- დალიეთ წყალი: ჰიდრატაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ზაფხულის განმავლობაში. შეეეცადეთ, რომ ტკბილი წვენების, ალკოჰოლის და ყავის მაგივრად, უბრალო წყალი მიიღოთ. შეიძინეთ მრავალჯერადი წყლის ბოთლი/თერმოსი, რათა გაგიმარტივდეთ ამ ჩვევის დანერგვა.
- წაისვით მზის დამცავი: გამოიყენეთ მზის დამცავი კანი მზის დამწვრობისა და დაზიანების წინააღმდეგ. წაისვით დამცავი საშუალება ყველგან, სადაც ტანსაცმელი არ გფარავთ - ყურებზე, თავის კანსა და კისერზე. ასევე, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ტუჩსაცხი, რომელიც მზის დამცავს შეიცავს. გახსოვდეთ რომ დამცავი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ უნდა განიახლოთ.
- ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ გარეთ: სანამ ცხელა და კარგი ამინდია, იცურავეთ, ისეირნეთ, ივარჯიშეთ და ა.შ. ყველამ ვიცით, რომ ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, მაგრამ კარგ ამინდში, სუფთა ჰაერზე - ის განსაკუთრებით სასიამოვნოა.
- მიირთვით ახალი ხილ-ბოსტნეული: ზაფხულის სეზონზე ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის. ეცადეთ თქვენს ყოველ დღიურ რაციონში შეიტანოთ ხილი ან ბოსტნეული. თანაც, ეს არა მარტო სასარგებლო, არამედ გემრიელი გადაწყვეტილებაცაა.
- დაისვენეთ: იმის და მიუხედავად, რომ გართობა და ვარჯიში კარგია, არ დაგავიწყდეთ, რომ დასვენებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დიდი ხანი ხართ ზაფხულის სიცხეში, შეიძლება ცუდად გახდეთ. ხშირად დაასვენეთ სხეული და უბრალოდ შეაფარეთ თავი ჩრდილსა თუ გრილ ოთახს.
თემები: