ჰოროსკოპი

2023 წლის ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის: მზად ხართ საზაფხულო თავგადასავლებისთვის?

2023 წლის ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის: მზად ხართ საზაფხულო თავგადასავლებისთვის?

ვერძი

ძვირფასო ვერძებო, თქვენი მთავარი ინტერესი ამ თვეში ფულის შოვნა და დაზოგვა იქნება - საკითხები, რომელთა მოგვარებაც ძალიან კარგად შეგიძლიათ. კარიერული შესაძლებლობა, რომელიც თქვენკენ მოიჩქარის, თვის პირველ ორ კვირაში უნდა გამოჩნდეს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სანამ იმპულსურად დასთანხმდებით, მანამდე კარგად დააკვირდით და ყველა შესაძლო რისკი აწონ-დაწონეთ. ამ ეტაპზე, შეიძლება თავის შეკავება უკეთესი იდეა იყოს, რადგან თვის ბოლოდან, მთელი ლომის სეზონის განმავლობაში, უკეთესი შესაძლებლობები გამოჩნდება. მანამდე მკაფიოდ იმოქმედეთ და განაგრძეთ თქვენი საქმის კეთება ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდით. პარალელურად, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და კარიერულ თავგადასავლებში ჯანმრთელობას გაუფრთხილდით.

თვის საკვანძო სიტყვები: მოთმინება და სწავლა

კურო

ძვირფასო კუროებო, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დაიკვეხნით სასიყვარულო ცხოვრებით, მაგრამ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - 2023 წლის ივლისში ის გაუმჯობესდება. შესაძლოა, თვის განმავლობაში შეპყრობილი იყოთ კარიერული სვლებით, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში ვინმე განსაკუთრებულის ყოფნა თქვენს ყოველ ნაბიჯს უფრო ძლიერს და დაცულს გახდის. ამ ადამიანის დახმარებით თავს უფრო გაბედულად და აღელვებულად იგრძნობთ, ვიდრე ოდესმე. და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ივლისის თვე ასევე მოგიტანთ ფინანსურ წარმატებას იმ ჭკვიანური ნაბიჯის გამო, რომელსაც თვის შუა რიცხვებში გააკეთებთ.

თვის საკვანძო სიტყვები: მზადყოფნა და რომანტიკა

ტყუპები

ძვირფასო ტყუპებო, ივლისში თქვენ დაფიქრდებით სასიყვარულო ცხოვრებაზე და დაგაინტერესებთ, არის თუ არა თქვენი მეორე ნახევარი თქვენთვის შესაფერისი. რა კარგია, რომ ეს არ იქნება ერთ-ერთი იმ მომენტებიდან, როდესაც „ტყუპები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ“. პირიქით, ეს იქნება მომენტი, როდესაც ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ და გააკეთებთ კიდეც!  ამავე პერიოდში, შესაძლებელია, რომ წარსულის ჯანმრთელობის პრობლემა დაბრუნდეს, ამიტომ უმჯობესია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთარ თავს გაუფრთხილდეთ. ასევე, უმჯობესი იქნება, რომ 2023 წლის ივლისში ეტაპებად ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, რადგან ამ ყველაფრის გადასალახად, საკუთარი ტემპი განსაზღვროთ. დაიმახსოვრეთ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, უბრალოდ არ გადააჭარბოთ.

თვის საკვანძო სიტყვები: ბალანსი და ზომიერება

კირჩხიბი

ძვირფასო კირჩხიბებო, შეიძლება ამ თვეში თავი ცოტა მეამბოხედ იგრძნოთ, რადგან ბევრი რამ გამოჩნდება, რაზეც იგრძნობთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თქვენ უნდა გამოხატოთ საკუთარი თავი და დაიჯეროთ საკუთარი შესაძლებლობების. თქვენ აღარ იჯდებით მშვიდად და არ დაელოდებით თუ რა მოხდება, თქვენ გადაწყვეტთ, რომ ამიერიდან თავად განკარგავთ საკუთარ ცხოვრებას. ცხადია, ეს თქვენი უკეთესობისკენ არის მიმართული, მაგრამ სხვებისთვის, ეს ცვლილება შესაძლოა მეტისმეტი იყოს. დაიმახსოვრეთ, მორჩა სხვებზე ფიქრის დრო - ეს თქვენი ცხოვრებაა, ასე რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც თქვენთვის საუკეთესოა. დაბადების დღეს გილოცავთ და მეტ შინაგან ენერგიას გისურვებთ!

