სილამაზე

რჩევები სწორი მაკიაჟისთვის

რჩევები სწორი მაკიაჟისთვის

მაკიაჟის სწორად გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, თქვენ საუკეთესო ხარისხის კოსმეტიკას, ფუნჯებს და კრემებს იყენებთ, თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაკიაჟს აუცილებლად სწორად იკეთებთ. 

სასურველია, იცოდეთ, რამდენიმე ხრიკი, რათა მაკიაჟი თქვენი სახის წყობასა და ფორმაზე მორგებით გაიკეთოთ და ამ შემთხვევაში შეძლებთ თქვათ, რომ სწორ მაკიაჟს ატარებთ. 

TREND. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინებითაც თქვენ შეძლებთ გამოიყურებოდეთ ფანტასტიკურად. 

1. გაიკეთეთ ჩრდილები სახის ფორმის მიხედვით

რჩევები სწორი მაკიაჟისთვის

თუ ოვალური სახე გაქვთ, სახის ჩრდილები, სასურველია თვალის ქვემოთ, ყვრიმალებზე გაიკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გრძელი სახე გაქვთ, უმჯობესი იქნება ჩრდილები თვალებსა და ტუჩებს შორის არსებული სივრცის ცენტრში გაიკეთოთ. გულის ფორმის სახის მქონეებს, გირჩევთ, ყვრიმალებზე შედარებით მკვეთრი ჩრდილები სცადოთ. თუ მკვეთრი ფორმის ყბები გაქვთ, მრგვალი ჩრდილები გაიკეთეთ, ეს თქვენს სახეს, შედარებით მრგვალი ფორმის იერს მისცემს. ხოლო, მათ ვისაც მრგვალი სახე გაქვთ, მაკიაჟის გაკეთებისას გვერდული და დახრილი ჩრდილები გამოიყენეთ. 

2. ნუ წაისვამთ ტონალურ ფუძეს მხოლოდ სახეზე

რჩევები სწორი მაკიაჟისთვის

გახსოვდეთ, არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ყავისფერი სახე და თეთრი ყელი. არ დაგავიწყდეთ ტონალური კრემის წასმა ყელის მიდამოებშიც. ეს თქვენს მაკიაჟს ბუნებრივობას შეჰმატებს. 

3. სწორად გამოიყენეთ ტონალურის ფუნჯი

რჩევები სწორი მაკიაჟისთვის

თუ ტონალურის ფუძეს ფუნჯის მეშვეობით ისვამთ სახეზე, გახსოვდეთ, ფუნჯი უნდა ამოძრაოთ ზევიდან ქვევით და არავითარ შემთხვევაში პირიქით. ასეთი მოძრაობებით, ფუნჯი არასოდეს ტოვებს შესამჩნევ ხაზებს სახეზე და შეძლებთ ტონალური ფუძე მთლიანად და სწორად გაინაწილოთ სახეზე. 

4. თვალის ჩრდილი

რჩევები სწორი მაკიაჟისთვის

ყოველდღიური მაკიაჟისას მოერიდეთ მკვეთრი ფერის თვალის ჩრდილების გამოყენებას. ეცადეთ შეარჩიოთ თქვენი კანის ფერზე ერთი ტონით ღია ფერის ჩრდილი. ეს თითქმის შეუმჩნეველი დარჩება და თქვენს მაკიაჟს მეტ ბუნებრივობას შესძენს. 

5. იქონიეთ ხელსახოცი კოსმეტიკის ჩანთაში

რჩევები სწორი მაკიაჟისთვის

აუცილებლად ატარეთ კოსმეტიკის ჩანთით ერთჯერადი ხელსახოცი. თუ მკვეთრი ფერის ტუჩსაცხის წასმას გადაწყვეტთ, დაიფარეთ მასზე ხელსახოცი და გადაუსვით ტონალურის ფუნჯი. იცოდით, რომ ამ მეთოდით, ტუჩსაცხი ხანგრძლივად რჩება ტუჩებზე?

6. არ წაისვათ შავი ფანქარი თვალის შიგნით

რჩევები სწორი მაკიაჟისთვის

იმისთვის, რომ თვალი მოცულობითი დარჩეს და არ დაპატარავდეს, არ გამოიყენოთ შავი ფანქარი თვალის შიგნით. ეცადეთ, უპირატესობა ღია ფერს მიანიჭოთ, მაგალითად, თეთრს. 

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!



allwomenstalk.com