სტილი

რა ფორმის ჯინსი მომიხდება?

რა ფორმის ჯინსი მომიხდება?

ათეული წლების განმავლობაში ჯინსმა იცვალა ფორმა - დაგრძელდა, დამოკლდა, ძალიან დამოკლდა, მოიხატა, „დაიხა“. იცვალა ფერი - გათეთრდა, გაშავდა; გაღიავდა, გამუქდა. აცვია ქალს, კაცს, ყველას - ჩვილებსაც და მოხუცებსაც. ჯინსი აცვიათ ყოველდღე - შინ, გარეთ, სამსახურში, სტუმრად.

თუ სწორად შერჩეული ჯინსი გაცვია, კომფორტთან ერთად თავს ძალიან მომხიბვლელადაც გრძნობ. ჯინსი სხვადასხვა ფორმის არსებობს. ის, თუ რომელი ჯინსი მოგიხდება, ყველაზე მეტად შენს აღნაგობაზეა დამოკიდებული.

თუ მაღალი და გამხდარი ხარ, კოჭთან ოდნავ გაშვებული ჯინსი მოგიხდება. თავისუფლად შეგიძლია გადაჭრილი ფორმის შარვლის ჩაცმაც.

რა ფორმის ჯინსი მომიხდება?

თუ საშუალო სიმაღლე გაქვს, ფეხის ვიზუალურად დასაგრძელებლად მაინცდამაინც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა არ არის საჭირო, კოჭთან დამთავრებული შარვალი გრძელ ფეხს აჩენს.

რა ფორმის ჯინსი მომიხდება?

გრძელ ფეხებს უხდება ღია ფერის და კოჭთან გაშვებული ჯინსი. ამასთანავე, ამ სტილის შარვალს მაღალი ქუსლიც ძალიან მოუხდება. დისკომფორტს ნამდვილად არ შეგიქმნის, თუ ფერი და ფორმა სწორად შეარჩიე.

რა ფორმის ჯინსი მომიხდება?

„მსხლის“ ფორმის ტანს, ძალიან უხდება მაღალწელიანი ვიწრო შარვალი. მსგავსი ჯინსი ფეხს ვიზუალურად დააგრძელებს, სილუეტს დახვეწს და სხეულსაც უფრო მიმზიდველად გამოაჩენს. მაღალწელიანი შარვალი გამოკვეთს სხეულის ლამაზ ადგილებს.

რა ფორმის ჯინსი მომიხდება?

ჭარბი წონის გამო ჯინსზე უარის თქმა არ ღირს, თუ სწორად შეარჩევ ჯინსის ფერს, ასევე ფორმასა და ქსოვილს, შენც ისე მოგიხდება ჯინსი, როგორც დანარჩენებს. ჩაიცვი შავი ფერის, მჭიდრო შარვალი, უმჯობესია, ქსოვილი თხელი იყოს და კოჭთან გაშვებული.

რა ფორმის ჯინსი მომიხდება?

ბოლო პერიოდის პოპულარულ ტრენდად იქცა ე.წ. „ბოიფრენდები“ (მეგობარი ბიჭის ჯინსი). შედარებით თავისუფალი და გაშვებული ფორმის შარვალი სრულიად ცვლის სილუეტს, ბუნებრივად ეხამება სხვადასხვა სტილს და რაც მთავარია, ფარავს იმ მონაკვეთებს, რისი გამოჩენაც ზოგჯერ არ გინდა ხოლმე. „ბოიფრენდ“ ჯინსი თავისუფალი სტილის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

რა ფორმის ჯინსი მომიხდება?