LIFE

რატომ უყვართ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ახალი წელი?

რატომ უყვართ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ახალი წელი?

არდადეგები ბევრი ჩვენგანისთვის მხიარული და ამაღელვებელი დროა და ეს მღელვარება მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს არ გვეხება. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ძაღლები არდადეგების სეზონზე ისევე ბედნიერები არიან, როგორც ჩვენ. მათ უყვართ საჩუქრები, დარჩენილი საკვების ნარჩენები და დამატებითი დრო, რომელსაც პატრონთან ატარებენ.

ისევე, როგორც ბავშვები, რომლებიც დღეებს ითვლიან შობის დილამდე, თქვენი ძაღლებიც სიხარულისგან ხტუნაობენ, დიდი დღესასწაულის მოლოდინში, ამიტომაც კუდს გამუდმებით აქიცინებენ.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ძაღლები ზედმეტ ყურადღებას იღებენ პატრონების მხრიდან დღესასწაულების დროს, იქნება ეს მათ თეფშებზე მეტი საკვების ნარჩენი თუ სათამაშოებისა და კერძების ჭარბი რაოდენობა.

ადამიანები არდადეგების დროს, უმეტეს დროს სახლში ვატარებთ, ოჯახის წევრებთან ერთად, ვამზადებთ კერძებს და ვისვენებთ სადღესასწაულო საყიდლებისგან და სტრესისგან.

ძაღლების უმეტესობა ბუნებით სოციალური ცხოველია, რომელსაც სიამოვნებს პატრონის გარემოცვაში ყოფნა. როდესაც მათი ადამიანები ირგვლივ არიან, ძაღლებში იზრდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სოციალური ჰორმონი.

ოქსიტოცინის გამოყოფა ხელს უწყობს ინდივიდებსა და მათ ცხოველებს შორის მიჯაჭვულობას.

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ მოგყვებათ თქვენი ძაღლი ხშირად ოთახიდან ოთახში, როცა სახლში ხართ? პასუხი მარტივია -  მათი ოქსიტოცინის დონე ყოველ ჯერზე მატულობს ჩვენს დანახვაზე და სურთ ჩვენთან უფრო ახლოს იყვნენ. რაც უფრო მეტი ვართ სახლში, მით მეტ ოქსიტოცინს გამოიმუშავებს ძაღლი და მით უფრო ბედნიერია.

ყველა ძაღლს განსხვავებული ტემპერამენტი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ თავად ვერ გვეტყვიან, როგორ ტკბებიან არდადეგებით, ამის მტკიცებულება აშკარაა მათი კუდების ქნევაში, სახის გამომეტყველებაში და იმაში, თუ როგორ დაგვდევენ ოთახიდან ოთახში.

მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს როგორ და სად ვატარებთ არდადეგებს, მთავარია ჩვენ მათთან ერთად ვიყოთ და დავტკბეთ თავისუფალი დროით.