Grant’s-ი ყველაზე დიდი ხნის ისტორიის მქონე საგვარეულო ვისკი და მსოფლიოში ყველაზე მეტი (120) ტიტულის და ჯილდოს მქონე კუპაჟირებული ვისკია, რომელიც 180 ქვეყანაში იყიდება. მისი წარმატების ისტორია 1887 წლიდან იწყება: უილიამ გრანტმა შოტლანდიის ქალაქ დაფთაუნში დისტილერი (სახელად Glenfiddich-ი) ააშენა და 7 ვაჟის და 2 ქალიშვილის დახმარებით ვისკის წარმოება დაიწყო.
სწორედ იმის გამო, რომ პროდუქტი ოჯახის წევრების ერთიანი ძალისხმევის შედეგია, დაარსების დღიდან Grant’s-ის სლოგანებია — „გაერთიანდით!“ და „მეგობრებთან ერთად უკეთ დააგემოვნებ!“
21-ე საუკუნეში ადამიანების ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა „ცოცხალი“ კომუნიკაციებია: სულ უფრო და უფრო მეტად ვხდებით ტექნიკაზე მიჯაჭვულები, რეალური კონტაქტებისთვის კი დრო აღარ გვრჩება. Grant’s-მა გადაწყვიტა, ახალგაზრდების „გაერთიანება“ და ვირტუალური სივრციდან რეალურ სამყაროში დაბრუნება საინტერესო გამოწვევით — მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატში ჩართვით უზრუნველყოს და სათამაშოდ ქართველი მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები და სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები მიიწვია, რომლებიც დანარჩენ ახალგაზრდებსაც მაგალითს მისცემენ, თავისუფალი საღამოები მეგობრებთან ერთად, სახალისო გარემოში გაატარონ, მაშინაც კი, როდესაც არსად არაფერი ხდება — ღამის კლუბებში დაგეგმილ ღონისძიებებს ვგულისხმობთ.
მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატი კლუბ „ლოლიტაში“ გაიმართება, 4 სეზონის შემდეგ კი გამარჯვებული წყვილი გამოვლინდება, რომლებსაც კომპანია GD Alco სპეციალურ პრიზებს დაუწესებს. ადევნე თვალი თებერვლის თვიდან Grant’s-ის გამოწვევას და დანერგე მსგავსი ჩემპიონატები შენს სამეგობროშიც!
თემები: William Grant & Sons, GD Alco, ვისკი, Grant's, მაგიდის ფეხბურთი, ქართველი მსახიობები, წარმატებული ქართველები, ქართველი მოდელები