LIFE
3 საშიში მითი მამაკაცების შესახებ, რომლებისაც ქალებს დღემდე სჯერათ
- 14.06.2023
ცხადია, თქვენ გსმენიათ ძველი მითები, რომ კაცებს მხოლოდ სექსი აინტერესებთ, მათი მოვალეობაა ფულის შოვნა, უყვართ სპორტი, არ გააჩნიათ სულიერება და ისინი უბრალოდ პირველყოფილები არიან. აი, ქალები კი, კარგად ახერხებენ მოლაპარაკებას, მარტივად თმობენ კარიერას, მხოლოდ ქმარს ეძებენ და ბავშვის გაჩენა მათი მოვალეობაა.
რეალურ სამყაროში, სტერეოტიპები ხელს გიშლით დაინახოთ თქვენს წინაშე მდგომი პიროვნების ნამდვილი სახე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოვყოთ 3 საშიში სტერეოტიპი კაცების შესახებ, რომელიც ხელს გიშლით ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირებაში.
მითი #1 - მამაკაცებს სურთ მორჩილი პარტნიორი, რბილი ხასიათით
ამბობენ, რომ ყველა მამაკაცს აქვს ნაზი ეგო, რომელიც ადვილად ზიანდება. შესაბამისად, მას სჭირდება რომანტიკული პარტნიორი, რომელსაც მუდმივად გაამხნევებს მას და ფუნდამენტურად არ შეეძლება წინააღმდეგობის გაწევა.მართალია, რომ მამაკაცს, რომელსაც არ აქვს თავდაჯერება, ალბათ სჭირდება პარტნიორი, რომელიც გამუდმებით გაამხნევებს მას. მაგრამ, იმ მამაკაცს, რომელიც ემოციურად მომწიფებულია და სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, რატომ უნდა სჭირდებოდეს მორჩილი პარტნიორი, რომელიც გამუდმებით მისი თვითშეფასების ამაღლებას შეეცდება? მას სურს პარტნიორი… თანაბარი… არა ვინმე, ვინც გულში ჩაიკრავს და ძიძის მოვალეობას შეასრულებს...
თუ თქვენ გაქვთ ნარჩენი რწმენა, რომელიც გეუბნებათ, რომ ყველა მამაკაცი ეძებს უმწეო, ურთიერთდამოკიდებულ სექს თოჯინას, მაშინ გთხოვთ, რომ თავი დაანებოთ ამ ძველ პარადიგმას.
ყველა ძლიერ მამაკაცს, სურს ინტელექტუალური, მოსიყვარულე, გამომწვევი, თვითრეალიზებული ქალი, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ის, რაც ჩვენ პარტნიორში გვიზიდავს, არის საკუთარი ანარეკლი.
მითი #2 - ყველაზე მეტად, მამაკაცებს სერიოზული ურთიერთობების ეშინიათ
ასევე ამბობენ, რომ მამაკაცებს ეშინიათ ვალდებულებისა და ხანგრძლივი ურთიერთობების. უფრო მეტიც - მათთვის არაფერია უფრო საპანიკო, ვიდრე პარტნიორის მიერ ნათქვამი „დროა ჩვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ“.სინამდვილეში, ბევრი მამაკაცი ძალიან ორიენტირებულია ურთიერთობაზე და გრძელვადიანი მონოგამია სწყურია. უფრო მეტიც, კვლევებით დასტურდება, რომ ურთიერთობაში მყოფ ქალებს უფრო მეტად სჭირდებათ დამოუკიდებლობა და მარტოობა, ვიდრე მამაკაცებს.
მითი #3 - მამაკაცებს ემოციების შეზღუდული დიაპაზონი აქვთ
ალბათ ისიც გსმენიათ, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად განიცდიან. ნამდვილი მამაკაცი სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ტირის და ზოგადად არის უგრძნობი და უემოციო არსება, რომლის სახესაც იშვიათად ტოვებს ნეიტრალური გამომეტყველება.და რა თქმა უნდა… ესეც ძველებური, ძვირფასი ტყუილია:
ემოციების ქონა და განცდა, არის რეალური მოცემულობა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, ანუ ზოგადად - ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრ კულტურაში მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ დათრგუნული ემოციების გამოხატვის გზები, ვიდრე ქალებს, მაგრამ იმას ეს არ ნიშნავს, რომ მათ ემოციები საერთოდ არ აქვთ.
თემები: რჩევები ქალებს, რჩევები