Aviasales.ge-ს კვლევა: სად აპირებენ დასვენებას ქართველი მოგზაურები ამ ზაფხულს
- 19.04.2023
ქართველები აფასებენ თავიანთ მშობლიურ მიწას, ამიტომ, მოგზაურობის დაგეგმვისას ისინი ქვეყნის შიდა მიმართულებებს: სვანეთის ქედებით ტკბობას, ან ბათუმისა თუ ქობულეთის პლიაჟებზე მოდუნებას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი მოგზაურისთვის ახალი შთაბეჭდილებების გასაღები ხშირად, საქართველოს საზღვრებს მიღმაა.
ბოლოს და ბოლოს, არსებობს ხელსაყრელი ვარიანტები როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთში მოსახვედრად - პირდაპირი რეისები შუა აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ხოლო გადასაჯდომი რეისის მიუხედავად, იზრდება ეგზოტიკური მიმართულებით მოგზაურობის ინტერესი - კენიაში, სამხრეთ აფრიკასა და მაროკოში.
ავიაბილეთების საძიებო სერვისის Aviasales.ge-ს ექსპერტები, ძიების რეზულტატებზე დაყრდნობით გვიზიარებენ სტატისტიკას, თუ სად გეგმავენ ქართველი მოგზაურები ამ ზაფხულის გატარებას. პრიორიტეტული მიმართულებაა - იტალია. ქართველი ტურისტები რომის მიმართულებით ბილეთებს ყველაზე ხშირად ეძებენ. მას პოპულარობით მცირედით ჩამორჩება თავისუფლებისმოყვარე პარიზი და გაუდის მარადიული მუზა - ბარსელონა. ზოგადად, ქართველი ტურისტები უპირატესობას ევროკავშირის ქვეყნებს ანიჭებენ, თუმცა, არის ზოგიერთი საინტერესო გამონაკლისიც.
ტოპ 7 ქვეყანა, სადაც ქართველები საზაფხულო დასვენებისთვის ბილეთებს ეძებენ:
• იტალია
• ესპანეთი
• გერმანია
• თურქეთი
• საბერძნეთი
• საფრანგეთი
• კვიპროსი
იტალია - ქართველ მოგზაურებს შორის მოთხოვნის მხრივ რეიტინგის უპირობო ლიდერია. სწორედ იტალიურ ქალაქებში ეძებენ ხელმისაწვდომ ბილეთებს, რომ წავიდნენ საშოპინგოდ, დატკბნენ ადგილობრივი სამზარეულოთი და ნაციონალური კოლორიტით. იტალიაში პირდაპირი ფრენის ბილეთი საშუალოდ 210 დოლარად მოიძებნება ერთი მიმართულებით.
უფრო იაფად შეიძლება თურქეთსა თუ საბერძნეთში გამგზავრება (ბილეთების საშუალო ღირებულება 150-160 დოლარია ერთი მიმართულებით). თუმცა, მათი რაოდენობა, ვისაც საზაფხულო დასვენების გატარება ანტიკური ტაძრებისა ან თურქული ბაზრების გარემოცვაში სურს, 35-40 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ლიდერი ქვეყნების სამეულში. ბილეთებს ესპანეთსა და გერმანიაში ისევე ხშირად ეძებენ, როგორც იტალიაში. ყველა ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ერთ ფასში გამოხვალთ - დაახლოებით 200-220 დოლარი.
მოულოდნელია, მაგრამ კვიპროსი და პოლონეთი პოპულარობას იკრებენ ქართველ მოგზაურებში და ტურისტული ბაზრის დიდ მოთამაშეებს ეპაექრებიან ბიუჯეტური სეგმენტისთვის გათვლილი ფრენის ვარიანტების შეთავაზებით. თუმცა, ისინი ჯერ ვერ შედიან სერიოზულ კონკურენციაში: საძიებო სისტემის მონაცემების მიხედვით, ამ მიმართულებებს 10-12-ჯერ ნაკლებად ეძებენ, ვიდრე იტალიური და ესპანური ქალაქებისკენ რეისებს.
