LIFE

ჯანსაღი ურთიერთობის 10 ნიშანი

ჯანსაღი ურთიერთობის 10 ნიშანი

შეადარეთ თქვენი ურთიერთობა მოცემულ ნიშნებს და ეცადეთ, რომ ყველა პუნქტთან იყოთ ჰარმონიაში:

  1. კომფორტული ტემპი

ურთიერთობის   ინტენსივობა და ტემპი,  სასიამოვნოა თითოეული ადამიანისთვის.  ვინმესთან დიდი დროის გატარების სურვილი საწყის ეტაპზე ნორმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ორივე ერთნაირ პოზიციაზე იყოთ. ჯანსაღი ურთიერთობისას, თქვენ არ აჩქარებთ, არ ახდენთ ზეწოლას ისე, რომ თავს მოახვიოთ თქვენი არსებობა და პირადი სივრცე დაურღვიოთ სხვას.
  1. ნდობა

ასეთ სიტუაციაში დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი პარტნიორი, მეგობარი არაფერს გააკეთებს ისეთს, რომ გატკინოთ ან გააფუჭოს ურთიერთობა. ჯანსაღ ურთიერთობაში ნდობა ადვილად მოდის და თქვენ არ გჭირდებათ ეჭვქვეშ დააყენოთ სხვისი განზრახვები. კონფიდენციალურობა დაცულია და არასოდეს ჩაგიტარებენ „ტესტს“ თქვენი ერთგულების დასამტკიცებლად.
  1. გულწრფელობა

თქვენ შეგიძლიათ იყოთ მართალი და გულწრფელი ისე, რომ არ შეგეშინდეთ, როგორ გიპასუხებთ სხვა ადამიანი. ჯანსაღი ურთიერთობისას თქვენ უნდა იგრძნოთ, რომ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს სრული სიმართლე თქვენი ცხოვრებისა და გრძნობების შესახებ - არასოდეს უნდა გიწევდეთ რაიმეს დამალვა.
  1. დამოუკიდებლობა

თქვენ გაქვთ სივრცე, რომ იყოთ საკუთარი თავი ურთიერთობის გარეთ. სხვა ადამიანი მხარს უნდა უჭერდეს თქვენს ცხოვრებას და თქვენს ურთიერთობას სხვა მეგობრებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან. სხვა ადამიანს არ სჭირდება თქვენი ცხოვრების ყველა ნაწილის ცოდნა ან მონაწილეობა. გქონდეს დამოუკიდებლობა, ნიშნავს, იყო თავისუფალი შენს საქმეში და შენს პარტნიორს იგივე თავისუფლებას ანიჭებდე.
  1. პატივისცემა

თქვენ აფასებთ ერთმანეთის რწმენას და მოსაზრებებს, გიყვართ ერთმანეთი ისეთი, როგორიც ხართ რეალურად. თავს კომფორტულად გრძნობთ დაწესებულ საზღვრებში  და  დარწმუნებული ხართ, რომ სხვა ადამიანი პატივს სცემს ამ საზღვრებს. მხარს უჭერენ თქვენ შრომას, ოცნებებს და გაფასებენ.
  1. თანასწორობა

ურთიერთობა დაბალანსებულია და ყველა ერთნაირად შრომობს ურთიერთობისთვის. თქვენ არ აძლევთ უფლებას ერთი ადამიანის მოსაზრებებს დომინირებდეს, პირიქით, უსმენთ ერთმანეთს და მიდიხართ კომპრომისებზე. გრძნობთ, რომ თქვენი საჭიროებები, სურვილები და ინტერესები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვისი.
  1. სიკეთე

თქვენ მზრუნველი და თანამგრძნობი ხართ ერთმანეთის მიმართ.  სიკეთე უნდა იყოს ორმხრივი გზა. თქვენ ავლენთ თანაგრძნობას სხვა ადამიანის მიმართ.
  1. პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა ნიშნავს თქვენი ქმედებებისა და სიტყვების ფლობას. თქვენ თავს არიდებთ დადანაშაულებას და შეცდომის აღიარებას ცდილობთ. თქვენ გულწრფელ ბოდიშს იხდით, როდესაც რაიმე არასწორად გააკეთეთ და მუდმივად ცდილობთ პოზიტიური ცვლილებების შეტანას ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
  1. ჯანსაღი კონფლიქტი

ღიად და პატივისცემით განიხილავთ საკითხებს უთანხმოების,  განსჯის გარეშე. კონფლიქტი ნებისმიერი ურთიერთობის ნორმალური და მოსალოდნელი ნაწილია. ყველას აქვს უთანხმოება და ეს კარგია! ჯანსაღი კონფლიქტი არის ძირეული საკითხის ამოცნობა და პატივისცემით განხილვა, სანამ ის გადაიქცევა უფრო დიდ უთანხმოებად. კამათის დროს არავინ უნდა დააკნინოს მეორე  ან უყვიროს სხვას.
  1. გართობა

თქვენ გსიამოვნებთ ერთად დროის გატარება და ერთმანეთის საუკეთესო ნაწილის გამოვლენა. ჯანსაღი ურთიერთობა უნდა იყოს მარტივი და სიხარულით სავსე. შეგიძლიათ გათავისუფლდეთ, ერთად გაიცინოთ და იყოთ საკუთარი თავი.