LIFE

რას ამბობს შენი საყვარელი სეზონი შენზე?

რას ამბობს შენი საყვარელი სეზონი შენზე?

ზოგს ზაფხულის გრძელი და მცხუნვარე დღეები უყვარს, ზოგს კი მხიარულება შემოდგომის უფრო თბილ დღეებში მოსწონს, ზოგისთვის კი თოვა და ბუხართან მარტო ჯდომა სრული იდილიაა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტემპერატურისა და სინათლის სეზონურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის განწყობასა და ქცევაზე.
მაგალითად, გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში დაბადებულებს ზედმეტად პოზიტიური ტემპერამენტი აქვთ და განწყობის სწრაფ ცვლილებას განიცდიან. ზამთრის თვეებში დაბადებულებს კი პირიქით.

ზამთრის მოკლე და ცივი თვეები ცნობილია იმით, რომ ზოგჯერ ადამიანებში სეზონურ აფექტურ აშლილობას იწვევს, რაც დეპრესიის ერთ-ერთი ტიპია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გაზაფხულის დაწყებამ შეიძლება გამოიწვიოს პოზიტივის დროებითი ამაღლება იმის მიხედვით, თუ რა დროს ატარებთ ბუნებაში.

რატომ მოქმედებს სინათლე განწყობაზე?

საიდუმლო არ არის, რომ სინათლეს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე. ნათელმა, მზიანმა დღეებმა შეიძლება გაგიჩინოთ ბედნიერებისა და ენერგიის შეგრძნება, ხოლო ცივმა და ნაცრისფერმა დღეებმა კი პირიქით.

მზის შუქის შემცირება ორგანიზმში ისეთი ჰორმონების გამოყოფას იწვევს, რაც ლეტარგიის (ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს) მაპროვოცირებელია.

რომელია თქვენი საყვარელი სეზონი?

ტემპერატურამ და განათების დონემ შეიძლება დიდი როლი შეასრულოს იმის განსაზღვრაში, თუ რომელი სეზონი გიყვარს ყველაზე მეტად, მაშ ასე:
  • გაზაფხული

გაზაფხული არის პერიოდი, როდესაც ზამთრის მოკლე, ბნელი დღეები იცვლება თბილი და მწვანე დღეებით. თუ გაზაფხული თქვენი საყვარელი სეზონია, მაშინ გიყვართ ახალი გამოცდილებები, რისი სიმბოლოც გაზაფხულია, სეზონი, რომელიც ყველაფერ ახალს და ამაღელვებელს უკავშირდება.
  • ზაფხული

ზაფხული გრძელი, ცხელი და ნათელი დღეების პერიოდია. თუ ზაფხული წელიწადის თქვენი საყვარელი დროა, ეს ნიშნავს იმას, რომ გიყვართ გართობა და აქტიური ცხოვრება.

ზაფხული მოგზაურობისა და ღია ცის ქვეშ ტკბობის დროა. თქვენ ალბათ ექსტრავერტი ხართ და ადამიანები გახასიათებენ, როგორც კეთილგანწყობილ და თავდაჯერებულ პიროვნებას.
  • შემოდგომა

"გემრიელი შემოდგომა! ჩემი სული მასზეა დაქორწინებული და მე რომ ჩიტი ვიყო, სულ დედამიწაზე ვიფრენდი შემოდგომის საძიებლად" - წერდა ჯორჯ ელიოტი შემოდგომის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული განახლების სეზონად ითვლება, შემოდგომა ასევე ძალიან კარგი დროა ახალი დასაწყისისთვის. ცოცხალი, ნარინჯისფერი ფერები და შემოდგომის გრილი ამინდი თქვენს განწყობას უკეთესობისკენ შეცვლის.
  • ზამთარი

თუ თქვენ თვლით, რომ ზამთრის ცივი თვეები თქვენი საყვარელი სეზონია, ეს გვაფიქრებინებს, რომ  ცოტათი ინტროვერტი ხართ. გიყვართ თბილი სვიტერის ჩაცმა, დივანზე პლედის მოხვევა და ცხელი სასმელით სიცივისგან თავის დაღწევა.

სინათლისა და ტემპერატურის სეზონურმა მონაცვლეობამ, ამინდის მკვეთრმა ცვალებადობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი იქონიოს იმაზე, თუ რა განწყობაზე ვართ, რა და როდის გვიხარია, როგორ ვფიქრობთ, განვიცდით და ვიქცევით!