თვის საკვანძო სიტყვები: ძალა და ხედვა

ლომი

ძვირფასო ლომებო, ეს არის თვე, როდესაც თქვენი სეზონი ოფიციალურად იწყება და ამ ენერგიას, კირჩხიბის სეზონზეც კი იგრძნობთ. ახლა თქვენ თქვენს ელემენტში ხართ. რაც ნიშნავს, რომ მთელი თვის განმავლობაში მტკიცე გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ახლა თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ცხოვრების სტილი და გააკეთოთ ახალი არჩევანი - შეცვალოთ კვების რეჟიმი, სავარჯიშო პროგრამა ან თუნდაც თავის მოვლის ახალ რუტინაში გადაეშვათ. ივლისი მოგიტანთ იმ ყურადღებას, რომელიც გჭირდებათ პოტენციური პარტნიორების მოსაზიდად. თანაც, თქვენი ჯანმრთელობა ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე წინა თვეებში.

თვის საკვანძო სიტყვები: მიმართულება და მიზანი

ქალწული

ძვირფასო ქალწულებო, ივლისში თქვენ იბრძოლებთ ახალი საქმისთვის და როდესაც მთელს ენერგიას ერთი მიზნისკენ მიმართავთ, მას წარმატებით დაასრულებთ. ამ თვეში, სამყარო ძლიერებით აგავსებთ, ეს კი თავდაჯერების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.  ეს ატმოსფერო, გამოჩნდება ყველა საქმეში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ - იქნება მუშაობა, პირადი ცხოვრება თუ ახალი სტილის მორგება. კალენდარში ივლისის მესამე კვირა შემოხაზეთ, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყველა თქვენი ქმედება შედეგს გამოიღებს და სცენაზე გამარჯვებული გამოჩნდებით. საკუთარი თავის ერთგულება ყოველთვის კარგი იდეაა. ეს კი ის თვეა, როდესაც მის ნაყოფს ნამდვილად დააგემოვნებთ.

თვის საკვანძო სიტყვები: წარმატება და რწმენა

სასწორი

ძვირფასო სასწორებო, შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, რომ ივლისი მშვიდი თვე იქნება, მაგრამ ძალიან ცდებით. ამ თვეში გელოდებათ აფეთქება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ყველაფერს შეცვლის. თუმცა, ეს არ მოხდება თვის მეორე კვირამდე. დაელოდეთ მოულოდნელობას, რომელიც თქვენი ხედვის არეალის მიღმა მზადდება.  ნუ გეშინიათ, ეს ძალიან დადებითი ამბავია - ვიღაც თქვენს ცხოვრებაში გეგმავს რაღაც წარმოუდგენლად მშვენიერის გაკეთებას. ასე რომ ისიამოვნეთ სპონტანურობით და აჰყევით ივლისის მცხუნვარე ენერგიას.

თვის საკვანძო სიტყვები: მოულოდნელობა და ბედნიერება

მორიელი

ძვირფასო მორიელებო, ეს თვეს ძალიან ბევრი „არას" მოგიტანთ. ფაქტობრივად, მთელი თვის განმავლობაში გაიგონებთ ამ სიტყვას. ბედის ირონიით, ეს არ არის ნეგატიური მოვლენა, რადგან თქვენ იქნებით ის, ვინც იტყვის იმდენ „არას", რამდენჯერად ჩათვლით, რომ უფრო მეტს იმსახურებთ. დიახ, ივლისი აგავსებთ შთაგონებით და მიხვდებით, რა გიშლით ხელს ბედნიერებაში. თუ დამნაშავე თქვენ ხართ, ყველა შეცდომას გამოასწორებთ და ახალი მიმართულებით გაეშურებით. თანაც, თქვენ არ აპირებთ წარსულ შეცდომებზე ფიქრს. ეს არის თვე, როდესაც აიღებთ ინიციატივას, ხოლო წარსულის პრობლემებისა და გაურკვევლობებს უკან მოიტოვებთ.

