კანის მოვლის 7 შეცდომა, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად უშვებენ
- 19.04.2023
აქ მოცემულია კანის მოვლის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ადამიანები უშვებენ.კანის მოვლის რუტინის დაწყება არის უკეთესი კანისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამს კანის მოვლის რეჟიმს და ისეთ შეცდომებს უშვებს, რაც ზიანს აყენებს კანის ჯანმრთელობას.
-
კომედოგენური ინგრედიენტების გამოყენება, განსაკუთრებით თუ აკნესადმი მიდრეკილი კანი გაქვთ.
კომედოგენური ინგრედიენტების გამოყენება, რომლებიც ხურავს ფორებს, არის ერთ-ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა. ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა კაკაოს კარაქი, ქოქოსის ზეთი, წყალმცენარეების ექსტრაქტი და ლაურინის მჟავა, კომედოგენურია. თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება აკნესადმი ან გაქვთ ცხიმიანი კანი, უნდა მოძებნოთ არაკომედოგენური ფორმულები.
-
ჰიალურონის მჟავის მშრალ კანზე წასმა.
ჰიალურონის მჟავა შესანიშნავი დამატენიანებელია, მაგრამ არ არის ეფექტური, როდესაც გამოიყენება მშრალ გარემოში. მნიშვნელოვანია ის გამოიყენოთ დამატენიანებელ კრემთან ერთად, რათა ნივთიერება კანის ბარიერში „დაიჭიროთ“.
-
პროდუქტების არასწორად შენახვა
მოერიდეთ თქვენი პროდუქტების ზედმეტად თბილ ან ტენიან ადგილას შენახვას, რადგან ამან შეიძლება მათი დეაქტივაცია გამოიწვიოს. განსაკუთრებული ყურადღება კი ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს მიაქციეთ, როგორიცაა C ვიტამინი, რეტინოლი, ანტიოქსიდანტები და UV ფილტრები.
-
პროდუქტის გამოყენება, ვადის გასვლის შემდეგ
კანის მოვლის საშუალებებს აქვს შენახვის ვადა და მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ვარგისიანობის თარიღს ან რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც პროდუქტი გახსენით.
-
ზედმეტი აქერცვლა
ზედმეტმა აქერცვლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაწითლება და გაღიზიანება. დაიწყეთ კანის აქერცვლა კვირაში ერთხელ ან ორჯერ, და გაზარდეთ მაქსიმუმ კვირაში სამ დღემდე, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უფრო ნაზ ფორმულას გამოიყენებთ.
-
რუტინის შეწყვეტა შედეგის მიღწევის შემდეგ
კანის მოვლა გრძელი თამაშია და შედეგის დასანახად ბევრი მუშაობაა საჭირო.
თუმცა შედეგის შესანარჩუნებლად ჩვეულებრივ უნდა გააგრძელოთ იმ ან მსგავსი პროდუქტის გამოყენება, რომელსაც აქამდე იყენებდით.
-
ღამე „მოუწესრიგებლად“ დაძინება
და ბოლოს, ძილის წინ გამოიყენეთ დამატენიანებელი, რათა თავიდან აიცილოთ სიმშრალე და შეინახეთ ბალიშის პირები და თმა სუფთად, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების დაგროვება.
თემები: სილამაზე
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია