LIFE

არტურ ბრუკსი - როგორ ვიყოთ ბედნიერი ახლავე?

არტურ ბრუკსი - როგორ ვიყოთ ბედნიერი ახლავე?

თანამედროვე სამყაროს ტემპი ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად, ჩვენს მიმართ მოთხოვნებიც იმატებს: უნდა მიაღწიო მეტს, იყო უკეთესი და უფრო შრომისმოყვარე! ამ ყოველივეს ფონზე ხშირად გვავიწყდება, რომ აუცილებელია ვფლობდეთ სულიერ სიმშვიდეს და ვიყოთ ბედნიერები.

როდესაც ბედნიერი ხარ, ამას შენს გარშემო ყველა ამჩნევს, მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას?    

არტურ ბრუკსი, ბესტსელერი ავტორი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი და ჰარვარდის პროფესორი გვაძლევს საინტერესო რჩევებს, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერი ახლავე.

 "ძალა ძალამდე"

ბრუკსი მიიჩნევს, რომ ადამიანების პრობლემა ის არის, რომ მათი უმეტესობა, ცხოვრების განმავლობაში, ერთ კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირდება, ამ დროს კი, შესაძლოა საუკეთესო წლები უკან დარჩეთ".

ის გვირჩევს, ვისწავლოთ ჩვენი გრძნობების მართვა და შევეშვათ მომავალზე ფიქრს, ან ფიქრს იმაზე, თუ რა მოგვანიჭებს მომავალში ბედნიერებას, უმჯობესია ვეძებოთ, ვიპოვოთ და განვიცადოთ ის ახლავე. ბრუკსს აქვს ერთი საყვარელი ებრაული შეგონება, რომელიც ასე ჟღერს:

არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რას აკეთებ ან რას გრძნობ, შეიძლება ამ მდგომარეობით შენს ცხოვრებაში მომდევნო ძლიერებამდე მიხვიდე და მაშინაც კი, თუნდაც ეს შენი ცხოვრების რთული ეტაპია, ან დიდი გამოწვევა იყოს, ეს შეიძლება იყოს ძალის წყარო, რათა შენი ცხოვრების შემდეგი ეტაპი იყოს შენი მომავალი სიძლიერე" - ის მოგვიწოდებს ძველი ძალით მივიდეთ ახალ ძალამდე.

ბედნიერების ბანკი

ბრუკსი განმარტავს: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი წარმატებების გაგებით და ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. უნდა შევქმნათ ჩვენივე „ბედნიერების ბანკი“, უფრო მეტიც, შეგვიძლია გავწეროთ ბედნიერების საპენსიო გეგმა და განვახორციელოთ დეპოზიტებიც, რათა გავხდეთ უფრო ბედნიერი.”

როდის ხარ ბედნიერი?

თუ ფული და ძალაუფლება, სიამოვნება და დიდება თქვენი საბოლოო მიზანია, ბედნიერების ნაცვლად უბედური გახდებით, მაგრამ თუ ფული, ძალაუფლება და ცნობადობა ან პრესტიჟი, ან სხვა ადამიანების აღფრთოვანება თქვენი პიროვნებით მიგიყვანთ იქამდე, რომ შეძლოთ ემსახუროთ სხვა ადამიანებს თქვენი საქმით, აი მაშინ კი იმარჯვებთ და ხდებით ბედნიერი“ - ამბობს ის.