თვის საკვანძო სიტყვები: გამბედაობა და სიმტკიცე

მშვილდოსანი

ძვირფასო მშვილდოსნებო, ივლისი არ არის ყველაფერი სიყვარულისა და ფულის შესახებ, თუმცა ეს თემები არც იგნორირებული არ იქნება. ამ თვეში, თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემოქმედებითობა და საკუთარი თავის გამოხატვა. ახლა თქვენ გექნებათ განცდა, რომ საკმარისად დიდი დრო დაკარგეთ და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში შინაგანი ხმა დაამუნჯეთ. ეს თვე დაგეხმარებათ გამოავლინოთ შინაგანი ძალა, შემოქმედებითი ბუნება და უნიკალურობა. თქვენი ქარიზმა მოიზიდავს იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ თქვენი და სურთ თქვენი შემდეგი ქმედებების დანახვა.

თვის საკვანძო სიტყვები: გაბედულება და უნიკალურობა

თხის რქა

ძვირფასო თხის რქებო, თუ ამ თვეში აღმოჩნდებით „ლიდერის“ როლში, ნუ გაგიკვირდებათ, რადგან უკვე ყველას დაუმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ სხვებს ხელმძღვანელობდეთ. 2023 წლის ივლისში შეამჩნევთ, რომ იმაზე მეტად ხართ შეყვარებული, ვიდრე აქამდე ფიქრობდით. თქვენს ცხოვრებაში, მეგობრები გამუდმებით ზრუნავენ თქვენზე და შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ საკუთარი შრომისმოყვარეობა კი არა, სწორედ ეს ზრუნვა გიბიძგებთ წარმატებისკენ. ამ თვეში ერთდროულად ხართ ორივე დაუცველი და ძლიერი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თქვენ ხართ დაფასებული. გილოცავთ - ის, რისთვისაც ასე ბეჯითად შრომობდით, უკვე თქვენი რეალობაა.

თვის საკვანძო სიტყვები: მეგობრობა და ოპტიმიზმი

მერწყული

ძვირფასო მერწყულებო, ივლისი არის თვე, რომელსაც დიდხანს ელოდით, რადგან იმდენი ახალი რამ გელოდებათ, რომ თითქმის გეშინოდათ კიდეც მისი მოსვლის. ის, რაც ამ თვეს მოგიტანთ, არის პიროვნული დამოკიდებულების იძულებითი ცვლილება. თქვენს ირგვლივ ყველა მატერიალური საკითხი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ თქვენი შინაგანი დამოკიდებულება შიშისმომგვრელი და გაურკვეველია. თქვენ არ გიყვართ ცვლილებები და ივლისის ცვლილება სეისმურია. შეძლებთ კი გაუმკლავდეთ ამ წნევას? რა თქმა უნდა შეძლებთ! როგორც წესი, თქვენ ფიქრობთ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია, მაგრამ ივლისი დაამტკიცებს, რომ სინამდვილეში, ის ნახევრად სავსეა.

თვის საკვანძო სიტყვები: ფსიქიკური ჯანმრთელობა და პერსპექტივა

თევზები

ძვირფასო თევზებო, 2023 წლის ივლისში, თქვენ მნიშვნელოვან როლს თამაშობთ სხვის ცხოვრებაში. ასეთი პასუხისმგებლობის ქონა არ გაშინებთ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ზეწოლას მაინც იგრძნობთ, გახსოვდეთ, რომ სტრესულ სიტუაციაში უკეთ მუშაობთ. დაახლოებით თვის შუა რიცხვებში, როცა ლომის სეზონი მოახლოვდება, თავს ფილმის რეჟისორად იგრძნობთ. ახლა თქვენ ხართ ის, ვინც გასცემს ბრძანებებს, სხვები კი აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებით. თუმცა თქვენ კეთილი ადამიანი ხართ და ამ რეალობაში განსაკუთრებით ეხმარებით მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

თვის საკვანძო სიტყვები: დახმარება და სანდოობა