ძლიერი ქალის საიდუმლო - 5 რამ, რასაც ის მამაკაცისთვის არასოდეს გააკეთებს
- 15.02.2017
ზოგჯერ ვიღაცის გამო თავდაყირა ვდგებით, სხვების სურვილებსა და საჭიროებებს ჩვენსაზე წინ ვაყენებთ, ეს კი, საკუთარი თავის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. ძლიერი ქალბატონები ასე არ იქცევიან. გთავაზობთ ჩამონათვალს - 5 რამ, რაც ქალბატონებმა არ უნდა გააკეთოთ არც მამაკაცებისთვის და საერთოდ, არავისთვის:
1. არ შეიცვალოთ გარეგნობა:
თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ღირსეული პიროვნებაა, არასოდეს გაიძულებთ, რომ გამოიყურებოდეთ ისე, როგორც მას სურს. როცა ნამდვილად უყვარხარ, უყვარხარ ყველაფრით. თქვენი წონა, თმა, სტილი არ აღელვებს. გარეგნობაში თუნდაც მცირე დეტალი უნდა შეიცვალოთ არა იმიტომ, რომ ამით ვინმეს ყურადღება მიიპყროთ, არამედ იმიტომ, რომ ეს თქვენ გსურთ.
2. არ დათმოთ თქვენი გატაცებები, არ დათმოთ თქვენი ცხოვრება:
არავის მისცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენი მიზნების მიღწევაში, უკეთ რომ ვთქვათ, დაგეხმაროთ მიზნისკენ მიმავალ გზაში. ყველაფრის მიუხედავად, ეს თქვენი ცხოვრებაა და თქვენს ოცნებებს ვერავინ აასრულებს ისე, როგორც თქვენ. ის, რომ ვინმემ დაგაწყებინათ მუშაობა, ან მოგაწოდათ კარგი იდეა, შეიძლება ერთ მომენტში საუკეთესოდ ჩანდეს, მაგრამ მომავალი არასდროსაა გარანტირებული. თქვენმა პარტნიორმა შეიძლება მხარი დაუჭიროს თქვენს მცდელობებს, მაგრამ თუ ის მოინდომებს, საქმეში მნიშვნელოვან როლს ვერ შეასრულებთ.
3. ნუ დაელოდებით მის თანხმობას:
ძლიერი ქალი თამაშობს თავისი წესებით და არასოდეს ელოდება მითითებებსა და ინსტრუქციებს. თქვენ უნდა იყოთ მტკიცე, საკუთარი გადაწყვეტილებები სისრულეში მოიყვანოთ და არ დაელოდოთ ვინმეს თანხმობას. საკმარისად დიდი ხართ იმისთვის, რომ მიხვდეთ, რა არის თქვენთვის კარგი.
4. ნუ იტყვით უარს გეგმებზე:
სხვა რამეა გადადო საქმე, როცა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ უკვე პრობლემაა, როცა საქმეს სხვის გამო გადადებ. თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოაქციოთდა არ მისცეთ უფლება თქვენს ცხოვრებაში დიდი დოზით ჩარევის. არასოდეს ელოდოთ მას, თუ ის პატივს გცემთ, ძვირფას დროს არ წაგართმევთ.
5. ნუ მისცემთ უფლებას საყვარელ ადამიანს, შეცვალოს თქვენი „მე“
არ შეიცვალოთ ვინმეს გამო, შეიცვალეთ მხოლოდ იმიტომ რომ ეს თქვენ გსურთ. თუ საკუთარ თავში რაიმის შეცვლას გადაწყვეტთ. თუ იცვლებით მხოლოდ იმის გამო, რომ „მას“ სურს ასე, ისიც იცოდეთ, რომ არ მოსწონხართ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. არასოდეს დაკარგოთ თქვენი ნამდვილი მხარე.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, ბედნიერი წყვილი, სექსუალური მიზიდულობა, ქალები, დაშორება
<a href="http://www.popsugar.com">http://www.popsugar.com</a>