სასიყვარულო და ხანგრძლივი ურთიერთობის ლოგიკური დასასრული უმრავლესობისთვის ქორწინებაა, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. არიან წყვილები, რომლებიც ქორწინებას გაურბიან, მაგრამ არიან წყვილები, რომლებიც სწორედ ამისკენ მიილტვიან. ჩვენ გთავაზობთ 13 უტყუარ ნიშანს იმისა, რომ ურთიერთობა სერიოზულია და დიდი ალბათობით საქორწინო შემოთავაზებასაც მალე მიიღებთ.
- ის სრულიად გულწრფელია თქვენთან ყველაფერში - წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ეს არა მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია, არამედ იმის ნიშანიც შეიძლება იყოს, რომ მას შესაძლოა თქვენზე დაქორწინება სურდეს.
- ის ყოველთვის გიზიარებთ სამომავლო გეგმებს - გიზიარებთ თავის კარიერულ და ცხოვრებისეულ მიზნებს და აქტიურად ცდილობს გაიგოს, სად არის თქვენი ადგილი ამ პროცესში.
- გაცნობთ ოჯახის წევრებს - ბევრ კულტურაში ოჯახთან შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი მომავლის დაგეგმვისკენ თუ მან გაგაცნოთ თავისი ოჯახი, ესე იგი საქმე სერიოზულადაა.
- სურს გაიცნოს თქვენი ოჯახი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ის ისეთი ადამიანია, ვისთანაც საკუთარ თავს გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავთ, თქვენც კომფორტულად იგრძნობთ თავს თუ კი თქვენს ოჯახს გააცნობთ.
- ის თავის მეგობრებსაც გაცნობთ - მეგობრები ბევრი ადამიანისთვის მეორე ოჯახია. მათი აზრი თქვენზე მისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი მშობლების ან ძმების. ამიტომ, ის ცდილობს უზრუნველყოს, რომ კარგად გაერთოთ მის ახლო მეგობრებთან და გამონახოთ საერთო ენა.
- მას მოსწონს ქორწინების იდეა - ყველა არ არის ღია და არ სჯერა დაქორწინების იდეას თუ კი ისაუბრეთ მასთან ქორწინებაზე და მიხვდით, რომ თქვენი შეხედულებები ქორწინების იდეისა და ინსტიტუტის შესახებ გარკვეულ დონეზე ემთხვევა ეს სერიოზულ თანხვედრად მიიჩნევა.
- გისაუბრიათ შვილების ყოლაზე - ადამიანების უმრავლესობისთვის ოჯახი გულისხმობს ბიოლოგიურ შვილებს. თუ კი ის შვილებს ოჯახთან აიგივებს და თქვენ მოგიაზრებთ ეს დანამდვილებით ნიშნავს დაქორწინებას.
- ის აფასებს თქვენს აზრს მისი გადაწყვეტილებების შესახებ - ზრდასრული ურთიერთობა ასევე ნიშნავს გუნდურ მუშაობას. თქვენ ეხმარებით ერთმანეთს რთულ გადაწყვეტილებების მიღებაში და რაც მთავარია, ის აფასებს თქვენს მოსაზრებებს და წინადადებებს თავისი ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების შესახებ.
- თქვენ ყოველთვის მიწვეული ხართ მისი ოჯახის ღონისძიებებზე - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიშანი იმისა, რომ მას თქვენზე დაქორწინება სურს, არის ის, რომ თქვენ მუდმივი მისი ოჯახური ღონისძიებების მუდმივი მონაწილე ხართ.
- თქვენ მისი უახლოესი მეგობარი ხართ - თქვენ პირველი ხართ, ვინც იგებს თუ რა ხდება მის ცხოვრებაში. ეს იმიტომ, რომ მან იცის, რომ თქვენც მასავით ბედნიერი და აღელვებული იქნებით სასიხარულო ამბის მოსმენით, ხოლო როცა ეს ცუდი ამბავია, თქვენ გვერდით დადგება და ხელს ჩაგკიდებთ.
- თქვენ გაქვთ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება - გამაოგნებელი სექსუალური ცხოვრება სავალდებულოა ბედნიერი ურთიერთობისთვის. თუ თქვენი მამაკაცი ცდილობს საწოლში კმაყოფილი დარჩეს და თქვენ კი მისთვის პრიორიტეტი ხართ ეს ნიშნავს იმაზე მეტს ვიდრე შეიძლება იფიქროთ.
- ის ყოველთვის აღფრთოვანებული და ბედნიერია თქვენს გვერდით - ის აღფრთოვანებულია თქვენი დანახვით და თქვენ ამას მის სახეზე ხედავთ. ის აღფრთოვანებულია თქვენთან თითოეული შეხვედრით. ის ასევე გაოცებთ საჩუქრებით, რათა თავი განსაკუთრებულად იგრძნოთ. ის ყოველთვის ზრუნავს თქვენზე
- ის თავის განრიგს თქვენთან ერთად გეგმავს - ჩვენს დატვირთულ ცხოვრებაში ეს რთულია, მაგრამ მისი პრიორიტეტი ნამდვილად თქვენ ხართ.
თემები: