ჯანმრთელობა

რა არის სმუზი და რამდენად კარგია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

რა არის სმუზი და რამდენად კარგია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

მუზი, ეს არის პოპულარული სასმელი უმეტესად შეიცავს, ხილს/ბოსტნეულს, წვენს, რძეს და იოგურტს. ის იდეალური არჩევანია, თუ რაციონში მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა გსურთ. თანაც, სხვა სასმელებისგან განსხვავებით, ის ნამდვილად სასარგებლოა.

ატომ არის სმუზი სასარგებლო?



ამბობენ, რომ ხილის დაბლენდერება, იწვევს მასში შემავალი შაქრების გათავისუფლებას, რაც, თავის მხრივ, არაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ამიტომ, აუცილებელია, რომ არ მივიღოთ დიდი რაოდენობით და თანაც, რაციონში, სხვა საკვებთან ერთად ჩავსვათ.

ამის მიუხედავად, ის მაინც კარგი ვარიანტია მოზარდებისთვის, რადგან სმუზი შეიცავს, ისეთ აუცილებელ ინგრედიენტებს, რომლებსაც სხვა ფორმით არ ვიღებთ. როდესაც ვაკეთებთ სმუზის მნიშვნელოვანია, რომ გავაერთიანოთ ბოსტნეულის, რძის პროდუქტის და ხილის კომბინაცია. ეს უზრუნველყოფს, რომ სმუზი იყოს ვიტამინებით, მინერალებით, ცილითა და ბოჭკოებით მდიდარი.

განსხვავებაა მაღაზიაში ნაყიდ და სახლში დამზადებული სმუზის შორის?
 



მაღაზიაში ნაყიდი სმუზი მზადდება ისეთი არა ჯანსაღი ინგრედიენტებით, როგორიცაა ტკბილი წვენი. მას დამატებული აქვს შაქარი, ემულგატორები, ქიმიური ნაერთები და ათასი მავნე ნივთიერება. სწორად ამიტომ, მაღაზიაში ნაყიდი სმუზი, ძირითადად, არ არის იმდენად სასარგებლო, რამდენადაც სახლში დამზადებული. თქვენს მიერ მომზადებული სმუზი, ყოველთვის შეიცავს ბოჭკოსა და ბუნებრივ ვიტამინებს.

მუზიში ახალი ხილი გამოვიყენოთ თუ გაყინული?



არ აქვს დიდი მნიშვნელობა გაყინულ ხილს გამოიყენებთ, თუ ახალს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ხილის გაყინვის შემთხვევაში, ზამთარშიც კი გექნებათ ვიტამინებით მდიდარი მარწყვის სმუზი.

როგორ შევარჩიოთ ინგრედიენტები?
 



უმჯობესია, რომ სმუზისთვის ავირჩიოთ ისეთი ხილი, რომელსაც ნაკლები შაქარი აქვს. მაგალითად: კენკრა, ციტრუსი, კივი და ავოკადო. ეს ხილი შეგვიძლია დავაბლენდეროთ ისეთ ბოსტნეულთან ერთად, როგორებიცაა, კიტრი, ჭარხალი, ნიახური და ა.შ. დავამატოთ უშაქრო იოგურტი და სულ ესაა - თქვენი ჯანმრთელი, ნოყიერი და სასარგებლო სასმელიც მზადაა!

სიხშირით უნდა დავლიოთ სმუზი?
 



თამამად შეგიძლიათ, რომ სმუზი ყოველდღიურ რაციონს დაამატოთ. ის დაგეხმარებათ გქონდეთ კარგი და დაბალანსებული კვება, მაგრამ მთავარია, რომ ჯანმრთელი ინგრედიენტები შეარჩიოთ.