LIFE

3 ნიშანი იმისა, რომ პრობლემა თქვენშია

3 ნიშანი იმისა, რომ პრობლემა თქვენშია

ცუდი დღეები ყველას გვაქვს, როცა უნებლიეთ რაიმეზე ვბრაზდებით და მთელს ჩვენს აგრესიას იმ ადამიანებზე ვანთხევთ, ვინც გვიყვარს. ასეთ დღეებში, ხშირად ვიაზრებთ, რომ სიბრაზე, რომელსაც განვიცდიდით, სულაც არ იყო სხვა ადამიანების მიერ გამოწვეული. 

რა თქმა უნდა, უმიზეზოდ წარმოქმნილი სიბრაზე, ჩვენს ხასიათში არსებული თავისებურებები, იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანები ვართ ან სხვისთვის გვუსრს ცუდი. ეს არის, პრობლემა, რომლის აღმოჩენაც საკუთარ თავში მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ ხასიათისა და სიბრაზის კონტროლი

TREND. გთავაზობთ იმ სამ ნიშანთა ჩამონათვალს, რომელიც პრობლემაზე მიანიშნებს. თუ ჩამოთვლილთაგან ყველა გახასიათებს, მაშინ დროა, დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა და მოიშორო საკმაოდ დიდი პრობლემა, რაც შემდეგში სხვა პრობლემებს აგარიდებს თავიდან და დაიწყო ახალი ცხოვრება!

1. ხშირად ხარ ირაციონალური 

3 ნიშანი იმისა, რომ პრობლემა თქვენშია

ასეთ შემთხვევებს ხშირად ახასიათებს უმნიშვნელო და უმიზეზო სიბრაზე. ადამიანები იგონებენ არარსებულ ფაქტებს. მაგალითად, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც არ მოსწონთ, ამბობენ, რომ მისგან ცუდი მზერა და დამოკიდებულება იგრძნეს, როცა იმ ადამიანს, შესაძლოა, არც კი შეუხედავს მისთვის. ირაციონალურობა იწვევს ისეთ სიბრაზეს, რომლის გამომწვევი მიზეზების პოვნა, ერთი შეხედვით, რთულია. თუ თქვენც ხშირად გეცვლებათ ხასიათი, დააკვირდით, რა მოქმედებს მათ ცვლილებაზე განსაკუთრებით. ეძებეთ ეს მიზეზები სხვადასხვა სიტუაციაში და ეცადეთ აჯობოთ საკუთარ ირაციონალურობას გონიერებით. ნუ იქნებით აგრესიულები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამას არ იმსახურებენ!

2. ხშირად გეცვლებათ განწყობა

3 ნიშანი იმისა, რომ პრობლემა თქვენშია

ეს შემთხვევა, ხშირად, დაახლოებით, ასეთი სცენარით ვითარდება: ზიხართ ოთახში მოწყენილი, ხართ საშინელ ხასიათზე, თუმცა, წარმოდგენა არ გაქვთ, რატომ. მეგობარი გირეკავთ და გეუბნებათ, რომ კაფეში ყავის დასალევად გეპატიჟებათ. თქვნ მომენტალურად გეცვლებათ ხასიათი და თავის მოწესრიგებას იწყებთ. ვერც კი ხვდებით, რატომ იყავით მსგავსად მოწყენილები და როგორ შეიცვალა თქვენი განწყობა თვალის დახამხამებაში. დააკვირდით, რამდენად ხშირად გემართებათ მსგავსი რამ დღის განმავლობაში და ეცადეთ, შეივსოთ დრო სასარგებლო საქმიანობით. ხშირად, ამის მიზეზი ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ხდება. ადამიანი, როცა ნაკლებად დაკავებულია, მეტი დრო აქვს და არ იცის რაზე იფიქროს. 

3. ძალიან დიდ დროს ატარებთ მარტო

3 ნიშანი იმისა, რომ პრობლემა თქვენშია

მარტო ყოფნა საჭირო და აუცილებელია, თუმცა ამასაც აქვს თავისი საზღვრები. ძალიან დიდი დროის მარტო გატარება, ხშირად, კომუნიკაციის ფორმებს არღვევს და ართულებს. ადამიანები ეჩვევიან აკეთონ ის, რაც უნდათ, როცა უნდათ და როგორც უნდათ. შესაბამისად, მაშინ, როცა მათ სივრცეში სხვა ადამიანები ჩნდებიან, დიდი იმედგაცრუება ეუფლებათ და ხშირად სოციალიზაციის პრობლემა ექმნებათ. გამოუყავით დრო საკუთარ თავს ყოველდღიურად, თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანები სოციალური ქმნილებები ვართ და აუცილებელია სხვებთან კომუნიაკაციაც. არ დაივიწყოთ მეგობრები და იურთიერთეთ მათთან. 

ამ გზებით, პრობლემის გადაჭრა გაცილებით მარტივია, რადგან, ადამიანს ნაკლები დრო აქვს იფიქროს უმისამართოდ, ფიქრებს კი ყოველთვის ხასიათის ცვლილებებთან, როგორც წესი, უარყოფით ცვლილებებთან მივყავართ. აჯობეთ თქვენს პრობლემებს და ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს. გახსოვდეთ, ხშირად ჩვენი ხასიათის თავისებურებებია ის, რაც ხელს გვიშლის ბედნიერებაში. როცა პრობლემა ჩვენშია, ჩვენვე გვაწუხებს და ჩვენვე უნდა დავამარცხოთ იგი!



allwomenstalk.com