LIFE

არ ხართ დარწმუნებული, შეყვარებული ხართ თუ არა?

არ ხართ დარწმუნებული, შეყვარებული ხართ თუ არა?

გაინტერესებთ მართლა გიყვართ თუ არა ვინმე? დიდი შანსია, რომ თქვენ უკვე სთხოვეთ ახლო მეგობარს ან ოჯახის წევრს მოეყოლა და გაეცნო სიყვარულისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ დიდ სარგებელს არ იძლევა ხოლმე.

როგორც არ არსებობს მკაცრი წესი იმის შესახებ, თუ რამდენი ხანი სჭირდება შეყვარებას, არ არსებობს რაიმე ჩამოყალიბებული ჩამონათვალი, ან წესების ნუსხა, თუ როგორ უნდა გაიგოთ, არის თუ არა სიყვარული ის, რასაც გრძნობთ საპირისპირო სქესისგან, ან რასაც თქვენს მიმართ გამოხატავენ. ზოგი ამას ხვდება ერთი წამის შემდეგ; ზოგს კი გრძნობები თვეების ან თუნდაც წლების შემდეგ უღვივდება.

თუმცა, არსებობს რამდენიმე საერთო (და მეცნიერულად დადასტურებული) ნიშანი იმისა, რომ თქვენ ის უკვე გიყვართ, ან გიყვარდებათ... დაიმახსოვრეთ! თქვენ ცხოვრობთ თქვენი საკუთარი გრძნობების რეალურ ვერსიაში და ამის დამალვა სულაც არაა საჭირო.

მაგალითად, თუ გრძნობთ საჭიროებას, რომ თქვენი დღის ყველაზე უმნიშვნელო მომენტებიც კი გაუზიაროთ თქვენს პარტნიორს, ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ მის მიმართ გრძნობები გაქვთ.

შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მისი ინტერესები უცებ ხდება თქვენი ინტერესებიც. შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც დაიწყოთ თქვენი განრიგის შეცვლა, რათა მეტი დრო დაუთმოთ თქვენს პარტნიორს და, რა თქმა უნდა, შეიძლება გაინტერესებდეთ, ან ოცნებობდეთ იმ მომენტზე, როდესაც თქვენი განსაკუთრებული ადამიანი აღიარებს, რომ მასაც უყვარხართ.

თერაპევტები, მკვლევრები და ურთიერთობის სხვა ექსპერტები, გვიზიარებენ სიყვარულის კლასიკური ნიშნებს, რაც ცხადყოფს, რომ ის ნამდვილად გიყვართ.
ასე რომ, ახლა მხოლოდ თქვენ უნდა მოემზადოთ ამ სამი მთავარი სიტყვის სათქმელად - „მე შენ მიყვარხარ“ და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად გსურთ გაუზიაროთ თქვენი სამყარო მას.

ონლაინ გაცნობის პლატფორმის Coffee Meets Bagel-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Oprah Daily-ს ამბობს: შეყვარება ყველასთვის განსხვავებულია“ და დასძენს, რომ მას სჯერა რობერტ ჯ. შტერნბერგის სიყვარულის სამკუთხა თეორიის, რომელიც განსაზღვრავს სამ მთავარ ასპექტს:
  1. ინტიმურ ურთიერთობას (სურვილი ვიგრძნოთ მჭიდრო კავშირი)
  2. ვნებას (ფიზიკური და ემოციური სტიმულაცია)
  3. და გადაწყვეტილებას (გადაწყვეტილება, დარჩეთ ერთად).
თქვენ არ გჭირდებათ სამივე კომპონენტი, რომ მიხვდეთ, შეყვარებული ხართ თუ არა, მაგრამ ისინი ძლიერი ინდიკატორია იმისა, რომ სიყვარულის გზაზე სწორად დგახართ. მაგრამ ნუ დაასკვნით, რომ ვიღაცას არ უყვარხართ, რადგან ამას არ გამოხატავენ ისე, როგორც თქვენ.”

გაითვალისწინეთ! სიყვარულს და ემოციას ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს, ზოგი ადრე ამბობს ამას, ზოგს კი ამისთვის ძალიან დიდი დრო სჭირდება.