„უთანხმოება ურთიერთობაში ბუნებრივია. შერიგება კი, მისი საუკეთესო ნაწილია“ - მორინ ჯონსონი
ყველა წყვილი ჩხუბობს. უფრო მეტიც - ყველა ადამიანი ჩხუბობს. სავარაუდოა, რომ რაღაც მომენტში ყველას მოგვსვლია კამათი გარშემომყოფებთან. თუმცა ეს ურთიერთობის დასრულება ან ნიშნავს. ამიტომ, იბადება ლოგიკური კითხვა - როგორ შევრიგდეთ ჩხუბის შემდეგ?
-
აღიარეთ საკუთარი შეცდომები
არა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ბრძოლაში „დამარცხდით“. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ
თქვენ შეგიძლიათ პასუხისმგებლობის აღება და არ გეშინიათ საკუთარ შეცდომებზე სწავლა.
-
შეამსუბუქეთ სიტუაცია
მცირე ხუმრობა ან რაიმე ნეიტრალურზე საუბარი კარგი აზრია, თუმცა, დარწმუნდით, რომ ეს იუმორი პირადად მას არ ეხება და არც მათ რეალურ გრძნობებს აკნინებს. სხვა შემთხვევაში, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.
-
ისაუბრეთ ჩხუბის გამომწვევ მიზეზზე
მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი კომფორტული არ იქნება, ნებისმიერი ურთიერთობის გადარჩენისთვის, უბრალოდ აუცილებელია. მნიშვნელოვანია, საუბრისგან თავი შეიკავოთ მეორე ადამიანის კრიტიკისგან, თავდაცვითი და სხვა მსგავსი ტაქტიკებისგან, ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება მოახდინოთ კონსტრუქციულ ელემენტზე: როგორ მოვაგვაროთ ეს ერთად?
-
მზად იყავით კომპრომისისთვის
თითოეული ურთიერთობა მოითხოვს გარკვეულ კომპრომისს. ის საუკეთესო გზაა, რათა მართოთ ნებისმიერი სიტუაცია ისე, რომ ორივე კომფორტულად იყოთ. მაგალითად, თუ ერთ პარტნიორს უყვარს ხმამაღალი კონცერტები და მეორეს სძულს ისინი, კომპრომისი შეიძლება იყოს პატარა კონცერტებზე დასწრება, ან პარტნიორის მარტო გართობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ადამიანი თავს კარგად უნდა გრძნობდეს.
-
უფრო მეტად სცადეთ
ბევრი ადამიანი უბრალოდ მშვიდად იმედოვნებს, რომ პრობლემა თავისთავად გაქრება, რაც იშვიათად ხდება. თუ ჩვენ დაინტერესებული ვართ ურთიერთობის შენარჩუნებით, ჩვენ უფრო მეტად უნდა ვცადოთ. ჩხუბის დასრულება ხშირად მხოლოდ დამშვიდებას კი არ გულისხმობს, არამედ იმ საკითხის პროაქტიულად განხილვას, რამაც პირველ რიგში გამოიწვია ჩხუბი.
თემები: ურთიერთობა, რჩევები