LIFE

როგორ ვმართოთ სიბრაზე?

როგორ ვმართოთ  სიბრაზე?

მაშინ, როცა უხასიათოდ ვართ, კომუნიკაციის დამყარება გამოწვევას ჰგავს და ჩვენს შესაძლებლობებსაც აღემატება. ის უარყოფითი ემოციები, რაც განაწყენებულებსა და უხასიათოდ მყოფებს გვეუფლება, ადეკვატური გზით კომუნიკაციის დამყარების საშუალებას არ გვაძლევს. რეალურად, კარის ჯახუნიც კი კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა. რა თქმა უნდა, არაეფექტიანი, რომელიც ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებ.

გთავაზობთ უხასიათობისას კომუნიკაციის დამყარების უკეთეს გზებს:

5. აკონტროლე შენი თავი

როგორ ვმართოთ  სიბრაზე?

როდესაც უხასიათოდ ხარ, იყავი უხასიათოდ. თუ ვინმე ცდილობს, სულში ჩაგიძვრეს და ამას გამაღიზიანებლად აკეთებს, მოძებნე შენი რეაქციის შესაბამისი პასუხი. გვქონდეს თუ არა რეაქცია ვინმეზე, ეს ინდივიდუალური არჩევანია და ყოველთვის შეიძლება, ჩვენი რეაქცია უკეთესი გზით გამოვხატოთ. სასურველია, მართო შენი ქმედებები და ხასიათი, მიუხედავად იმისა, რა სიტუაცია იქმნება. საკუთარი სისუსტეების ცოდნა, შესაძლოა, პიროვნულ განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებად იქცეს უხასიათობისას.

4. ისარგებლე „შეგრძნებების" ენით

როგორ ვმართოთ  სიბრაზე?

გაცილებით ეფექტიანია, აგრძნობინო სხვებს, როგორ გრძნობ თავს, ვიდრე თავს დაესხა მათ იმის გამო, რომ ცუდ ხასიათზე ხარ. იმ მომენტში ამის გაკეთება რთულია, მაგრამ ამ გზით შესაძლებლობას იტოვებ, უკეთ გაიგო, რა ხდება შენს თავს. ასევე ადამიანებს, რომლებთანაც კომუნიკაცია გაქვს, საშუალება ეძლევათ, გაიგონ, თუ როგორი ხარ.

3. მოუსმინე მოსაუბრეს

როგორ ვმართოთ  სიბრაზე?

მნიშვნელოვანია, რომ მოუსმინო ადამიანს, რომელსაც ეკონტაქტები. ამით გაიგებ, რისი გაგებაც გინდა და მასაც აგრძნობინებ, რას მოელი მისგან. ამასთან, უსიტყვოდ მისი მოსმენის შემთხვევაში, შენ აჩვენებ მას, რომ სხვა ადამიანის გრძნობები შენთვის უმნიშვნელო სულაც არ არის.

2. ისწავლე სიბრაზის მართვის ხელოვნება

როგორ ვმართოთ  სიბრაზე?

თუ კომუნიკაციისას შენი მიზანია, ვინმეს აღიარებინო თავისი არასწორი ქმედებები და შეცდომები, ესე იგი, დიდი ბრძოლა გაგიჩაღებია. კომუნიკაციისას, სიბრაზისა და სიჯიუტის დათმობა ამ პრობლემას გაცილებით სწრაფად მოაგვარებს. რეალურად რა გაწუხებს ან რაზე ბრაზობ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. როცა იტყვი ყველაფერს, რისი თქმაც გინდოდა, დროა, ამ გრძნობისგან გათავისუფლდე.

1. ღრმად ჩაისუნთქე

როგორ ვმართოთ  სიბრაზე?

უხასიათოდ მყოფი და გაბრაზებული, შესაძლოა, კომუნიკაციისას უარესადაც გახდე. სანამ შენს ემოციებს გაღრმავების საშუალებას მისცემ, გაიხსენე, რომ თუ დიალოგისას იგრძნობ, რომ მეტისმეტია და უფრო და უფრო ბრაზდები, გაეცალე სიტუაციას და მიეცი თავს საშუალება, ფიქრებს თავი მოუყარო.



წყარო:&nbsp;<a href="http://bit.ly/2cWU0Wk">sheknows</a>