ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის გზამკვლევი: როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში?

ჯანმრთელობის გზამკვლევი: როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში?

ზაფხულში განსხვავებული საკვები ხომ არ გინდებათ? თქვენ არ ხარ მარტო! ექიმები ამბობენ, რომ სეზონის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს კვები ჩვევებზე. და სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი სურვილები ხშირად იცვლება ამინდის მიხედვით - როდესაც გარეთ ცხელა, ჩვენ გვსურს უფრო მსუბუქი, ცივი საკვები და სასმელი. ეს შესანიშნავია, თუ ახალი ხილი ან მსუბუქი ცილები გინდებათ, მაგრამ არც ისე კარგია, თუ გამუდმებით ნაყინი ჭამაზე ფიქრობთ!

 
  • თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც თბილ ტემპერატურაზე ნაკლებს ჭამს, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამით და თქვენი კვების რაციონი მთლიანად ცივი სალათებით, ახალი ხილითა და ბოსტნეულით შეავსოთ. მაგრამ, არც ცილები უნდა დაივიწყოთ. ცხელ ამინდში ცილების მისაღებად შესანიშნავი არჩევანია ისეთი საკვები, როგორიცაა ხაჭო, თინუსი და მოხარშული კვერცხი.
 
  • ზაფხული საუკეთესო დროა ახალი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევისთვის, რადგან ამ სეზონზე მათ საუკეთესო გემო აქვთ. კიტრი, ატამი, ბულგარული წიწაკა, კენკრა, პომიდორი, საზამთრო და ალუბალი - ეს ხილი პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს თქვენი რაციონის ნაწილი.
 
  • ცხელ სამზარეულოში მოხარშვის ნაცვლად, შეგიძლიათ სცადოთ თქვენი კერძების ღია სივრცეში მომზადება. თუკი, რა თქმა უნდა, საკუთარი ეზო ან დიდი ვერანდა გაქვთ. დამატებით, ეს სახალისოა! ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ცივი კერძები, სალათები. თუ ჰამბურგერს გრილზე ამზადებთ, შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი სოკოც კი შეურიოთ, რომ ნაკლები წითელი ხორცი გამოიყენოთ.
 
  • ზაფხულში, ასევე კარგი იდეაა იყოთ აქტიური. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ გარე აქტივობებით - ივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე, დილაობით, სანამ დაცხება მანამდე ისეირნოთ ან იცურაოთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ ჰიდრატაცია! დალიეთ ბევრი წყალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ ცხელა. თუ გსურთ რაიმე უფრო საინტერესო, შეგიძლიათ მოამზადოთ ცივი ჩაი ან წყალს ხილის ნაჭრები დაამატოთ.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ თბილმა ტემპერატურამ შესაძლოა არაჯანსაღი საკვების მიღება მოგანდომოთ, მაინც შეგიძლიათ ჭკვიანური არჩევანის გაკეთება - ახალი ხილი და ბოსტნეული, სალათები, ცხოვრების აქტიური წესი და ჰიდრატაცია კი ამის საუკეთესო გზაა!