ტოპ 7 ქალაქი, სადაც ზაფხულში ჩასვლას ისურვებდნენ ადგილობრივი მოგზაურები:
- რომი
- ბარსელონა
- პარიზი
- ათენი
- სტამბოლი
- მილანი
- ანტალია
პოპულარობის მიხედვით ლიდერი ქალაქების რეიტინგი თითქმის ანალოგიურია სასურველი ქვეყნების რეიტინგისა: ზაფხულისთვის ქართველები ეძებენ ბილეთებს იტალიისა და ესპანეთის მიმართულებით. რომი მაქსიმალურად ხელმისაწვდომია: ბილეთის საშუალო ფასი სულ 98 დოლარია. დედაქალაქის ტურთან შედარებით, მილანში გამგზავრება გაცილებით ძვირია: საშუალოდ, ბილეთები დაახლოებით 327 დოლარია. ესპანეთის მიმართულებით - ბარსელონას და მადრიდის ტრადიციული მეტოქეობაა, საიდანაც ჩვეულებისამებრ, კატალინიის დედაქალაქი გამოდის გამარჯვებული: გაუდის არქიტექტურის მექაში ბილეთებს 3-ჯერ ხშირად ეძებენ ორივე ქალაქში ბილეთების დაახლოებით ერთი ღირებულების ფონზე (180-200 დოლარი).
ხმელთაშუა ზღვაზე დასვენების გიგანტებს ქუსლზე აბიჯებს თურქეთი. ადგილობრივი კურორტების განვითარებული ინფრასტრუქტურა და მისაღები ფასები ქართველებს იზიდავს: საძიებო სისტემაში იტალიის ყოველი სამი ძიების შემდეგ, ერთი სტამბოლი ან ანტალია მოდის. თურქულ კურორტებზე მოხვედრა ხომ გაცილებით მარტივად და სწრაფად შეიძლება - დაახლოებით 1500 კილომეტრი, რომელსაც პირდაპირი რეისით 2-3 საათში გაივლი. ხოლო გზა ბარსელონამდე ან მადრიდამდე გადაჯდომებით მინიმუმ 5-6 საათიან ფრენას მოითხოვს.
„ის, რის აღნიშვნასაც დამატებით ვისურვებდით: ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების, ხანგრძლივი ფრენისა და ბილეთის მაღალი ფასის მიუხედავად, ქართველ ტურისტებს ისეთი მიმართულების ინტერესიც აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკის მიმართულებით ავიაბილეთების ძიების მაჩვენებელი მართალია მაღალი არ არის, თუმცა, მათი რაოდენობა სტაბილურად მზარდია. ქართველებს აინტერესებთ როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების, ისე მთავარი მოთამაშეების შეთავაზებები. საშუალოდ, 2023 წლის ზაფხულში ქართველი ტურისტები მზად არიან, 150-დან 220 დოლარამდე დახარჯონ ერთი მიმართულებით ფრენაში“, - განაცხადა ბილეთების ძიების საერთაშორისო სერვისის Aviasales წარმომადგენელმა.
ამ ზაფხულს ქართველი ტურისტები დასვენების გატარებას საშუალოდ 11-12 დღით გეგმავენ. Aviasales.ge-ს საძიებო სისტემის სტატისტიკის მიხედვით, საფრანგეთის მიმართულებით ჩვენი ტურისტები დროის მინიმალური რაოდენობის - 6 დღის დასახარჯად არიან მზად. ხოლო გრძელვადიანი, 2-3 კვირიანი მოგზაურობისთვის ქართველები გერმანიას და თურქეთს განიხილავენ. კვლევისას გამოვლენილი ფავორიტების, ესპანეთის და იტალიის შემთხვევაში კი ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად 9 დღე აქვთ განკუთვნილი. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები უიქენდებზე გასვლას უფრო გრძელვადიან ტურებს ამჯობინებენ. მაგალითად, ყველაზე ნაკლები დროის - 4 დღის გატარებას ქართველები მილანში გეგმავენ ხოლმე. ხოლო უკანა გზაზე ბილეთების ძიების შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ დროის ხანგრძლივობის მიხედვით ათენი, ანტალია და მადრიდი ლიდერობს - ამ ქალაქებისთვის ქართველებს 10-11 დღე აქვთ გამოყოფილი.
*****
Aviasales.ge აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდი ინტერნეტ-საძიებო სისტემაა. ეს მეტაძიების პლატფორმაა, რომელიც არ არის დაკავებული ბილეთების პირდაპირი გაყიდვით - მათი შეძენა აგენტების ან ავიაკომპანიების საშუალებითაა შესაძლებელი. სერვისს შეუძლია, ძიების შედეგებიდან წაშალოს პარტნიორები ან სხვა ოპერატორები, თუ ისინი მიმართავენ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას - მანიპულირებენ ტრანსპორტირების ხარჯებით. Aviasales ამჟამად საქართველოში მომუშავე 700-ზე მეტი ავიაკომპანიისა და ონლაინ-მოგზაურობის აგენტის შეთავაზებების შედარებას ახდენს.
თემები: