LIFE

6 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ თვითშეფასება

6 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ თვითშეფასება

საკუთარი თავის ნდობა არის თქვენი შესაძლებლობების, თვისებების და განსჯისადმი ნდობის გრძნობა. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია  თავდაჯერებულობას განსაზღვრავს, როგორც: რწმენა, რომ ადამიანს შეუძლია წარმატებით დააკმაყოფილოს სოციუმის  მოთხოვნები  და მოლოდინები.

 
  1. შეწყვიტე საკუთარი თავის სხვებთან შედარება. ნურასოდეს შეადარებთ თავს სხვას, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. არასოდეს შეადაროთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობები და სამსახურებრივი ანაზღაურება სხვისას, რადგან ამას უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. იყავით თქვენი თავის მხარეს და შეაქეთ ის ყველა იმ სიკეთისთვის, რომელიც გაგაჩნიათ. დაიმახსოვრეთ, სოციალური შედარება ბუნებრივია, თუმცა არა სასარგებლო.
     
  2. შეაგროვე პოზიტიური ადამიანები: დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს მეგობრებთან? განვითარებისკენ გიბიძგებენ ისინი თუ ფსკერისკენ მიგაქანებენ?  გამუდმებით განგსჯიან, თუ გიღებენ  ისეთს, როგორიც ხართ? ადამიანები დიდ გავლენას ვახდენთ ერთმანეთზე, ამიტომ უნდა ვეცადოთ მოვიზიდოთ, მხოლოდ პოზიტივი და დადებითი ემოციები მივიღოთ.
     
  3. იზრუნეთ თქვენს სხეულზე: ეს აუცილებელი რჩევაა, თუკი გვსურს თვითშეფასების ამაღლება. ძნელია თავი კარგად იგრძნოთ, თუ საკუთარ სხეულზე ძალადობთ. როდესაც საკუთარ თავზე ზრუნავთ, იცოდეთ, რომ გარეგნული მონაცემებიც ისევე შეგვიძლია დავხვეწოთ, როგორც შინაგანი. ეს კი თვითშეფასებას და ჯანმრთელობას დადებითად მოემსახურება.
     
  4. პოზიტიური მესიჯებით ეკონტაქტეთ საკუთარ თავს: ნეგატიურმა კომენტარებმა შეიძლება შეზღუდოს თქვენი შესაძლებლობები და შეამციროს თქვენი თავდაჯერებულობა. ასევე, ის არწმუნებს თქვენს ქვეცნობიერს, რომ თქვენ „ვერ უმკლავდებით“ რაღაცას, ან რომ ეს „ზედმეტად რთულია.“ ამიტომ აირჩიეთ პოზიტივი, რომელიც აძლიერებს თვითშეფასებას  და გეხმარებათ საკუთარ თავის მიმართ, ნებისმიერი ეჭვი მარტივად დაძლიოთ.
     
  5. ჩახედეთ თქვენს შიშებს თვალებში: გამოააშკარავეთ რა არის ის, რისიც გეშინიათ. და აღმოაჩინეთ სათავე და  იმეცადინეთ მის დაძლევაში.
     
  6. აკეთე ის, რაც კარგად გამოგდი: რა ხდება, როცა აკეთებთ იმას, რაც გამოგდით? თქვენი თავდაჯერებულობა იწყებს ზრდას. თქვენი ძლიერი მხარეები კიდევ უფრო ძლიერდება, რაც გეხმარებათ საკუთარი თავის რწმენაში. ამ მიდგომის გამოყენებას ასევე აქვს კიდევ ერთი სარგებელი: მას შეუძლია გაზარდოს ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელი.
 
თუ კი ზემოთჩამოთვლილი შესაძლებლობები ჯერ არ გამოგიყენებიათ დაიწყეთ დღესვე,  დაეხმარეთ საკუთარ თავს „იყოს უკეთესი“.