ინდივიდუალიზმია. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იპოვით გარდერობში ისეთ ტანსაცმელს, რომლითაც შეძლებთ, გამოიყურებოდეთ სადად და თქვენი სხეულის ფორმებსაც გაუსვათ ხაზი. გახსოვდეთ, პაემნისას, მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ კარგად იცნობთ საკუთარი სხეულის უპირატესობებს და ამაყობთ ამით. 

4. გამოიყენე ვიზუალური კონტაქტი 

მამაკაცისგან პაემანზე დაპატიჟების ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ!

თუ მამაკაცთან თვალით კონტაქტის დამყარებას შეუძლია, უამრავ ადამიანში მისთვის შესამჩნევი გაგხადოს, შეხვედრისას, ეს იარაღი უფრო ეფექტურადაც მუშაობს. უსმინე მას და უყურე თვალებში, თუ მის მზერასაც დაიჭერთ, აუცილებლად გაუღიმეთ მას. 

5. იყავი გულრწფელი

მამაკაცისგან პაემანზე დაპატიჟების ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ!

ნებისმიერ თემაზე, რაზეც არ უნდა საუბრობდეთ, გულრწფელად გამოხატეთ საკუთარი აზრი და ნუ შეგაშინებთ ის, რომ იგი შესაძლოა სხვაგვარად ფიქროდეს. შედით მასთან პოლემიკაში, იმსჯელეთ ბევრი და პარალელურად ეფლირტავეთ. თან გახსოვდეთ, ეს მამაკაცებს ძალიან მოსწონთ!

6. გამოიჩინეთ ინიციატივა

მამაკაცისგან პაემანზე დაპატიჟების ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ, იმოქმედეთ!

თუ ინიციატივას მისგან დიდი ხანია ელით, ის კი არ ჩანს, თქვენს სხეულში კი პეპლები უდანიშნულებოდ ფრენას კვლავ აგრძელებენ, ნუ დაელოდებით მას და თავად გამოიჩინეთ ინიციატივა. ამ მომენტში, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გჭირდებათ, თავდაჯერებულობაა! კარგად დარწმუნდით, არის თუ არა იგი ნამდვილად ის მამაკაცი, რომელთან შეხვედრაზეც ოცნებობთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგით პირველი ნაბიჯები. მსგავსი ქმედებები მამაკაცში სასიამოვნო გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს!



allwomenstalk.com