ფსიქოპათია ხასიათის თანდაყოლილი ანომალიაა, პიროვნების წყობის მყარი თანდაყოლილი თავისებურება, რაც მეტ-ნაკლები ხარისხით აფერხებს სრულფასოვან ადაპტაციას გარემოში. ამ ტიპის ადამიანები ანტისოციალურები არიან. ნარცისები კი საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებულები.
ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და თითქმის არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან, თუმცა ქვემოთ მოცემული რამდენიმე ზოგადი ნიშანი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, ვისთან გაქვთ საქმე, ნარცისთან, თუ ფსიქოპატთან.
1. ნარცისებს სწყურიათ და სჭირდებათ თაყვანისცემა და ქება. ფსიქოპათებს შეუძლიათ ამის გარეშეც.
ნარცისებს სურთ ყურადღება, ქება, თაყვანისცემა. ფსიქოპათები მწირ ემოციებს ავლენენ. უჭირთ გულღია საუბარი და მარტივი კომუნიკაცია. ისინი არ არიან ისეთი დაინტერესებული სხვების აზრით, როგორც ნარცისები.
2. ნარცისებს აკლიათ თანაგრძნობა.
ფსიქოპათებს კი სინანულიც და თანაგრძნობაც, რის გამოც მათ შეუძლიათ სადისტური ძალადობის ჩადენა, თუმცა, ორივეს შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვებს. კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოპათებს აქვთ განსხვავებები ტვინში, რაც გავლენას ახდენს მათ მორალურ მგრძნობელობაზე და შიშზე - მათ ასევე აკლიათ დანაშაულის გრძნობა, რის გამოც არაფერი უშლით ხელს სადისტური დანაშაულის ჩადენაში.
ნარცისებსაც და ფსიქოპათებსაც აქვთ კოგნიტიური თანაგრძნობა და ინტელექტუალურად იციან განსხვავება სწორსა და არასწორს შორის, მაგრამ მათ აკლიათ ემოციური თანაგრძნობა. ისინი ამას გრძნობენ, მაგრამ საამისოდ არანაირ რესურსს არ ხარჯავენ.
3. ნარცისებს და ფსიქოპათებს შეუძლიათ სხვადასხვა მიზეზის გამო აჯანყდნენ, მათ შურიანობა და აგრესიული გაბრაზება ახასიათებთ.
ორივეს შეუძლია ძალადობა, აგრესია სხვებზე. შეიძლება ვინმეზე დაიბოღმონ, ამის გამო აჯანყდნენ და დაუფიქრებლად მოიქცნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთმა გაბრაზებამ და აგრესიამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მათ გარშემომყოფებს და უპატიებელი დანაშაულიც ჩაიდინონ.
4. ნარცისიზმი შესაძლოა მშობლის გავლენის შედეგი იყოს და ნაწილობრივ მემკვიდრეობითიც.
გრძელვადიანი კვლევა ვარაუდობს, რომ მშობლის გადაჭარბებული შეფასება (ბავშვის მოფერება, შექება, ჩახუტება), ან/და პირიქით, მშობლის სითბოს ნაკლებობა ან არასათანადო მოპყრობა, წინასწარმეტყველებს ნარცისულ თვისებებს.
5. ნარცისებსაც და ფსიქოპათებსაც შეუძლიათ განზრახ ქაოსის წარმოქმნა.
ფსიქოპათები მიდრეკილი არიან მოწყენილობისკენ და საჭიროებენ მუდმივ სტიმულაციას. ისინი ხშირად ძალიან შორს მიდიან მღელვარების ძიებაში და დაუფიქრებელ ან იმპულსურ ქცევას ჩადიან, რაც დამაზიანებელია მათთვისაც და ხშირად სხვებისთვისაც. ნარცისები კი ნაკლებად რისკიანები არიან და თუ რამე არასახარბიელო ქცევას ჩადიან, საკუთარ თავს საზღვარს უწესებენ, რადგან ისინი იმიჯის შენარჩუნებას ცდილობენ.
6. ნარცისებიც და ფსიქოპათებიც ორმაგი სახით ცხოვრობენ.
ფსიქოპათები მიდრეკილი არიან დანაშაულებრივი ქმედებებისკენ, თუმცა ყოველთვის ახერხებენ კანონის გვერდის ავლას. ნარცისებიც შეიძლება იყვნენ ჩართულნი კრიმინალურ საქმიანობაში, მაგრამ ისინი ნაკლებად რისკავენ. თუმცა, ორივე ტიპის ადამიანს შეუძლიათ ორმაგი ცხოვრებით იცხოვრონ.
დაიმახსოვრეთ: ნარცისები შთაბეჭდილებას ახდენენ ადამიანზე და დამაჯერებელ ცრუ ნიღაბს ატარებენ, რათა იმიჯი არ შეელახოთ, ფსიქოპათებს კი ეს ხანდახან არ აღელვებთ.
7. დამნაშავე ფსიქოპათებში რეციდივის მაღალი მაჩვენებელია.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოპათებს აქვთ რეციდივის მაღალი მაჩვენებელი და ხუთჯერ უფრო ხშირად, ვიდრე არაფსიქოპათიურ დამნაშავეებს. ხშირად, ასეთი ფსიქოტიპის ადამიანებთან ურთიერთობა, სულ მცირე, გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის.
ვფიქრობთ, აქ ჩამოთვლილი ზოგადი ნიშნების დახმარებით მარტივად ამოიცნობთ იმ ტიპის ადამიანებს, ვინც თქვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ეცდებით მათგან თავი შორს დაიჭიროთ.
თემები: ფსიქოპათები, ნარცისიზმი, ნარცისები