ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე დაასრულებს სასიყვარულო ურთიერთობას

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე დაასრულებს სასიყვარულო ურთიერთობას

ახლა, მთელი სამყარო მნიშვნელოვან ეტაპს გადის - დაბნელებების დერეფანს. 14 ოქტომბერს ახალი მთვარე და მზის დაბნელება იხილეს (ან იგრძნეს) ადამიანებმა, რომელსაც 29 ოქტომბერს სავსე მთვარე და მთვარის დაბნელება მოჰყვება. ამ პერიოდში წყვილებს შორის დგება ისეთი დრო, როცა ხვდებიან, რომ მათი ურთიერთობა უბრალო წყლის ნაყვაა და ამგვარი ურთიერთობის დასრულება სწორი და ლოგიკურია.

ნუ შეგეშინდებათ, თუ ჰარმონიულ და ბედნიერ ურთიერთობაში ხართ, ეს სტატია თქვენთვის არ არის, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ სასიყვარულო ცხოვრებით ბედნიერი არ ხართ, მაშინ... ასტროლოგები ოქტომბრის თვეში ზოდიაქოს ოთხ ნიშანს სასიყვარულო ურთიერთობის დასრულებას უწინასწარმეტყველებენ.
  1. კირჩხიბი

ოქტომბრის თვეში თქვენ მიხვდებით, რომ დროა „ვარდისფერი სათვალე“ მოიხსნათ. რეალისტურად შეხედეთ მოვლენებს, გადახედეთ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას, თუ იგრძნობთ, რომ რაღაც ისე არაა, ჯობია დაასრულოთ ეს ურთიერთობა. თქვენ საკმაოდ გონიერი ხართ და კარგად ხვდებით, რომ უვარგის ურთიერთობაში ყოფნას ამ ურთიერთობის დასრულება სჯობს.

ოქტომბერი თქვენთვის გარდამტეხი თვეა -  სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების დრო.
  1. მორიელი

ოქტომბრის თვეში რთული სასიყვარულო ურთიერთობა ელოდებათ მორიელებს. თუმცა, გირჩევთ, იყოთ გაბედული და ინიციატივიანი. იმის ნაცვლად, რომ პარტნიორის დევნაში ფუჭად კარგოთ დრო, გირჩევთ უბრალოდ შეწყვიტოთ ეს დაუსრულებელი პროცესი და უთხრათ პირდაპირ, თუ რა ხდება თქვენს გონებაში. აუხსენით, რომ დაიღალეთ ამ ურთიერთობით და მისი გაგრძელების აზრს ვერ ხედავთ. ეს არ არის სასიამოვნო განცდა და არც მარტივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სანაცვლოდ თავისუფლებას მოგანიჭებთ. თქვენ უნდა განთავისუფლდეთ ამ ადამიანისგან.

თქვენ არ ხართ დაბადებული იმისთვის, რომ იტანჯოთ, ამიტომ უარი უნდა თქვათ მონურ ვალდებულებაზე.
  1. მშვილდოსანი

იმის გამო, რომ თქვენ არ განეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც ხიბლავს დრამა, თქვენ ურთიერთობას მშვიდად, თუმცა უეცრად დაასრულებთ. თქვენ არ ხართ ის, ვინც სხვა ადამიანს დაჩრდილავს, მაგრამ არც ხმაურიანი დაპირისპირებისთვის ხართ მზად. თქვენ ითმენთ ბევრს და ბოლოს ჩუმად და უსიტყვოდ მიდიხართ.

ყველა ტკივილი, რომელიც თქვენ განიცადეთ, საბოლოოდ იქცევა თქვენს ძალად და 2023 წლის ოქტომბრის თვეში  თქვენ დაასრულებთ ურთიერთობას და თანაც ისე, რომ სავარაუდოდ არც კი მოუსმენთ მეორე მხარეს.
  1. თევზები

თქვენ არავის აძლევთ მეორე შანსს და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გესმით, რომ „ყველა იმსახურებს მეორე შანსს“, თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მიამიტობით გამოირჩევა და მარტივად აპატიებს. ერთხელ დაგიშავეს? დამთავრდა!

ეს თქვენი ურთიერთობის ფინალია, რომელიც არ ექვემდებარება ახსნა-განმარტებას ან გადახედვას.